ახალი ამბები
როგორ მოვემზადოთ გრძელვადიანი დიეტისთვის? ექიმ-ნუტრიციოლოგის ნატა გაგუას რჩევები
იმისათვის, რომ დავიწყოთ გრძელვადიანი, ჯანმრთელი დიეტა, უმჯობესია შევამზადოთ ჩვენი ორგანიზმი. დიეტის წინა პერიოდი შეიძლება 2, ან 3 კვირა გაგრძელდეს! პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯანმრთელობა. თუკი არ გვაქვს არანაირი ჩივილი, მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ სამზადისი გრძელვადიანი დიეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მივმართოთ ან ოჯახის ექიმს, ან თერაპევტს, გავიკეთოთ შესაბამისი ანალიზები და გავიგოთ, ესეც ხომ არ უწყობს ხელს ჭარბწონიანობას. 


1. შევადგინოთ კვების დღიური
შეავსეთ კვების დღიური, დაწვრილებით ჩაწერეთ, თუ რა მიირთვით გასული ორი დღის განმავლობაში. საკუთარი კვების ანალიზი გააკეთეთ. ამ დროს ადამიანი არ ცვლის დღის რაციონს, მაგრამ წერს ყველაფერს, რაც მიიღო მისმა ორგანიზმმა ამ ორი დღის განმავლობაში, იქნება ეს ყავის თუ ჩაის ოდენობა, ან ხილის წვენი. ამ რევიზიის შედეგად ჭარბწონიანი ადამიანი ნათლად ხვდება, თუ რაშია მისი მთავარი პრობლემა.  


2. მაცივარში არსებული საკვების რევიზია და ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება
გამოაღეთ თქვენი მაცივარი და ნახეთ, რა საკვები პროდუქტებია. თუკი ხედავთ, რომ არ გაქვთ ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტები და ძირითადად სჭარბობს მაღალკალორიული საკვები, ჩამოწერეთ სია, რა გჭირდებათ, დავუშვათ ხილი, ბოსტნეული, კვერცხი, ყველი, ხორცი. პირველ ეტაპზე, არ არის აუცილებელი, რომ ამოვიღოთ ყურძენი, ბანანი, თაფლი, შავი შოკოლადი, ანუ შედარებით მაღალკალორიული პროდუქტები. მთავარია, რომ ყველაფერი ნატურალური იყოს. თუ პური გიყვართ, შეგიძლიათ შეიძინოთ უსაფუარო. არ არის აუცილებელი, ეს იყოს მხოლოდ შავი პური. უმჯობესია, რომ უსაფუარო პური წინა დღის იყოს, ან გახუხული. ამოვიღოთ რაციონიდან ცომეულობა.


3. წყალი, როგორც ჯანმრთელი ორგანიზმის მთავარი დამხმარე ძალა
ცალსახად, ექიმები შევთანხმდით, რომ წყალი სჭირდება ორგანიზმს მთელი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ წყლის მიღების გაზრდას დაემთხვეს რაციონში მარილის შემცირება. თუკი არ გავაკონტროლეთ დღის განმავლობაში მიღებული მარილის ოდენობა, მაშინ წყალი, დიდი ალბათობით, შეკავდება ორგანიზმში. გვახსოვდეს, რომ წყლის მიღება არის აუცილებელი, ის არის ჩვენი სტრატეგიული სითხე დიეტის დროს, მაგრამ აუცილებლად შეზღუდული მარილის ფონზე. მარილი დიდი რაოდენობით შედის მაიონეზში, კეტჩუპში, ტყემალში და ყველა ფარული მარილის შემცველ პროდუქტში (ძეხვი, სოსისი და ა.შ). წყალი უნდა მივიღოთ კვებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და კვებიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ. საშუალოდ, დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე. მასში არ შედის ყავა და ჩაი.


4. კალორიების დათვლას ვიწყებთ?
პირველ, დიეტისწინა სამზადისის ეტაპზე, არ ვითვლით კალორიებს. ამის ნაცვლად, გადავდივართ მინიმუმ სამჯერად კვებაზე. თანაბრად ვანაწილებთ კვებებს შორის შუალედებს. ინტერვალები უნდა იყოს მინიმუმ 2-საათიანი და მაქსიმუმ 4-საათიანი. შუალედებში შესაძლებელია 2-ჯერ წახემსება: საუზმის შემდეგ ხილი და სადილის შემდეგ რძის ნაწარმი, შავი შოკოლადი, ყავა, ჩაი. სასურველია, რომ ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე მინიმუმ 12 საათი და მაქსიმუმ 14 საათი იყოს გასული (თუკი არ გვაქვს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პათოლოგია, ისეთი, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და სხვა). წონაში დაკლების მსურველთათვის უკეთესი იქნება, თუ ყველაზე კალორიულ კერძებს მიიღებენ დღის პირველ ნახევარში. ვახშამი უნდა იყოს შერჩეული განსაკუთრებულად ჯანსაღი პროდუქტებისგან, როგორიცაა: თევზი, ხორცი, ან რძის ნაწარმი, კვერცხი და ბოსტნეული. პირველი სამი კვირა შეგვიძლია მხოლოდ ამ რეჟიმით დავიკლოთ რამდენიმე კილოგრამი.  



5. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა
არ არის აუცილებელი, თავიდანვე დავიტვირთოთ თავი ძლიერი ვარჯიშებით. შეგიძლიათ ყოველდღიურად გაზარდოთ ფეხით სიარულის დრო. კარგი იქნება, თუ ვახშმიდან დაძინებამდე 4 საათი მაინც იქნება ინტერვალი და ეს 3-4 საათი არ იქნება ინერტული.  


6. სამზარეულოს ინვენტარის რევიზია
აუცილებლად გადავხედოთ სამზარეულოს ინვენტარს, გვაქვს თუ არა სახლში ქვაბი, ტაფა, ელექტრონული ღუმელი, ელექტრონული სასწორი, კონტეინერი, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება დიეტური საკვების უცხიმოდ მოსამზადებლად, ან სატარებლად. თუ არ გვაქვს, აუცილებლად შევიძინოთ.



7. ჯანსაღი სალათები თუ სწრაფი კვება
დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ჩვენს მარკეტებში, ვიდრე ადრე. უმაიონეზო მზა სალათები, გახეხილი ბოსტნეული თითქმის ყველა დიდ სასურსათო მაღაზიაში იყიდება. თუკი არ ხართ ძალიან დაკავებული და თავად შეგიძლიათ ცოტა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ისწავლეთ ჯანსაღი სალათების მომზადება და მიირთვით. ნუ გამოიყენებთ მაიონეზს, მისი ჩანაცვლება ზეითუნის ზეთით, ან ნატურალური იოგურტით არის შესაძლებელი, რაც თქვენს კერძს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს გახდის. მაგრამ, ამასთანავე, მინდა შევახსენო მკითხველს, რომ ერთბაშად დაბალკალორიულ და ერთფეროვან საკვებზე გადასვლა მავნეა ორგანიზმისთვის. სჯობს, ეტაპობრივად შევზღუდოთ კვების რაციონი და დაბალკალორიულ პროდუქტებზე გადავიდეთ.



8. სასუსნავი ძალიან დაკავებულებისთვის
თუკი შაქრიანი დიაბეტი, ან რაიმე განსაკუთრებული დაავადებები არ გაქვთ, მთელი დღის მანძილზე ვერ ახერხებთ ჯანსაღი კერძების მიღებას და, ამასთანავე, დიეტისწინა სამზადისში ხართ, გარეთ გასვლისას თან იქონიეთ ჩირი, შავი შოკოლადი, თხილი, სეზონური ხილი, ან ჩურჩხელა და მიირთვით. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს პროდუქტები მაღალკალორიულია და მათი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. ეცადეთ, მიირთვათ საკვები ნელა, არ იჩქაროთ, რადგან სწრაფი კვების შემთხვევაში ვერ გააკონტროლებთ რაოდენობას.



9. დიეტა და ხელშეწყობა
როდესაც ოჯახის ერთი წევრი დიეტას იწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია, დანარჩენებმა გამოიჩინონ მის მიმართ თანადგომა. არ არის აუცილებელი, ყველამ აიკრძალოს ჭამა, მაგრამ, თუ არ იცით, როგორ დაეხმაროთ ამ დროს, არ გააღიზიანოთ, არ მიართვათ ისეთი საჭმელი, რომელიც მის რაციონში სასურველი არ არის. არ შეიცოდოთ, რადგან დიეტაზეა. საერთოდ, დიეტის თემაზე ნაკლებად ელაპარაკეთ. დიეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმი იყოს დაცული, თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ მას, რომ დაწოლის დროა და შესთავაზოთ ერთად ფეხით გასეირნება. თუკი ხედავთ, რომ დიეტას არღვევს, ნუ იქნებით რადიკალურები და მკაცრები, უთხარით, რომ ხვალ გამოასწორებს. აჩვენეთ მას თქვენი თანადგომა.

ტექსტი: თეა ხოფერია 
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"ოქროს გლობუსის" რიგით 75-ე ცერემონიალი დასრულდა.
09:23 / 08.01.2018
Chopard

საყურე-18 კტ. ვარდისფერი ოქრო
საათი- 18კტ. ვარდისფერი ოქრო, სადაფის ციფერბლატი, ამეთვისტო
მზის სათვალე- ნახევრადძვირფასი ქვებით




Schoeffel

ბეჭედი-
18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი, ბრილიანტები
საყურე-
18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი
გულსაკიდი-
18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი, ბრილიანტები





Giovanni Ferraris

ბეჭედი - 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ყვითელი საფირი, ბრილიანტი
ბეჭედი- 18 კტ. ბარდისფერი ოქრო, ლალი, ბრილიანტი
საყურე- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ლალი, ბრილიანტი
გულსაკიდი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ბრილიანტი

Bovet

საათი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, სადაფის ციფერბლატი, ბრილიანტი







Chopard

საყურე- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, მოცურავე ბრილიანტი
სამაჯური- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, მოცურავე ბრილიანტი, სადაფი
საათი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ბრილიანტები
შარფი- აბრეშუმი
ჩანთა-ხბოს ტყავი
Chopard

საყურე-18 კტ. ვარდისფერი ოქრო
საათი- 18კტ. ვარდისფერი ოქრო, სადაფის ციფერბლატი, ამეთვისტო
მზის სათვალე- ნახევრადძვირფასი ქვებით




Schoeffel

ბეჭედი- 18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი, ბრილიანტები
საყურე- 18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი
გულსაკიდი- 18 კტ. თეთრი ოქრო, ტაიტიური მარგალიტი, ბრილიანტები





Giovanni Ferraris

ბეჭედი - 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ყვითელი საფირი, ბრილიანტი
ბეჭედი- 18 კტ. ბარდისფერი ოქრო, ლალი, ბრილიანტი
საყურე- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ლალი, ბრილიანტი
გულსაკიდი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ბრილიანტი

Bovet

საათი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, სადაფის ციფერბლატი, ბრილიანტი







Chopard

საყურე- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, მოცურავე ბრილიანტი
სამაჯური- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, მოცურავე ბრილიანტი, სადაფი
საათი- 18 კტ. ვარდისფერი ოქრო, ბრილიანტები
შარფი- აბრეშუმი
ჩანთა-ხბოს ტყავი





09:35 / 26.12.2017

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
2018 წლის "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები
"ოქროს გლობუსის" რიგით 75-ე ცერემონიალი დასრულდა.
09:23 / 08.01.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1058
TRY
TRY
1
0.6657
USD
USD
1
2.5451
ამინდი
ბორჯომი -5 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა