City მთავარი თემა
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
მუსიკოსი და მსახიობი ზაზა ჭინჭარაული ჯეისონ სტეტჰემს ნამდვილად რომ ჰგავს, ამას არავინ უარყოფს. თავად კი ამბობს, რომ მსოფლიო ვარსკვლავთან მსგავსებას ხასიათის შტრიხებში უფრო ხედავს- ჯეისონივით არც მას უყვარს ბევრი საუბარი.  ამ მსგავსებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ახალგაზრდა მსახიობს საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს. ყველაფერი სრულიად შემთხვევით, ერთი გადაღებიდან დაიწყო. სხვა დანარჩენს თავად გიამბობთ.



რა რეაქცია გაქვთ, როდესაც ჯეისონ სტეტჰემს გამსგავსებენ და თქვენ რას იტყვით ამ მსგავსებაზე?


ჩვეულებრივი რეაქცია მაქვს, მიჩვეული ვარ.  მართლა არ მიძებნია მსგავსება. ალბათ, ამას უცხო თვალი უფრო ამჩნევს. მსგავსება ხასიათში უფროა, მეც არ მიყვარს ბევრი საუბარი.




გვიამბეთ თქვენს შესახებ, ამჟამად რითი ხართ დაკავებული?


მუსიკოსი ვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში პაუზა მქონდა, რადგან ერეთ-ერთი კინოპროექტით ვიყავი დაკავებული. ახლა სიმღერისთვისაც მოვიცლი, თან ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს.


როგორ აღმოგაჩინეს, როგორც მსახიობი?


შემთხვევით აღმოვჩნდი კინოტესტის გადაღებაზე,  სადაც მსახიობი არ მოვიდა და მთხოვეს მე შემსრულებინა, მოეწონათ. შემდეგ აღმოვჩნდი სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში და იყო სხვადასხვა სახის პროექტები.




"შინდისის" პროექტზე რას გვეტყვით, რა მოგცათ ამ პროექტმა...

"შინდისი" დიდი პროექტი იყო, რის გამოც  ორკვირიანი სამხედრო მომზადება გავიარეთ. შემდეგ იყო გადაღებები. დიდი გამოცდილება მომცა არა მარტო ამ პროექტმა, ზოგადად ნებისმიერი სახის პროექტში რაღაცას ვსწავლობ. ვიმუშავე პროფესიონალ ადამიანებთან, რეჟისორ დიტო ცინცაძესთან, მსახიობ გოგა პიპინაშვილთან და დათო ბახტაძესთან.  ძალიან მაგარი ჯგუფი იყო. 


არჩევანის წინაშე რომ დადგეთ სამსახიობო კარიერას აირჩევთ თუ სიმღერას?

სამსახიობო კარიერას, აუცილებლად. სიმღერით ყოველთვის იმღერებ. 




თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

მომავალ წელს  სამსახიობო კურსების სწავლების გასავლელად საქართველოდან წასვლას ვაპირებ. მინდა რომ, ამ სფეროში მეტად განვვითარდე. 


აპირებთ კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას თუ დაბრუნდებით საქართველოში?


სამუდამოდ წასვლას არ ვაპირებ, რადგან საქართველოშიც ბევრი კარგი უცხოური პროექტი კეთდება. 
Print