21 ივნისს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება.
ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული
რედაქცია თავად პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს
ეკუთვნის. სპექტაკლში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის
წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის
ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი
იცეკვებენ.
მთავარ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები
- ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა,
იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი
და დავით ანანელი შეასრულებენ. პროგრამის ფარგლებში,
21 ივნისის პრემიერის შემდეგ, „ლაურენსიას“ მაყურებელი
კიდევ ორჯერ : 23 და 25
ივნისს იხილავს.
Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,
|