ახალი ამბები
სალომე ბაკურაძის და ნოდიკო ტატიშვილის ახალი დუეტი
13 ნოემბერს, კინოთეატ "ამირანში" ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა.
პრემიერაზე მომღერლების მეგობრები, კოლეგები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი, ხოლო პროდიუსერი  თაკო დოლაბერიძეა, კლიპის გადაღებები კახეთში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სიმღერას, მელოდია ლილიკო ნემსაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა  "ერთხელ წვიმიან ქალაქში". კლიპში, ნოდიკო და სალომე შეყვარებულებს თამაშობენ, რომლებიც გარკვეული პრობლემების  გამო ერთმანეთს დაშორდნენ და ერთსა და იმავე ადგილას სხვა რჩეულებთან ერთად შემთხვევით მოხვდნენ. 


Print