ახალი ამბები
სარედაქტორო-ჩაიფიქრე მთელი გულით
წინასაახალწლო ციებ-ცხელების პირველი ეტაპია აი ის, როდესაც დიდი, საქმიანი თუ საოჯახო ციებ-ცხელებისთვის უნდა მოემზადო.
ჩემი გრაფიკი _ ტრადიციული, როგორც იტყვიან, დილიდან-დილამდე! ჰო, იმ დილით, ბიჭებს სკოლაში რომ ვაცილებდი, შევპირდი, _ საღამოს საახალწლო "სითის" გადაღებისთვის შოკოლადების სამყაროში უნდა წაგიყვანოთ-მეთქი. ცოტა უნდობლად კი შემომხედეს, მაგრამ, მგონი, გაუხარდათ. უნდობლად იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, შოკოლადი მათთვის ლიმიტირებულია და ჩემგან იციან, რომ მხოლოდ განსაკუთრებულის და ნამდვილის მიღებაა ნებადართული და მეორე, ეს რაღაც "საახალწლო სითის გადაღება" მაინც, დედას სამსახურთან ასოცირდებოდა.





პირობა პირობაა და საქმეც საქმეა. საღამოს შვიდზე სახლში ავაკითხე. მოწყენილმა ნიკოლამ `ფორტ ბოიარის" მორიგ სერიას რომ მოვწყვიტე და თბილი, წითელი ჯემპრის ჩაცმა რომ ვთხოვე, ჩაილაპარაკა, _ მე ჟურნალისტი არასდროს გავხდებიო. იკამ, რომელიც შოკოლადზე ყველაფერს გაცვლის, მისი საყვარელი ფეხბურთის გარდა, იმედიანად, მაგრად ჩამკიდა ხელი და წამომყვა.
მანქანა აბაშიძის 10 ნომერთან გაჩერდა. "შოკოლატერია არტიზანი" _ ვეუბნები ბიჭებს. "პარტიზანიი?" _ აზუსტებს ნიკოლა, მაგრამ გაბრდღვიალებული ვიტრინისმიღმა კადრები კითხვას ჰაერშივე ფანტავს. კარის გაღებისთანავე ჩვენ, სამივე, მართლაც შოკოლადის რაღაც მყუდრო და სურნელოვან სივრცეში ვხვდებით. ბიჭების რეაქციას აღარ გიყვებით, სურათებს შეხედეთ, თავად მიხვდებით. მაგიდას ნაძვის ხის გვერდზე ვირჩევთ დიდ, გაჩახჩახებულ ფანჯარასთან და შოკოლადების სიახლოვეს. ვპირდები, რომ დღეს ყველაფერს, სუულ ყველაფერს დააგემოვნებენ!
`სულ ყველაფერი~ "შოკოლატერია არტიზანში", ჩვენებურად კი, "შოკოლადის სახელოსნოში", ნამდვილი და უგემრიელესი ბელგიური და იტალიური შოკოლადისგან აქვეა დამზადებული. ნინო ბიწკინაშვილი, აქაურობის შემქმნელი და დიასახლისი, ზუსტად ისეთია, შოკოლადის სახელოსნოს კეთილ ფერიას რომ შეეფერება; გულუხვად გამოაქვს ყველაფერი, გიხსნის თითოეულის უნიკალურ შიგთავსს, ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევს, თვით შოკოლადის ნაძვის ხის დაგემოვნებისაც კი და დავით ყურაშვილს, სახელგანთქმულსა და პარიზის უმაღლეს სკოლებში განსწავლულ კონდიტერს, საფირმო დათუნიების მომზადებას სთხოვს.





შოკოლადი და ტკბილეული მისი ცხოვრების თანმდევია. შეხედავ სიფრიფანა, თხელ ნინოს და ვერ დაიჯერებ, მაგრამ ასეა! პროფესიით ბიოლოგი, ბოლო წლები იმ სფეროშია, რომელსაც ერთი სახელით ვერც აღწერ: გემრიელი, ხარისხიანი, ხელით შექმნილი, ლამაზი, უნიკალური, ტკბილი...
დახლზე ჩაწიკწიკებული შოკოლადებისა თუ ნამცხვრების ნაირსახეობა, ყველაფრის მნახველსაც კი გააოცებს: შავი, რძიანი, თეთრი, შავი ალუბლით, ბეილისი თხევადი შიგთავსით, თეთრი ნუშით, კარამელების სრული პალიტრა, ნატეხი შოკოლადები, საბავშვო შოკოლადები ბანანით, ნამცხვრები მსოფლიოს ცნობილი შეფ მზარეულების ტოპ რეცეპტებით დამზადებული და თვით კრუასანიც კი, შოკოლადის ცომით გამომცხვარი!





და ეს მხოლოდ დასაწყისია! საახალწლოდ "შოკოლატერია არტიზანში" თუ შემოივლით, საჩუქრად შერჩეულ შოკოლადებს შოკოლადისვე ყუთში ჩაგილაგებენ და ოქრსოფერ-მოყავისფრო საფირმო შეფუთვით გამოგატანენ. "შოკოლატერია არტიზანის" შემქმნელების იდეაც ეს არის, ალბათ, _ ევროპული ქვეყნების მსგავსად, შოკოლადის ჩუქების კულტურა თანდათან საქართველოშიც რომ დამკვიდრდეს. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო საჩუქრის ნომინაციაში კარგი შოკოლადი ლამაზი შეფუთვით კარგ სუნამოსაც კი შეეჯიბრება, თუ მას გულით შეარჩევთ და თქვენთვის არ დაიტოვებთ!
და რადგან ეს საახალწლო "სითის" სარედაქტოროა, სადაც, ტრადიციისამებრ, მე წლის მომავალ გეგმებს ან ჩემს სანუკვარ სურვილს ჩუმად ჩავიფიქრებ, რომელიც ყოველთვის, სულ ყოველთვის ახდება ხოლმე. ამ, წლებით დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებას, არც ამჯერად დავარღვევ. მით უფრო, რომ მას ჩემი ბავშვობის სიყვარულთან, შოკოლადთან ერთად ვწერ!





მე არც ჭიქა მიჭირავს ახლა ხელში და არც საახალწლო ფოიერვერკების ხმა ისმის ამ წამს. გვიანი ღამეა, ყველას ძინავს, მათ შორის თქვენც, "სითის" ერთგულ და ჩემს მეგობარ მკითხველს. მე ჩავიფიქრებ ყველაზე მთავარს, ყველაზე სანუკვარს და ყველაზე სასურველს, ამ სურვილს საიდუმლოდ შევინახავ და მომავალი წლის სარედაქტოროში გეტყვით, ახდა თუ არა. მჯერა, თუ ის მთელი გულით ჩაიფიქრე, აუცილებლად ახდება. შარშანდელი სარედაქტოროსი ხომ ახდა?! ახლაც ასე მოხდება!
2018 წლის დადგომას გილოცავთ, მეგობრებო!



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2178
TRY
TRY
1
0.5050
USD
USD
1
2.8687
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა