ახალი ამბები
BOYCOTT Dolce & Gabbana - კომპანიის ცინიკური პასუხი მის კრიტიკოსებს











მას შემდეგ, რაც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი საზოგადოების წინაშე  Dolce & Gabbana-ს 51. 500 დოლარად შეფასებულ ჭრელ, ყვავილებიან ქურთუქში წარსდგა, ბრენდი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.


სოციალურ ქსელში მის მიმართ არაერთი ნეგატიური კამპანია გავრცელდა. ადამიანები პროდუქციას მაღალი ღირებულებისა და ე.წ. სნობიზმის გამო აკრიტიკებდნენ. შეიქმნა ახალი "ჰეშთეგიც" - "ბოიკოტი Dolce & Gabbana"-ს, რომელსაც უამრავი ე.წ. ფოლოუერი გამოუჩნდა. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კომპანიის მარკეტოლოგებმა, ეს ფაქტი მათ სასარგებლოდ გამოიყენეს.

 

დიზაინრებმა ახალი მაისური შექმნეს, რომელსაც სწორდ ეს ჰეშთგი ამშვენებს: "BOYCOTT Dolce & Gabbana". მაისური განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. ამჟამად, მისი შეძენა მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: dolcegabbana.com. "ბრენდი ორივე შემთხვევაში მოგებულია. მაშინაც თუ მაისურს მის მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები შეიძენენ და მაშინაც, თუ მას ნეგატიურად განწყობილი ადამიანები შეიძენენ, რადგან ახლა, ასეთების რაოდენობა გაცილებით მეტია",- აცხადებენ მარკეტოლოგები.
მაისურის ღირებულება 245 დოლარს შეადგენს.


Print