ახალი ამბები
SCANDAL - სკანდალური არომატი ჟან პოლ გოტიესგან
პარფიუმერულ სამყაროში ჟან პოლ გოტიე "სკანდალით" ბრუნდება. ბრენდი, 2017 წლამდე ლიმიტირებულ სუნამოებს ქმნიდა, ახლა კი მთავარი კონცეფცია იცვლება და იქმნება სრულიად განსხვავებული არომატიც პარფიუმის ნებისმიერი მოყვარულისთვის.

თავადაც სკანდალებით ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ამ სუნამოს უძღვნის ისეთ ქალებს, ვისაც ღამით უყვართ გართობა, ვინც დილამდე ცეკვაზე უარს არ ამბობს, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობებს და, რაც მთავარია, ვისაც არ ეშინია სკანდალში გახვევის. ეს არის არომატი ისეთი ქალისთვის, რომელმაც ზუსტად იცის დრო როგორ გაატაროს და ყოველი წუთი სწორად როგორ გამოიყენოს. იდეალური ქალი ჟან პოლ გოტიესგან, გართობის პარალელურად, საქმიან სტილსაც არ ღალატობს და კარიერული გამოწვევების გადალახვაც არ უჭირს.

თავისუფლების სიყვარული ჟან პოლ გოტიეს კოლექციებში ყოველთვის იგრძნობოდა. ახლაც მისი შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა - თავისუფლება ბოლომდეა გადატანილი პარფიუმშია. "სკანდალი" არის სუნამო, რომელიც დიზაინერის ბიოგრაფიას აჯამებს და ქმნის მინისტრი ქალის სახეს, რომელიც ამ არომატს ყველაზე კარგად ირგებს. დღისით მნიშვნელოვან სახლემწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო ღამით ბოჰემურად ცხოვრობს და საეჭვო რეპუტაციის კლუბებში ერთობა.

სუნამოს პრეზენტაცია საქართველოშიც, მოდის სახლის ჩანაფიქრს ბოლომდე ეხმიანებოდა. პარფიუმერულმა კომპანიამ "ისი პარი" ჟურნალისტები ოფიციალურ სადილზე მიიწვია, ხოლო სუნამოს წარდგენა ღამის კლუბში, მოცეკვავეებისა და კოქტეილის თანხლებით მოხდა.

"სკანდალი" ფრანგი ქალებისთვის უკვე იქცა საყვარელ სუნამოდ და ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწყებს პარფიუმის მოყვარულების გულის დაპყრობას. სკანდალური სუნამოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია "ისი პარი", რომლის ყველა ფილიალშიც უკვე გამოჩნდა ახალი არომატი.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2178
TRY
TRY
1
0.5050
USD
USD
1
2.8687
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა