ახალი ამბები
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა. "სითის" მეასე, საიუბილეო ნომრის მთავარი გმირები დედები და შვილები არიან. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგიყვეთ იმ დედებზე, რომლებიც ახერხებენ იყვნენ იდეალური დედები, წარმატებული საკუთარ საქმიანობაში და ამავდროულად, არიან საოცარ ფორმაში. გადაღების დანიშვნა არ გაგვჭირვებია, რადგან ამ რუბრიკის გმირებისთვის World class-ი მეორე ოჯახია. აქ იწყება მათი დღე. მათთვის ესაა ადგილი, საიდან გამოსვლის შემდეგ, გაორმაგებული შემართებით იწყება პროფესიული და საოჯახო საქმეები. უყურებ მათ და ხვდები, რომ როცა გაქვს სურვილი და მონდომება, შეუძლებელი არაფერია...

გვანცა სალაყაია

2019 წლიდან მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი World class-ის დიდი ოჯახის წევრი. მსოფლიო ბრენდია და მის შესახებ ბევრჯერ მქონდა გაგონილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ აქ მხვდებიან მაღალკვალიფიციური პირადი მწვრთნელები, რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვარჯიშს ვუთმობ კვირაში 5 დღეს. 3 დღე ვაკეთებ ფუნქციონალურ ვარჯიშებს, 2 დღე კი - კარდიოს, კონკრეტულად, ბოქსს.

ვთვლი, რომ ადამიანი ვერ იქნება მუდამ მოტივირებული. ამიტომ, მუდამ დისციპლინირებული უნდა იყო. მე ამას ვახერხებ, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა. მიხარია დილით გაღვიძება, რადგან ვიცი, რომ ყოველი დღე აქტიური და დატვირთული მაქვს. მყავს 3 შვილი. ვცდილობ და ვახერხებ საკმარისი დრო დავუთმო პატარას, რომელიც 7 წლისაა. მასთან გატარებული ყოველი წუთი დიდი სიამოვნებაა. ვუძღვები საკუთარ ბიზნესს, რომელიც ცოტა ხნის წინ წამოვიწყე. ვარ სამზარეულოს აქსესუარების შვედური ბრენდის, Duka Georgia-ს წარმომადგენელი საქართველოში.

მიმაჩნია, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს დროის სწორად განაწილება და ყველაფერს მოასწრებს. პირადად მე, რაც უფრო დატვირთული დღე მაქვს, მით უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, ამაში სპორტი ძალიან მეხმარება, მაძლევს მოტივაციას რომ ყოველი დილა ჯანსაღად და აქტიურად დავიწყო.

ელენე გოგავა

"ვორლდკლასის" წევრი ვარ მისი გახსნის დღიდან. ჩემი მეორე სახლივით არის აქაურობა და ყველა, ვინც გუნდის წევრია, მეორე ოჯახია. იმ პოზიტიურ ენერგეტიკას რაც იქ ტრიალებს და იმას, რომ ორმაგად მიხარია დარბაზში მისვლა, სწორედ ხალხი განაპირობებს. ჩემთვის სპორტდარბაზი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მიხვალ და მექანიკურად ავარჯიშებ სხეულს. ეს არის ადგილი, რომელმაც პოზიტიური ენერგიით უნდა დამმუხტოს. ადგილი, სადაც სინათლეა, მზის სხივები და არა უფანჯრო სივრცე ბევრი რკინის ტრენაჟორით. წელიწადში, დაახლოებით, 2 თვე მაქვს, როცა საერთოდ არ ვვარჯიშობ. დანარჩენი პერიოდი სტაბილურად, კვირაში 5-6 დღეს, მინიმუმ 1 საათს, დარბაზში ვატარებ. ძალოსნურ ვარჯიშებს, რომელიც კუნთის ზრდაზე და ფორმირებაზეა ორიენტირებული, ვაკეთებ

4-ჯერ კვირაში. დანარჩენი დღეები - მხოლოდ კარდიოს.

ვარჯიში არის ჩემი ჯანსაღი ნარკოტიკი, რომელზეც ვარ დამოკიდებული. ვიცი ვერასდროს დავანებებ თავს. გარდა იმისა, რომ სიამოვნებაა ხედავდე ვიზუალურ შედეგს, ასევე, ვარჯიში პირადად მე მაბედნიერებს, ენერგიით მავსებს. პარადოქსულია, მაგრამ რაც მეტად ვიხარჯები ვარჯიშის დროს, შემდგომ, დღის მანძილზე, მეტი ენერგია მაქვს.

ხშირად მეკითხებიან თუ როგორ ვასწრებ ამდენ რამეს ერთად. 3 შვილი, პლიუს საქმე, ვარჯიში, გართობაც და მეგობრებიც. პირადად მე, შეგრძნება მაქვს რომ რაც მეტი რამით ვარ დაკავებული, მით უფრო მეტს ვასწრებ. მიყვარს დღის ბოლოს, როცა ბავშვებს ვაძინებ, დაღლილობის ის შეგრძნება, რომელიც მაქვს ხოლმე. სასიამოვნოა, როცა დღეს თვალს ავლებ და ხვდები, რომ ნაყოფიერი იყო. ჩემი დილა ყოველთვის 7 საათზე იწყება. ყველაზე მეტად მიყვარს დილის პერიოდი, დღის პირველი ნახევარი, როცა ჯერ ნახევარი დღეც არ გასულა, მე კი ყველაფერი მოვასწარი. ვისაუზმეთ ერთად, ბავშვები სკოლაში გავუშვი, ვივარჯიშე და ლანჩიც მივირთვი, დღე კი ისევ წინ არის. არც თუ ისე დიდი ხანია Makeup-მა გამიტაცა. ჯერ ჰობის დონეზე, შემდეგ კი, პროფესიად და ჩემს აქტიურ საქმედ ვაქციე. ვმუშაობ ერთ ბიჭთან, ვიდეოგრაფთან, ჯაბა ახოიშვილთან. საკმაოდ კარგი ტანდემი გვაქვს და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ბოლო ერთ წელიწადში. ასევე, ვცდილობ ჩემს ბავშვობის პროფესიას, მოდელობასაც არ მოვწყდე ბოლომდე და ამ კუთხითაც ვიაქტიურო. ამ ყველაფერთან ერთად, ვსწავლობ კინოს გრიმს - პერსონაჟების გარდასახვა და ჯადოქრობები. ეს ის ადგილია, სადაც ჩემს თავს ვხედავ. სამომავლოდ ვგეგმავ ამერიკაში წასვლას და სწავლის იქ გაგრძელებას. აი, ამ ყველაფერს ვასწრებ და მეტსაც. ჩემი არასტაბილური სამუშაო გრაფიკის გამო, ვცდილობ დავაბალანსო და კვირაში 3 დღეს სრულად ვუთმობ მხოლოდ ბავშვებს და დილით ვარჯიშის მერე, მთელს დღეს ერთად ვატარებთ. ვცდილობ არ იყოს ეს დღეები ბანალური და ჩვეულებრივი. ხშირად ვაწყობთ პიკნიკებს ქალაქგარეთ და ბუნებაში ვსეირნობთ. ასე რომ, მთავარია სურვილი და მონდომება, დროის სწორი მენეჯმენტი და ყველაფრის მოსწრება შეიძლება.

აურიკა ოტაევა

საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კიევში ვცხოვრობდი და ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობდი, ვიცოდი რომ დადგებოდა დღე, როცა თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდოდი და აი, უკვე თითქმის 8 წელია, რაც აქ ვცხოვრობ.
მახსოვს, წლების წინ, ლისზე World class-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამ გუნდმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და დარბაზის გახსნას განსაკუთრებით ველოდებოდი. დღესდღეობით აქ, კვირის გარდა, ყოველდღე დავდივარ. მონაცვლეობით ვაკეთებ კარდიო და ძალისმიერ ვარჯიშებს.
თბილისში შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რადგან ჩემი და ჩემი ძმის ბიზნესი უკრაიანაშია. თუმცა, აქაც ვამზადებ ახალ პროექტს, მაგრამ ეს ჯერ საიდუმლოა. პირველ რიგში მე, როგორც დედა, მაგალითი ვარ ჩემი შვილებისთვის. მყავს ორი შვილი - ბიჭი 7 წლის და გოგო 3-ის. ბავშვებთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებ. განსაკუთრებით ჩემს ბიჭთან ერთად, რადგან გოგოს ჯერ ძიძა ჰყავს. მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემსაში, სპორტს დიდი ადგილი უჭირავს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მიღწევებით მათთან ერთად ვიბედნიერო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოძრაობა, აქტიურად ყოფნა, რადგან სწორედ მოძრაობაშია დიდი ძალა და ენერგია.

მანიკა ასათიანი

World class ჩემი მეორე ოჯახი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რაც ამ ოჯახის წევრი ვარ, ბევრად უფრო მომწონს საკუთარი თავი, ბევრად უფრო პროდუქტიული და მოტივირებული ვარ, მეტი სტიმული მაქვს. სულ მინდა ყველას ვუთხრა რამდენად დიდი მნიშვნლობა აქვს, რომ ვარჯიში დაიწყოს დღესვე. პირველი ნაბიჯია რთული. ყოველი შემდეგი დღე კი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიზუალურად შესამჩნევი პროგრესის გარდა, სხვაგვარად თავდაჯერებული ხარ და ცხოვრების ხალისიც უფრო მეტია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იწყებ ვარჯიშს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ World class-ში ყველაზე პოზიტიური და ჯანსაღი აურაა. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ამავდროულად, ბოლომდე იხარჯებიან შედეგის მისაღწევად. World class-ის ამბასადორობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. თავიდან, კვირაში 2 დღე ვვარჯიშობდი, სანამ ორგანიზმი მიეჩვეოდა. ბოლომდე ვენდობოდი მწვრთნელს. დღეს უკვე, თითქმის ყველა ტიპის ვარჯიშს ვაკეთებ - იქნება ეს კარდიო, წონებით ვარჯიში, ბოქსი თუ სხვა.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ცოტათი ურეჟიმო ცხოვრება მაქვს. ხანდახან წინასწარ ვერ ვგეგმავ ხოლმე გადაღებებს. თუმცა, მომწონს ეს მრავალფეროვნება. ჩემი მთავარი პროფესია მაინც, დედობაა. ისე ვანაწილებ დროს, რომ გიოს არ აკლდეს დედის ყურადღება. რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით ნაკლები დრო მაქვს, მაგრამ აუცილებლად ვაბალანსებ. სპორტი გიოსთვისაც მნიშვნელოვანია. ფეხბურთზე დადის და განსაკუთრებით მოსწონს, როცა მის საგულშემატკივროდ მივდივართ ხოლმე. ვფიქრობ, რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი გქონდეს, მთავარია მონდომება, სურვილი და აუცილებლად შეძლებ დრო და ყურადღება არ მოაკლო არც ოჯხს და არც შენს საქმიანობას.


ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა