ახალი ამბები
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
წლების წინ, ჯერ კიდევ ჩაბნელებულ თბილისში, ერთადერთი "ნათელი წერტილი" განათებული სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები სწორედ იქ იმართებოდა და სტუმრებსაც ყოველ ჯერზე აოცებდა მინის ლიფტები, რომელიც მოძრაობისას სასტუმროს ლობის გადმოჰყურებდა.

წლების შემდეგ, უკვე "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" მოხვედრა, იმავე დადებით ემოციებს აღძრავს, თუმცა აქ ყველაფერი სულ სხვანაირი, ულტრათანამედროვე და ძალიან გემოვნებიანია. ერთადერთი, რაც ისევ ისე ამშვენებს ინტერიერს, მინის ლიფტებია.

ერთ დროს საოცრებად აღქმული ლიფტით, სასტუმროს მეათე სართულზე ავდივართ. რესტორნისთვის საუკეთესო მდებარეობაა შერჩეული. არაჩვეულებრივი პანორამული ხედი თბილისზე რესტორნის ატმოსფეროს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის. "ათი" ROOFTOP რესტორანია 2 ტერასით, სადაც განსაკუთრებული კერძების გარდა, რომელზეც უფრო ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით, პრემიული ხარისხის ღვინოების დიდი არჩევანი და საავტორო კოქტეილები დაგხვდებათ ისეთი საინტერესო დასახელებებით, როგორიცაა "სვანური მარგარიტა", "300 არაგველი" და ასე შემდეგ.

ინტერიერის დიზაინზე Puccini group-მა იმუშავა. პროექტი განსაკუთრებულია ამ კომპანიისთვისაც, რადგან მასზე თავად Puccini group-ის დამფუძნებელმა იმუშავა.

როგორც რესტორნის შეფმზარეული გვეუბნება, მენიუს კონცეფციაზე მუშაობისას სწორედ თბილისის ამ არაჩვეულებრივ ხედებს უყურებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რესტორან "ათის" მენიუც ისეთივე ეკლექტური და კონტრასტული ყოფილიყო, როგორიც მისთვის თბილისია.

გიორგი ნინუას კულინარიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიული განათლება ამ სფეროში არ მიუღია. თუმცა თვლის, რომ ეს მისთვის უპირატესობა უფროა, ვიდრე ნაკლი, რადგან კერძებზე მუშაობის დროს, დადგენილი წესების და ჩარჩოების გარეშე მიაღწია იმ თავისუფლებას, რომელიც ახლა აქვს. თავისუფლება, რომელზეც ის საუბრობს, მის ყველა კერძში იგრძნობა. ის, რაც ერთი შეხედვით ტარტარი გვეგონა, მარტივად, კიტრი-პომიდვრის სალათი აღმოჩნდა. კუბებად დაჭრილი ლორი კი, ჩიხირთმისთვის გამზადებული ქათამი ყოფილა, უკვე შეზავებული ყველა საჭირო ინგრედიენტით.
ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობს კერძის ვიზუალური მხარე დატვირთული არ იყოს. მოსწონს მარტივი, თუმცა სუფთად შესრულებული კერძები. მუშაობისას ერთი საიდუმლოც აქვს, რომელიც ჩვენ გაგვანდო:

"ყოველთვის ვცდილობ კერძი 4-5 ინგრედიენტისგან შედგებოდეს. ეს ჩემი ოქროს წესია. ვფიქრობ, რომ კერძის უნიკალურობა სწორედ სიმარტივეშია. Less is More - ასე მასწავლეს შეფებმა, რომლებთანაც საზღვარგარეთ ვმუშაობდი".

შეფი თვლის, რომ კერძის მზადებისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ინგრედიენტების ხარისხს აქვს.

"კერძის წარმატების 90% ინგრედიენტებზეა დამოკიდებული, 5% შეფის ფანტაზიაა, დანარჩენი 5% კი უნარ-ჩვევები, რომელიც მზარეულს უნდა ჰქონდეს."

გიორგის იმ ნივთზეც ვკითხეთ, რომლის გარეშე მუშაობა ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ ყველგან და ყოველთვის საათი უკეთია, რომელიც წყალსაც და დაზიანებებსაც მარტივად უძლებს. დროის კონტროლი შეფისთვის ერთ-ერთი მთავარი ჩვევაა. ასევე, აქვს სამუშაო იარაღების ნაკრები, რომლითაც ნებისმიერ სამზარეულოში და გარემოში გაართმევს თავს კერძის მომზადებას.

სამუშაო გამოცდილება მართლაც შთამბეჭდავი აქვს. მუშაობდა ნიუ იორკში, ჟენევაში და პარიზში. ამ უკანასკნელში, მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების ქსელის მზარეული იყო. საქართველოში დაბრუნებულს, ქართულ კერძებთან შეხება მხოლოდ ოჯახში ჰქონდა. სწორედ ამიტომ, არც ისე მარტივი აღმოჩნდა დავალება, შეექმნა თანამედროვე ქართული მენიუ, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია. სადაც უხვად იქნებოდა ქართული გემოები, თუმცა სულ სხვა ფორმით. დრო ცოტა ჰქონდა. პროექტით დაინტერესდა და შედეგიც მიიღო. დღეს რესტორანი "ათი" საუკეთესო კერძებს სთავაზობს სტუმრებს. სამზარეულო, თბილისის მრავალფეროვანი ისტორიებით და აბრეშუმის გზის უნიკალური კულინარიული ასპექტებით არის გაჯერებული. ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, რომელშიც აწმყო და წარსული ერთიანდება.

გარდა ყოველდღიური სტანდარტული მენიუსი, რესტორანში "ათი" სტუმრებს ხშირად ანებივრებენ სხვადასხვა ღონისძიებით. ამჯერად, სამი შეფმზარეული გაერთიანდა. გიორგი ნინუას, გურამ ბაღდოშვილისა და ტაის ვან რუნის კოლაბორაციის შედეგი 6-კურსიანი ვახშამი იქნება, სადაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრებს ექნებათ დასწრების საშუალება. ვახშამი 29 ნოემბერს იმართება.

ბევრი სიურპრიზი და საინტერსო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ახალი წლის ღამესაც. რესტორანში "ათი" Countdown Party-ის უმასპინძლებენ. დასწრების ღირებულება 119 ლარი + დღგ იქნება. სხვადასხვა ღონისძიებით დაიტვირთება სასტუმროს მთელი ტერიტორია. ასე რომ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს ახალი წლის ღამის ჯადოსნურ გარემოში გატარებას.


მისამართი: თბილისი, თელავის ქ.20
სასტუმრო "გრანდ შერატონ მეტეხი პალასი"



ტექსტი: ანკა სტურუა
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით,
ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით
ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის
ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ
დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს
ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები,
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.


აქ აღმოაჩენთ თბილ და მყუდრო გარემოს. ზუსტად ისეთს, თქვენი ბავშვობის ბაკურიანში რომ დაგაბრუნებთ. ვისაც ბაკურიანი უყვარს, ალბათ დამეთანხმება, რომ ეს ადგილი თავის ხიბლს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. ზამთარში, თოვლით დაფარული მთები, "ხიჟინები", ქუჩაში მოსიარულე მარხილები, გლინტვეინი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, ნამდვილ "ბაკურიანობას" ქმნის. გაზაფხული და შემოდგომა შედარებით მშვიდია. შაბათ-კვირას დასვენების მოყვარულებისთვის, ვისაც ცოტა ხნით უნდა, რომ გაექცეს ქალაქის ტემპს და სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დაისვენოს, იდეალურია.

ზაფხულში ბაკურიანში ნამდვილი დღესასწაული იწყება. აქ მთავარი ამბებს პატარები ქმნიან. სწორედ ეს პატარა ვიზიტორები არიან ბაკურიანის მთავარი ელჩები. მათ იმდენად უყვართ აქ დასვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ არდადეგებზე, ზაფხულის რამდენიმე დღის გატარება ბაკურიანში მაინც უნდათ. ამისთვის კი, ყველას თავისი მიზეზი აქვს.

ზაფხულში, ბაკურიანში ყოველდღე გინდა რომ ისეირნო პარკიდან ტყეში, ტყიდან კოხტაზე, კოხტადან მინდვრის ყვავილებით აყვავებულ დიდველზე და ასე, დაუსრულებლად. რაც მთავარია, გინდა რომ დაისვენო ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ისე, რომ თავი იგრძნო სახლში ან საკუთარ აგარაკზე. სწორედ ასეთი დასვენების ადგილია - "ჰილტოპ ბაკურიანი". სასტუმროს იდეალური მდებარეობის გამო, მარტივად დაგეგმავთ თქვენი დღის მარშრუტებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი, თქვენს კომფორტსა და დასვენებაზე "ჰილტოპ ბაკურიანის" გუნდი იზრუნებს. სასტუმროს ეზო თქვენი შვილების და მათი თანატოლების შეხვედრის ადგილი გახდება. თქვენ აივნიდან, ფინჯანი ყავით ხელში, ულამაზესი ხედებით დატკბებით და თან შვილების თამაშს თვალს მიადევნებთ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ამ სასტუმროში, მომდევნო სეზონისთვის საუკეთესო ნომერს წინასწარ დაჯავშნით და თქვენს გამოცდილებას ახლობლებსაც თამამად გაუზიარებთ.

მაშ ასე, გახსოვდეთ შეხვედრის ადგილი ბაკურიანში - "ჰილტოპ ბაკურიანი"!


10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
TRY
TRY
1
0.4402
USD
USD
1
3.0719
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა