სოფოს პერიფრაზი "სითიში"

ჩემი პირველი
ალბომი
"სითიში" ეს შენი პირველი ყდაა. მომიყევი გადაღების დღეზე, როგორ დაიწყო დილა?
შენი ჩაცმის სტილი
კლასიკა თუ სპორტი
ფერები
დილა თუ საღამო?
ზაფხული თუ ზამთარი?
მთა თუ ზღვა?
საფრანგეთი თუ იტალია?
მხოლოდ ქართული...
თითქოს ჰორიზონტის ხაზია...
რომელია შენი საყვარელი ქუჩა თბილისში.
ჩემი ქუჩა მაინც ყველაზე საყვარელია. აივანზე რომ გავდივარ, მწვანე ხეივანი მაძლევს ბევრ ჟანგბადს. ოღონდ სახელი არ მომწონს - მოსკოვის გამზირი.
მანქანა თუ მოპედი?
ველოსიპედი
კიტ ჰარინგტონი თუ ბრედ პიტი?
არ ვიცი, სულერთია, ორივეს პატივს ვცემ.
ყავა თუ ჩაი?
ორივე
კაბა თუ შორტი?
კაბა
ფეხსაცმელი
ჩემი სამოთხეა კედები. ძალიან მომწონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ხუთ წუთში ფეხები მტკივდება. დღეს რამდენიმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, თუმცა ისეთი ზომის ქუსლი ჰქონდათ, საერთოდ არ შემაწუხა, კომფორტულია, თან ძალიან დახვეწილი.
რომელი სიმღერა შეესაბამება ყველაზე მეტად შენს ცხოვრებას?
ეს ისეთი სიმღერა უნდა იყოს, სადაც ბევრი კონტრასტია. ბევრი რამ ბევრჯერ იცვლება, თუნდაც ინსტრუმენტების შემოსვლა... შეიძლება იყოს ელექტრონულის ნაზავი ორკესტრთან. მიჭირს კონკრეტული სიმღერის გახსენება, მაგრამ ეს სიმღერა აუცილებლად იქნება ბევრი მიქსით იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ძალიან ცვალებადი. ჩემი ცხოვრებაც ეგეთია, ხან ალთას ვარ, ხან ბალთას...
და მაინც, შენს აქამდე განვლილ ცხოვრებას, შენ მიერ ნამღერ რომელ სიმღერას დაადებდი ფონად?
რთულია თქვა რომ ის სიმღერა, რომელიც თავის დროზე კონკრეტული მომღერლისა თუ მომღერლებისთვის შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაზე ფონად დასადები სიმღერაა. ცოტ-ცოტას ამოვჭრდი სხვადასხვა სიმღერიდან, ავრევდი იმიტომ, რომ ეგ არი.. ეგ არი ჩემი ცხოვრება...
ტექტსი: ანა არაბიძე
ერთი ჩვეულებრივი დღეა. მოწყენილი ვარ...
მშობლები მეკითხებიან, რა არის ჩემი მოწყენილობის მიზეზი და რა
გააკეთონ იმისთვის, რომ ხასიათზე მოვიდე. უნდა დავიწყო სახსრების და
იდეების შეგროვება ალბომის გასაკეთებლად, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს თუ
მიშველის-მეთქი.
...იმ პერიოდში მეგონა, რომ ჩემ გარშემო
ყველაფერი გაიყინა და განვითარებას ვეღარ შევძლებდი. ძალიან უცნაურია,
მაგრამ ზუსტად იმ საღამოს მირეკავს ზაზა შენგელია, "ბრავო რექორდსის"
პრეზიდენტი და მეუბნება, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემი
ალბომის დაფინანსება სურს და ეს სადებიუტო ალბომი "ბრავო რექორდსში"
უნდა ჩაიწეროს. ასეთი უცნაური დამთხვევა არასდროს მქონია. მახსოვს,
მთელი საღამო ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო ეს ალბომი... ისეთი
გამოვიდა, რომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ეს იმ მუსიკოსების
დამსახურებაა, რომლებმაც ალბომის ჩაწერაში წვლილი შეიტანეს - ზვიად
ბოლქვაძე, ბენდი "ნიუტონი" და სხვა. რომ არა "ბრავო რექორდსი", არ
ვიცი კიდევ რამდენი წელი ვერ ჩავწერდი ამ ალბომს. "ბრავო რექორდსი"
არის გარანტი იმისა, რომ პროდუქტი, რომლის შექმნაც გინდა, იქნება
ძალიან ხარისხიანი.

"სითიში" ეს შენი პირველი ყდაა. მომიყევი გადაღების დღეზე, როგორ დაიწყო დილა?
დილა დაიწყო მესიჯით - "რამდენ ხანში მოხვალ?".
ვაგვიანებდი... გამიკეთეს თმა ისე, როგორც არასდროს მქონია.
ბავშვობაში თოჯინა რომ მყავდა, იმისნაირი ვარცხნილობა მაქვს. შემდეგ
მაკიაჟი, განსხვავებული ფერებით: ვარდისფერი, ბრჭყვიალა, მეტი
ჰაილაითერი, მოვარდისფრო ტუჩი, ღია ფერები... ისეთი, როგორიც აქამდე
არ მიცდია... ეს იმიჯი ძალიან მომეწონა. თითქოს უფრო ნაზი გავხდი.
აღფრთოვანებული ვარ თითოეული კაბით, რომელიც დღეს მოვირგე. ძალიან
ნაზი და ლამაზი ფერებია.
საგრძნობლად გახდი
კი... 7-8 კილოგრამით.
შენი ჩაცმის სტილი
"ჩანჩურიზმის" მიმდევარი ვარ. ძალიან მიყვარს
თავისუფალი სტილი.
კლასიკა თუ სპორტი
ორივე
ფერები
ძალიან მიჭირს ერთი ფერის ამორჩევა. რა ფერსაც
კი აღიქვამს ჩემი თვალი, ყველაზე ვგიჟდები. ფერების ერთიანობაზე კი -
საერთოდ.

დილა თუ საღამო?
ორივე, შემოქმედებითად უფრო საღამო მირჩევნია,
უფრო მეტი "ჭიები" მოდიან თავში.
ზაფხული თუ ზამთარი?
ორივე. ზაფხულში მბეზრდება სიცხე და ზამთარი
მენატრება. ზამთარში პირიქით, ძალიან მცივა და ერთი სული მაქვს, როდის
მოვა ზაფხული.
მთა თუ ზღვა?
უფრო მეტი დრო მთაში მაქვს გატარებული. თუმცა,
ძალიან მიყვარს ზღვაზე სეირნობა. უფრო მეტად, ვიდრე რუჯის მიღება.
ფიქრისთვის არის ყველაზე კარგი ადგილი, თითქოს იწმინდები და ახალი
ენერგიით ივსები.
საფრანგეთი თუ იტალია?
იტალიაში არ ვარ ნამყოფი. საფრანგეთს 1000%-ით
ჩემი ხმა.
მხოლოდ ქართული...
თითქოს ჰორიზონტის ხაზია...
რომელია შენი საყვარელი ქუჩა თბილისში.
ჩემი ქუჩა მაინც ყველაზე საყვარელია. აივანზე რომ გავდივარ, მწვანე ხეივანი მაძლევს ბევრ ჟანგბადს. ოღონდ სახელი არ მომწონს - მოსკოვის გამზირი.
მანქანა თუ მოპედი?
ველოსიპედი

კიტ ჰარინგტონი თუ ბრედ პიტი?
არ ვიცი, სულერთია, ორივეს პატივს ვცემ.
ყავა თუ ჩაი?
ორივე
კაბა თუ შორტი?
კაბა
ფეხსაცმელი
ჩემი სამოთხეა კედები. ძალიან მომწონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ხუთ წუთში ფეხები მტკივდება. დღეს რამდენიმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, თუმცა ისეთი ზომის ქუსლი ჰქონდათ, საერთოდ არ შემაწუხა, კომფორტულია, თან ძალიან დახვეწილი.
რომელი სიმღერა შეესაბამება ყველაზე მეტად შენს ცხოვრებას?
ეს ისეთი სიმღერა უნდა იყოს, სადაც ბევრი კონტრასტია. ბევრი რამ ბევრჯერ იცვლება, თუნდაც ინსტრუმენტების შემოსვლა... შეიძლება იყოს ელექტრონულის ნაზავი ორკესტრთან. მიჭირს კონკრეტული სიმღერის გახსენება, მაგრამ ეს სიმღერა აუცილებლად იქნება ბევრი მიქსით იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ძალიან ცვალებადი. ჩემი ცხოვრებაც ეგეთია, ხან ალთას ვარ, ხან ბალთას...
და მაინც, შენს აქამდე განვლილ ცხოვრებას, შენ მიერ ნამღერ რომელ სიმღერას დაადებდი ფონად?
რთულია თქვა რომ ის სიმღერა, რომელიც თავის დროზე კონკრეტული მომღერლისა თუ მომღერლებისთვის შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაზე ფონად დასადები სიმღერაა. ცოტ-ცოტას ამოვჭრდი სხვადასხვა სიმღერიდან, ავრევდი იმიტომ, რომ ეგ არი.. ეგ არი ჩემი ცხოვრება...

ტექტსი: ანა არაბიძე
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
ვარცხნილობა: ეკა ტაბატაძე
მაკიაჟი: თაკო კოპაძე
სტილი: მაშო ნასყიდაშვილი
ფეხსაცმელი: STUDIO BY SHOES GALLERY
გადაღების ადგილი: კაფე "ლანვილი"
ვარცხნილობა: ეკა ტაბატაძე
მაკიაჟი: თაკო კოპაძე
სტილი: მაშო ნასყიდაშვილი
ფეხსაცმელი: STUDIO BY SHOES GALLERY
გადაღების ადგილი: კაფე "ლანვილი"