ახალი ამბები
დღე, რომელიც თქვენია
თ უ ჯერ კიდევ არ იცით როგორ გაილამაზოთ წვეულება სხვადასხვა მოსართავი აქსესუარით, აუცილებლად ესტუმრეთ მაღაზიას "ჩემი დღე".
"დღეს ჩემი დღეა!" _ ფრაზა, რომლის გარეშე არ ჩაივლის არცერთი დაბადების დღე, წინასაქორწილო წვეულება, თუ ქორწილი. მაღაზიის სახელწოდების იდეასაც, ალბათ მიხვდით.


"ყურადღება! ეს თქვენი დღეა!"
MyDay ჭავჭავაძის 37 ნომერში, სავაჭრო ცენტრ `ჰოუმმარტში~ ივლისში გაიხსნა. ყველაფერი პატარა, მოკრძალებული მაღაზიით დაიწყო, თუმცა ახლა უკვე გაფართოვდნენ. არჩევანიც უფრო მეტი და უზომოდ ფერადი აქვთ. თუ თქვენ წვეულებისთვის ემზადებით, MyDay სოწრედ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. მაღაზიაში მაღალი ხარისხის პროდუქციას გვთავაზობენ, რომელიც ძირითადად გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოდის. ეს ყველაფერი უფრო მეტად უსვამს ხაზს პროდუქციის მაღალ სტანდარტს. ნუ გაგიკვირდებათ თუ თვალიერებისას სადაბადებისდღეო თეფშებს ან სანთლებს ნახავთ წარწერით 90. ბებიები და ბაბუებიც შეგვიძლია გავანებივროთ და მოვუწყოთ ფერადი დღე, რომელიც მათი იქნება.




თვალში აუცილებლად მოგხვდებათ არჩევანის მრავალფეროვნება _ ე.წ. `ძივჩატნიკის~ მორთულობები, ფერად-ფერადი ფატები, აქსესუარები დედებისთვის, რომლებიც პატარას მოლოდინში არიან და უამრავი თემატიკის რამ, რასაც ჩვენს ფოტოებზეც შეამჩნევთ.თაროებს ალამაზებენ ხელნაკეთი აქსესუარებიც, რომლებსაც MyDay გუნდი თავად ქმნის. ამ ხაზს ისინი უფრო და უფრო ავითარებენ და სამომავლოდ მეტ სიახლესაც გვპირდებიან. თვალსაჩინოებისთვის აქსესუარების უმეტესი ნაწილი ხელშესახებია, რაც ნივთის უფრო იოლად აღქმაში გეხმარებათ და ბუნებრივია, არჩევანის გაკეთებაც მარტივდება. ამასთან,არც ჰაერში გაშვებული ჰელიუმის გიგანტური ბუშტები დაგტოვებენ გულგრილად.
"MყDაყ~-ში თქვენ საყიდლების შერჩევის ძალიან დადებითი, ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება გელოდებათ. ეს არის მაღაზია `ერთი გაჩერება~, რაც ნიშნავს, რომ MyDay-ს გუნდი მზად არის მაქსიმალურად დააკმაყოფილოს თქვენი სადღესასწაულო იდეისთვის სასურველი დეტალები. მაღაზია გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს მიწოდების 24 საათიანი სერვისი და თუ შუაღამეს ჰელიუმის ბუშტები ან ფერად-ფერადი თეფშები დაგჭირდებათ, MyDay თქვენ განკარგულებაშია



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა