ახალი ამბები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან "პრინცესად" მუშაობა უწევს.ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: "შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".
ლამაზი, გონიერი,მშვიდი და საოცრად თავმდაბალი _ ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის _ `ბაგრატიონი", მთავარი წარმომადგენელი _ ბატონიშვილი ანა.

ანა, როგორ შეიძლება წარგადგინო, რაიმე ოფიციალური სტატუსი გაქვს?

ოფიციალურ წოდებაზე და სტატუსზე თუ ვსაუბრობთ, ეს დღევანდელი მთავრობის მხრიდან უნდა იქნეს აღიარებული. ჩემი ოჯახისთვის სტატუსის და, შესაბამისად, წოდების ოფიციალურად მინიჭება, ჯერჯერობით, რატომღაც არ ხდება. თუმცა, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც აღიარებს ოდესღაც უკანონოდ გაუქმებული სამეფო ოჯახების სუვერენულ სტატუსს და მათ შეზღუდულ უფლებებს მოქმედ მონარქიულ სახლებთან შედარებით. ეს, უბრალოდ, მოკლე განმარტება გავაკეთე ზოგადი წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, სწორი ფორმა ასეთია, ყოველ შემთხვევაში უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას ასე წარმადგენენ ხოლმე _ მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. აი, ეს არის ჩემი ისტორიულ-მემკვიდრეობითი სტატუსი.

წოდება ზღაპრის გმირის გაქვს და შენი ცხოვრება თუ გავს ზღაპარს?
ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ისტორია აქვს, ცხოვრების საკუთარი ზღაპარი. მეც მაქვს ჩემი ზღაპარი, სადაც ხან კეთილი და ხან ბოროტი პერსონაჟები მონაწილეობენ. არ მგონია, რომ წოდება აქ რაიმე როლს თამაშობდეს.
ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს თავის ჯადოსნურ ზღაპარში, აკეთოს კეთილი საქმეები, ეომოს დევებს, გაიმარჯვოს ან დამარცხდეს, იყოს უბედური ან ბედნიერი.

ანა, როდის დადგა ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი თანატოლებისაგან შენი გვარი განსაკუთრებით გამოგარჩევს?
მახსოვს კარგად, სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლა რომ დავიწყეთ, ბაგრატიონის გვარის გაგონებაზე, მთელი კლასი გაუგებრად იცინოდა. მასწავლებელიც, ცოცხალი ექსპონატის მსგავსად, იშვერდა თითს ჩემი დისკენ და ჩემსკენ. მახსოვს ჩემი შეგრძნება, როგორ მერიდებოდა და საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, თუმცა, იმ უხერხულობის შეგრძნებამ დღემდე არ გამიარა.

ბავშვობაში გოგონების უმეტესობა პრინცესობანას თამაშობს,შენ რას შვებოდი ამ დროს?
ჩემი საყვარელი თამაში `სკოლობანა~ იყო და, სიმართლე გითხრა, ეს თამაში მოგვიანებით რეალობად იქცა. 12 წელი ვიმუშავე სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. საუკეთესო წლები იყო.

ახლა რამდენად"პრინცესული" ცხოვრებით ცხოვრობ?
ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველას, მაქვს ყოველდღიური მოვალეობები,თუმცა, ხშირად მიხდება პრინცესად გარდასახვა. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევენ, ძირითადად უცხოეთში.

რით განსხვავდება თქვენი გვარი სხვა ბაგრატიონებისგან?
დღეს ბაგრატიონთა საგვარეულოში დაახლოებით 150 ადამიანია. მათი უმრავლესობა გაწევრიანებულია დინასტიურ კავშირში სახელად "ბაგრატოვანთა სახლი". მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა შტოს ბაგრატიონები. არსებობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეფო შტო _ მეფეთა შტო, რომელიც ერთიანი საქართველოს მეფეთა პირდაპირ უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ამ შტოს სამართალმემკვიდრე სწორედ ჩვენი _ ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახია დღეს. სამეფო დინასტიას სხვაგვარად, ასევე ეძახიან სამეფო სახლსაც. ანექსიის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ქართველ მონარქთა _ ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლებს, ანუ ჩემს წინაპრებს, მიანიჭა ქართველი თავადის _ გრუზინსკის _ წოდება, რაც, დროთა მანძილზე, ჩვენს გვარად ჩამოყალიბდა.

ანა, სასახლე გაქვთ?
ისტორიული სასახლეებიდან, რომლებიც ჩემი წინაპრების რეზიდენციებს წარმოადგენდნენ, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი არ შემორჩა. თბილისის მთავარი სასახლე, რომელიც ტერიტორიულად დღევანდელი საპატრიარქოს გვერდით იდგა და, ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, უმშვენიერესი ყოფილა, სამწუხაროდ, სპარსელებმა გაგვინადგურეს... მეფე გიორგიმ ის არ აღადგინა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მთლიანად ეკლესია -მონასტრებისა და თბილისის მაცხოვრებლების სახლების აღდგენას მოახმარა.
დღესდღეობით, შემორჩენილ სასახლეთაგან გვაქვს ზემო, ანუ ეგრეთ წოდებული `დარეჯანის სასახლის~ ერთი ოთახი, არადა, ის ძველი, უზარმაზარი კომპლექსის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს და მას ხშირად ვიყენებთ შეხვედრებისთვის. ასვევე, თელავის სასახლე, რომელიც დღეს, ძირითადად, მუზეუმს წარმოადგენს და რომლის რესტავრაციაც სულ ახლახანს დასრულდა.

რამდენიმე წლის წინ, საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა ინიციატივას, თუ იდეას მონარქიის აღდგენის შესახებ. არადა, როგორც ვიცი, ეს იყო, უბრალოდ, თქვენი სამეფო სახლისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი. ასევე, არანაკლები ხმაური მოჰყვა შენს ქორწინებას, რომელიც, სამწუხაროდ, უიღბლო აღმოჩნდა. ანა, თვლი რომ ეს იდეაშივე შეცდომა იყო?
არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება.  ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა _ მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილი გიორგის დაბადებით.

უკან რომ დაგაბრუნა, რას გააკეთებდი სხვანაირად?
უკან არ მიყვარს დაბრუნება. მირჩევნია წინ ვიარო და წარსულში დაშვებული შეცდომა არ გავიმეორო და მიღებული გამოცდილება გამოვიყენო.

სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებთან თუ გაქვთ კავშირი?

კი, რასაკვირველია, კარგ ურთიერთობაში ვარ ჰაბსბურგთა საიმპერატორო სახლთან, რომლის წარმომადგენლები შესანიშნავი ადამიანები არიან. ასევე, პარმის ბურბონთა სახლთან. ამასწინათ, დავახლოვდი ჰავაის პრინცესასთანაც, ალბანეთის ტახტის მემკვიდრესთან, ლეკასთან, ავღანეთის პრინცესასთან და სხვა.

ანა, რას გააკეთებდი მეტი საშუალება რომ გქონდეს?
მახსენდება შვედეთის მეფის, გუსტავ მე-16 შესანიშნავი გამონათქვამი _ "მე ჩემი ქვეყნის სამარკო ნიშანი ვარო". თუმცა, ჩვენი ქვეყნის ასაღორძინებლად მარტო სამარკო ნიშნობა, რასაკვირველია, არ იქნება საკმარისი. ამიტომ, გავაკეთებდი ყველაფერს, რათა ჩემმა ქვეყანამ ერთის მხრივ ააღორძინოს და შეინარჩუნოს ღირსეული ტრადიციები, ხოლო მეორეს მხრივ, მიჰყვეს ცივილიზაციას და არ ჩამორჩეს მას. პირველ რიგში, ქართული სოფელი უნდა დადგეს ეკონომიკურად ფეხზე. ქართველ გლეხს სჭირდება დიდი მოფერება, რადგან მან შეგვინარჩუნა ქვეყანა.

როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
ადრე მიჭირდა, ასე მეგონა დედამიწა მეცლებოდა ფეხებიდან. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველას გულს ვერ მოვიგებ, ყველას თავს ვერ მოვაწონებ და დავმშვიდდი.  მართალი გითხრა, კრიტიკას დადებითი თვისებაც გააჩნია. მთავარია, ყური დაუგდო ემოციის გარეშე და აუცილებლად იპოვი რაიმე სასარგებლოს.

როგორია შენი ყოველდღიურობა?
ჩემი ყოველდღიურობა, პირველ რიგში, ჩემს შვილებთან არის დაკავშირებული, მათ საჭიროებებთან. ასევე, სამეფო ოჯახის კანცელარიის მუშაობასთან, რაც ასევე ბევრ დროს მოითხოვს და დიდ პასუხისმგებლობას.

რაზე გიწევს უარის თქმა შენი თავისთვის?
ჩემი მემკვიდრეობითი სტატუსიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. ეს ბუნებრივია და ამას, ფაქტობრივად, სკოლის პერიოდიდან უკვე ვაცნობიერებდი, რომ ჩემი პიროვნების უკან იდგა ათასწლოვანი მემკვიდრეობა და რომ მე, სხვებისგან განხვავებით, მომიწევდა ბევრ რამეზე უარის თქმა და ასეც გამოვიდა. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი გამოვა. ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ, რადგან გარდა მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობისა, ეს ჩემი გააზრებული არჩევანიც არის.

"რომაული არდადეგებიდან" პრინცესა ანას თავგადასავლის გამეორება თუ გინდება ხოლმე?
მიყვარს ეს მხატვრული ფილმი. ის იმდენად ლამაზი ფილმია, რომ, რასაკვირველია, მიოცნებია ასეთი ისტორის პერსონაჟობაზე.

შენზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას თუ დასთანხმდები?
თუ მოვახერხებ ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო იმდენი, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, ალბათ, მერე შეიძლება დავთანხმდე.

ვის გაუცვლიდი ერთი დღით ადგილს?
რიგით ჯარისკაცს

რაზე ოცნებობ?
უამრავ რამეზე ვოცნებობ, სულ ვოცნებობ და იცი რატომ? საოცარია, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მეტს ვოცნებობ,მით უფრო მეტი ხდება რეალურად და ამის უამრავი მაგალითი მაქვს ჩემი ცხოვრების მანძილზე.

რას იტყვი სიყვარულზე?
რა გითხრა, მიყვარს სიყვარული. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

რა გინდა, რომ 100 წლის მერე შენზე დაწერონ?
ჩემზე რომ დაწერონ, ამისთვის დიდი და გრძელი გზა უნდა გავიარო, გზადაგზა უნდა შევქმნა, ვაშენო, დავეხმარო, მიყვარდეს.... მინდა დაწერონ, _ ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას. ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"შენობა გავხვრიტეთ, ამწე შევიყვანეთ და 8 ტონიანი ტომოგრაფი რამდენიმე სართულით ქვევით უსაფრთხოდ ჩავიტანეთ" მართლაც კოსმოსურ ამბავს უზიარებდა ამ ზაფხულს თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე მის მრავალრიცხოვან მეგობრებს ფეისბუქ სივრცეში. 8 ტონიანი ტომოგრაფის უსაფრთხოდ დაშვება მიგვანიშნებს იმ მასშტაბებსა და ხარისხზე, რომლითაც საზოგადოების წინაშე ახალი ვარსკვლავი წარსდგება - "თოდუას კლინიკა ვერაზე".

სახელგანთქმული, 30 წლიანი ისტორიის მქონე "თოდუას კლინიკის" ფილიალი ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში იხსნება. ბინა მან ყოფილი სასტუმროს შენობაში დაიდო და თავისი არსით ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილიალი. ეს არის 8 სართულზე განთავსებული, გარე იერსახე შენარჩუნებული, სრულად შეცვლილი და მოდერნიზებული შიდა სივრცე. ამბავს ახალი სივრცის შესახებ მისი ხელმძღვანელი, მედეა ანთელავა გვიყვება:

- ვერის უბანს არ მოუხდებოდა გარე ფასადის შეცვლა. ამიტომ ის პრაქტიკულად, უცვლელი დავტოვეთ. აი შიგნით, ყველაფერი შეცვლილია სრულიად ახალი ხედვის, კონცეფციისა და დიზაინის მიხედვით.

- როგორც წესი, კლინიკები ცენტრიდან გარეუბნებში გადადიან, გაფართოებისა და სხვა მიზეზების გამო. თუ არ ვცდები, პირველები ხართ, ვინც მულტიფუნქციური სივრცით ცენტრში შემოდიხართ.

- "თოდუას კლინიკა ვერაზე" - ეს ჩვენი პაციენტების იდეით შექმნილი კლინიკაა. ამ იდეებს მოუყარა თავი გუნდის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. დღეს, როდესაც დრო ასე ცოტაა, ყველა მექანიზმით მის დაზოგვას ვცდილობთ. პაციენტები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ საცობების გამო ჩვენს ცენტრალურ კლინიკაში მოსასვლელად ბევრი დრო ეხარჯებოდათ. კარგი იქნებოდა ამ ტიპის და ხარისხის მომსახურება ქალაქის ცენტრალურ უბნებთან ახლოს ჰქონოდათ. ვუსმენდით, ვფიქრობდით, ვეძებდით ადგილს და ნელ-ნელა მოვდიოდით ამ გადაწყვეტილებისკენ.

სივრცე ვერის შუაგულში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე გამოჩნდა. უბნის არქიტექტურული ხასიათიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ, ფასადი იგივე დატოვეს. შიგნით, 8 სართულზე კი, მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო.

შესასვლელში დიდი გაშლილი სივრცე დაგხვდებათ დიზაინით, რომელიც თქვენ არცერთ კლინიკაში არ გინახავთ. ერთმანეთთან თანაარსებობენ ქვა, ხე, მუქი და რბილი ფერების გრადაცია, მცენარეები, დიდი ვიტრაჟებიდან შემოსული ბუნებრივი განათება, ღია ვერანდები, კაფეტერია, სასტუმროს ტიპის ოთახები, ავეჯი სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილით და ხავერდით, საინტერესო აქსესუარები თაროებზე... შემოსვლისთანავე ხვდებით, რომ კონცეპტუალურად ახალ სივრცეში ხართ. აქაურობის ხელმძღვანელიც ძლიერ ორგანულია ამ სივრცისთვის - მედეა ანთელავა გახლავთ "ვერის თოდუას კლინიკის" მასპინძელი და მთავარი მენეჯერი. სამედიცინო წრეებში ეს სახელი და გვარი პრაქტიკულად ყველასთვისაა ცნობილი. ერთი, რომ მედეა ცნობილი სამედიცინო ოჯახის წარმომადგენელია, მეორე კი ის, რომ 12 წელია მედეა ანთელავა კლინიკური კვლევების დეპარტამენტში მუშაობს. პროფესიონალიზმი, ყველა დეტალისა და ნიუანსის ორგანიზება, უსაზღვრო დისციპლინირებულობა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირება - ეს თვისებები თუ არ გაქვს, ამ მიმართულებით ვერ იმუშავებ.

- როგორ გგონიათ, რა კუთხით დაგეხმარებათ ეს გამოცდილება კლინიკის ხელმძღვანელის ამპლუაში?

- ვფიქრობ, ცოტ-ცოტა ყველაფრით. მენეჯმენტი დეტალებისგან შედგება. მათი ერთობლიობა განაპირობებს კარგ და გამართულ მართვას. ყველა ნიუანსი უნდა გათვალო და არაფერი გამოგეპაროს. მთავარი კი ისაა, რომ რეალურად პაციენტზე იყო ორიენტირებული, მის ჯანმრთელობაზე. ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მაქსიმალურად გაუმარტივო გზა სასურველი შედეგის მიღწევამდე. უნდა იგრძნოს, რომ ამ კლინიკაში მის გვერდით არიან, მასზე ფიქრობენ.

გიორგი დიასამიძე, თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, ყურადღებით უსმენს მისი ახალი კლინიკის ჭკვიან, საქმიან და ძალიან მომხიბვლელ ახალ მენეჯერს. ჩანს, რომ ამ თემებზე მათ საკმაოდ ბევრი უსაუბრიათ.

- იმის თქმა, რომ ამ კლინიკაში ჩვენ საუკეთესო აპარატურა გვექნება და საუკეთესო ექიმები გვეყოლება მგონია, რომ არც არის საჭირო. ეს თავისთავად იგულისხმება. რისი კლინიკა ხარ, თუ შენ ამას არ უზრუნველყოფ. მთავარი, რაც დღეს პაციენტს სჭირდება ეს ემპათიაა ექიმისა და კლინიკის წარმომადგენელთა მხრიდან. ამაზეა აგებული ყველაფერი და აქეთ მივდივართ ჩვენც - დასძენს ის.

ეს თავისთავად. თუმცა, მოდით აღვნიშნოთ ისიც, რომ კლინიკა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც ლიდერია თანამედროვე აპარატურის თუ მეთოდების დანერგვის კუთხით და აქ თავმოყრილი ცნობილი და პროფესიონალი ექიმების თვალსაზრისითაც. მედეა ანთელავა ამბობს, რომ "თოდუას კლინიკას ვერაზე" საკუთარი ვარსკვლავები ეყოლება. აქ სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლით, მალე თავად შეიტყობთ მათ შესახებ.

მაშ ასე, 8 სართული. რა მოხდება ამ 8 სართულზე? თქვენი დროის დაზოგვის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე შევჩერდებით.

იქნება ყველაფერი ის, რაც უნდა იყოს პრევენციული მედიცინისთვის განკუთვნილ მულტიფუნქციურ სივრცეში.

დავიწყოთ ე.წ. ჩექაფით, ანუ ჯანმრთელობის გამოკვლევით.
აქ მას მთელი სართული დაეთმობა. ჩექაფზე, როგორც წესი, მოდიან ოჯახები, მოდიან საქმიანი ადამიანები... ჩვენ ისე მოვაწყვეთ, რომ ყველა პაციენტს თავისი ოთახი ექნება. სასტუმროსავით კეთილმოწყობილი, კომფორტული და ჩექაფის ძირითადი ნაწილი ამ ოთახში გაივლის. აქ შემოვლენ ექიმები, ჩაუტარებენ კონსულტაციას. გარკვეულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, ცხადია, პაციენტი სხვა სივრცეში ჩაიტარებს. პრინციპი ისაა, რომ დროის დაზოგვით ის ბევრ რამეს მოასწრებს. შეუძლია აქვე იმუშაოს, იყოს მისი ოჯახის წევრთან ან ახლობელთან ერთად - ყვება ამ სივრცის შესახებ მედეა ანთელავა და დასძენს, რომ "თოდუას კლინიკა ვერაზე" აქცენტს პედიატრიაზეც გააკეთებს. იმატა ბავშვების ჩექაფის მოთხოვნამ. ეს იდეა, ასევე პაციენტებისგან წამოვიდა. მშობელს საშუალება ექნება ოპტიმალურ დროში სასურველი და საჭირო კვლევები და დიაგნოსტიკა ჩაუტაროს ბავშვს. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა მიდის პედიატრიის მიმართულების გაძლიერებისკენ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ყოველი ოთახიდან, რომელიც ძალიან გემოვნებიანი დიზაინითაა გაწყობილი, დიდვიტრაჟებიანი კარით აივანზე გადიხართ. ექიმებთან კონსულტაციებსა და გამოკვლევებს შორის შესვენების დროც შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. კარგი ამინდის შემთხვევაში ღია ვერანდაზეც შეძლებთ მიირთვათ ლანჩი ან ისადილოთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი და ერთგვარად ექსკლუზიური თემაა ახალი ტიპის სერვისი მათთვის, ვისაც სრული გამოკვლევა არ სურს, მაგრამ ერთდროულად ორი ან სამი კვლევის თუ კონსულტაციის მიღება სჭირდება. უკვე დატრენინგდა და თქვენთან შესახვედრად მზად არის ჯანმრთელობის პერსონალურ მენეჯერთა გუნდი. ეს სერვისი ცოტათი პერსონალურ ბანკირთა სერვისს წააგავს. თქვენ წინასწარ ეწერებით და თქვენი ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი გიდგენთ გრაფიკს. არ გიწევთ რიგში დგომა, ლოდინი სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკასა თუ კონსულტაციას შორის. რამდენიმე საათში იღებთ ამ მომსახურებას. ეს ახალი, ერთგვარი პრემიუმ პაკეტია. სურვილის შემთხვევაში პაციენტი მას მიიღებს ვერის ფილიალში.

"თოდუას კლინიკის" ერთ-ერთი ძლიერი მხარე ონკოლოგია, ცხადია ვერის კლინიკაშიც იქნება წარმოდგენილი. ბევრია პაციენტი, რომელსაც შორს სიარული უჭირს და მათთვის ახალი ლოკაცია ძალიან მოსახერხებელი იქნება.

კიდევ ერთი სივრცე "თოდუას ვერის კლინიკაში" ეს პლასტიკური ქირურგიის სართულია. ის ბოლო, მერვე სართულზე განთავსდება. აქაურობის ვარსკვლავზე გვიყვება მედეა ანთელავა: - ეს უახლესი აპარატურაა, 3D მოდელირების სისტემის. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ოპერაციულ ჩარევამდე ნახოთ როგორ "ჩაჯდება" ესა თუ ის ორგანო თქვენს სახესა თუ სხეულში. იქნება ეს ცხვირი, იქნება ეს მკერდი... ამას გარდა, ამ უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, სახეზე ფილერის ან გნებავთ ბოტოქსის დამატების ეფექტსაც კი ნახავთ წინასწარ... უყურებ ეკრანზე საკუთარ სახეს და ექიმთან ერთად აფასებ, მოუხდება ესა თუ ის ჩარევა თქვენს სახეს თუ - არა, სად და რა ოდენობით ჯობს დაიმატოთ ფილერი. კოსმოსია ნამდვილი, ქალების კოსმოსი, თუმცა, ალბათ უკვე კაცებისაც.

იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე დაბინავებული "თოდუას კლინიკა ვერაზე" მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია ამ მრავალწლიანი და ძლიერი ბრენდის, "თოდუას კლინიკის" ფილიალების გახსნისა თბილისის სხვადასხვა უბანში. ფილიალები, სამომავლოდ, შესაძლოა საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნას. წინ სამედიცინო ტურიზმის თემაც გახლავთ. გეგმა ბევრია, გუნდი ძლიერი, მენეჯერი ენერგიული - ყველა წინაპირობაა წარმატებისთვის, რომელსაც სახელად თქვენი ჯანმრთელობა ჰქვია.

ავტორი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio
გადაღების ადგილი: თოდუას კლინიკა ვერაზე, Radisson Blu Iveria

11:15 / 18.10.2021

World class-ში,
ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ
მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი
საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია
დედობაა.
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021

9 წლის ტაისია ცხვირაშვილის შეკითხვებს ბესიკ ხარანაული
უპასუხებს.

9 წლის ტაისია ცხვირაშვილის შეკითხვებს ბესიკ ხარანაული უპასუხებს.
14:49 / 31.05.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა