ახალი ამბები
La Boheme - სტუმრად მაესტრო ენზოსთან
ალბათ, ყველას გვქონია ის მომენტი, როდესაც მეგობრებთან ერთად რაიმე განსაკუთრებულისა და უცხოს დაგემოვნება მოგვნდომებია, შემდეგ კი _ გართობა, კოქტეილი, გემოვნებიანი მუსიკა... და ამ ყველაფრის ძებნაში არაერთი ადგილი შემოგვივლია. მომავალში შორს წასვლა არ მოგიწევთ _ შუაგულ თბილისში, აბაშიძის 34-ში მდებარე La Boheme, ამ განსხვავებულ მოთხოვნებს ერთ სივრცეში პასუხობს. პირველ სართულზე კოქტეილბარი და DJ-ია, მეორე სართულზე კი _ შედარებით მყუდრო, ტრადიციული გარემო დაუვიწყარი ვახშმისათვის. მთავარი და განსაკუთრებული კი აქ კერძებია, რომლებსაც იტალიელი შეფმზარეული ენზო ნერი ქმნის. ეს არის ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს სრულიად განსხვავებული და უცხო გემო იტალიური აქცენტით.

`ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც დახარჯავენ შენზე მეტ ფულს, იქნებიან შენზე უკეთესები, ექნებათ უფრო დიდი სივრცე, მაგრამ ჩვენს ადგილს ყველაზე მეტად ის ხალხი გამოარჩევს, ვინც აქ მუშაობს და სტუმრად მოდის. გვსურს, La Boheme ბევრისთვის საყვარელი ადგილი გახდეს.~ _ ამბობს ედგარ ჰაიდერი, La Boheme-ის დირექტორი.

ამბის თხრობას საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულ შეფ მზარეულს, ენზო ნერის ვთხოვთ. ენზო La Boheme-ის სიამაყე და მთავარი ვარსკვლავია!

ენზო ნერი, შეფმზარეული

მოგვიყევით თქვენი პროფესიის შესახებ;

დავიბადე და გავიზარდე იტალიაში. დავამთავრე სამეცნიერო ინჟინერია, თუმცა ეს არ იყო ჩემი მოწოდება, 29 წლის ასაკში შევიცვალე პროფესია და დავიწყე კულინარიის შესწავლა.

ჩემი ფილოსოფია არის კულტურა, ოცნება, თამაში და ავანგარდი. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს ჩემი სამზარეულოს ზუსტი მეცნიერება, უფრო სწორი იქნება ვთქვა, რომ ეს არის რაღაც, რაც მე მმართავს. ჩემი მოტივაცია არის ხელოვნება, მუსიკა, ისტორია და კულტურა. თბილისი კი სავსეა კულტურით. ეს არის შეფის ძირითადი ინგრედიენტი.

კულინარია ჩემი მოწოდებაა. უნდა იცოდე, საიდან მოდის ჩვენი საკვები, რატომ გაკეთდა არჩევანი ამა თუ იმ კერძში კონკრეტულ ინგრედიენტზე, რატომ იკვებებოდნენ ჩვენი წინაპრები ასე. ეს იგივეა, ისწავლო ციფრები და მათემატიკა, შემდეგ კი შეძლო თეორიების დამტკიცება.

საიდან გაჩნდა La Boheme-ის თბილისში გახსნის იდეა?

თუ დავფიქრდებით, La Boheme დაიბადა სასიყვარულო ისტორიიდან. ელი ჰაიდერი, რომელიც რესტორნის ძირითადი დამფუძნებელია, ჩამოვიდა თბილისში, რომ ცოლად შეერთო თავისი ცხოვრების სიყვარული და მასთან ერთად აქ საცხოვრებლად დარჩენილიყო; La Boheme-ის ისტორიაც ამით დაიწყო. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის გამო მას მოულოდნელად მოუწია საქართველოს დატოვება. საქმის დასასრულებლად კი თბილისში მისი ძმა და მეგობრები ჩამოვიდნენ.
თქვენ როგორ აღმოჩნდით La Boheme-ში?

ეს საკმაოდ საინტერესო ამბავია. 2015 წელს პირველად ვიყავი საქართველოს სტუმარი და ამ სტუმრობამ დადებითად შოკირებული დამტოვა. მოვიხიბლე აქაური არაჩვეულებრივი ინგრედიენტებითა და ორგანული პროდუქტებით. საინტერესო ექსპერიმენტიც ჩავატარე, ხინკალი შოკოლადის დესერტად გარდავქმენი, რამაც დადებთ შეფასებებთან ერთად მცირე კრიტიკაც გამოიწვია, რომ ტრადიციული კერძი არ უნდა იყოს არატრადიციული. რაშიც ქართველებს ვეთანხმები, რადგან სამზარეულო ყოველთვის ასახავს ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას და ინდივიდუალურია. ამ ექსპერიმენტით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, განსაკუთრებით ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ექსპერტები.

რა არის La Boheme-ის ძირითადი კონცეფცია?

პირველ რიგში, ეს არის ცხოვრების სტილის გამომხატველი კონცეპტი. იყო La Boheme-ელი ნიშნავს, რომ გაქვს საკუთარი წესები და არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ყველაფერს გამორჩეულ, `საკაიფო~ ელფერს სძენს, ეს ჩვენი პატარა უტოპიაა, აქვე, აბაშიძეზე.

ჩვენს სივრცეში დაუკრავს DJ, იქნება ცოცხალი მუსიკა. ასე რომ, ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოხვიდე, განიტვირთო და გაერთო.

ჩვენთან წარმოდგენილი კერძები არის ეკლექტური და მათ მოაქვთ სხვადასხვა გემო ხმელთაშუაზღვისპირეთიდან.

და მაინც, რა არის ყველაზე გამორჩეული La Boheme-ში?

არ მინდა კლიშესავით ჟღერდეს, მაგრამ La Boheme არის ხალხი. ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, და ხალხი რომელიც გვსტუმრობს. ჩვენ ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და სახსრებს ვხარჯავთ პერსონალზე და იმედი გავქვს, რომ ისინი იქნებიან ჩვენი ელჩები. გვჯერა, რომ ვართ იმდენად კარგი, რამდენადაც ჩვენი ბოლო კერძი ბოლო სტუმრისთვის. გაგიმხელთ, რამდენიმე `კოზირი~ მაქვს შემონახული, ვაპირებ La Boheme-ში კულინარიის მოწინავე ტექნიკა გამოვიყენო. თბილისი და, ზოგადად, საქართველო, დღითიდღე უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ვგრძნობ, რომ ეს არის განვითარებადი ბაზარი. ჩვენს ბიზნესში შესაფერის დროს საჭირო გადაწყვეტილების მიღება უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე ჩვენ ვგრძნობთ,რომ ეს არის სწორი მომენტი თბილისში ამ ბიზნესის წამოსაწყებად.

თქვენი გუნდის სამომავლო გეგმები;

წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარკებას მეორე რესტორნის გახსნისათვის. Italian Trattoria-ს გახსნას წლის ბოლომდე ვგეგმავთ. მესამე კი კლუბი იქნება, რომელსაც ბათუმში გავხსნით.

ბევრი ქართველისთვის მთავარი სიყვარული ყოველთვის ქართული სამზარეულო იქნება, თუმცა ასევე ბევრი ეძებს ახალსა და განსხვავებულს. იმედი გვაქვს, რომ La Boheme-ში ამ გემოს ღირსეულად წარდგენას შევძლებთ.

კვერცხი ბენედიქტი შებოლილი ორაგულით
ლევანდის პანა კოტა
მთვრალი მსხალი
ეშმაკის მარტინი
სალათი ცეზარი ზაატარი ქათმით
პიცა ბურატა
ბაკალაუ კროკეტი
ორაგულის სტეიკი
რვაფეხა გრილზე
შოკოლადის უფქვილო ფონდანტე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა