ახალი ამბები
22 ივნისს თინი თევდორაძის და სალომე ოსაძის გამოფენა გაიმართება

22 ივნისს,  19:00 საათზე საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თვითნასწავლი დიზაინერის და მისი ქალიშვილის, 8 წლის სალომე ოსაძის გამოფენა "კვალზე" გაიმართება.


"ჭრელი გამოფენა გამოგვივა - გამოვფენთ ნახატებს, ფოტოებს, ტყავის, მინის, პლასტილინის და თიხის ნაკეთობებს.  გვაქვს ერთობლივი ნამუშევრებიც. მაგალითად, როდესაცა იდეა სალომეს ეკუთვნის, ნაკეთობა კი ჩემია. გვაქვს  ჩანთები და კაბა, რომელიც მე შევკერე და სალომემ მოხატა. წლების განმავლობაში რამდენიმე პერსონალური გამოფენა გამიმართავს. სალოს ნამუშევრების  პირველი პერსონალური გამოფენა კი 2 წლის წინ თავისივე სკოლაში გაიმართა. აქვე ვიტყოდი რომ ბავშვის რამდენიმე ჩანთის იდეაც მას ეკუთვნის, რომელიც მე ტყავში გავაცოცხლე. ასე გაჩნდა სამოსის იდეაც. მაშინვე შევკერე რამდენიმე თეთრი კაბა, რომელიც სალომ თავისი ხელით მოხატა და შემდეგ ეს კაბები და ჩანთები პატარა მოდელებს მოვარგეთ და ფოტოებიც გადავუღეთ. გამოფენაზე ეს ფოტოებიც გვექნება წარმოდგენილი.


ჩვენი ნამუშევრების დასათვალიერებლად სულით და გულით ვეპატიჟებით ყველას. რა თქმა უნდა, მყავს გამორჩეული სტუმრებიც, რომლებიც ერთგვარი თილისმასავით არიან ჩემთვის, ყოველ გამოფენაზე მათი გამოჩენა სიმშვიდეს მანიჭებს და სიამაყით მავსებს. წლების წინ ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენას ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი,  ბატონი ვაჟა აზარაშვილი დაესწრო პოეტ მეუღლესთან, მანანა დანგაძესთან ერთად. ასევე პოეტი ნანა ცინცაძე, რომელიც პეროფესიით ჩემი კოლეგაა და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ექიმებს ხელოვნებაში განსაკუთრებული ხედვა აქვთ. წელსაც გულისფანცქალით ველოდები მათ შეფასებებს ჩემი და ჩემი ქალიშვილის ნამუშევრების გამოფენაზე",-ამბობს თინა.












Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა