ახალი ამბები
„ტაბლა დიასახლისი“ -არა მარტო დიასახლისებისთვის!
.....
...და მიუხედავად იმისა, რომ "ტაბლა დიასახლისი" ჩვენს ქალაქში არსებობის სულ რაღაც სამ წელს ითვლის, ის ისეთივე შემადგენელი და ტრადიციული ნაწილი გახდა ყოველი დღესასწაულისა, როგორიც ქართული სუფრაა. აქ, წინასაახალწლოდ მოხვედრა ერთი სიამოვნებაა! პირველ სართულზე _ მოფუსფუსე, გამოწკეპილი პერსონალი, ნამდვილი, ქართული, ტრადიციული კერძების სურნელი, ხის მაგიდებზე, თეთრ ყუთებში ჩაწყობილი და გასამგზავრებლად გამზადებული ხაჭაპურები, გოჭები, ნიგვზიანები, ფხალეულობა თუ გოზინაყი. იქვე, ოქრსოფერბაფთამოხვეული სასაჩუქრე კალათები "ტაბლას" ხელნაკეთი შოკოლადებითა და კაკლუჭებით, "ტაბლას" ახლადგახსნილი "ღვინერია" გამორჩეული ღვინოებითა და... უცებ შემორბენილი ქალბატონებით, გოგონებით, დედა-შვილებით, დაქალებით, დედამთილებითა თუ სიდედრებით. თითოეულ მათგანს ნაძვის ხე აქვს გაწყობილი, სტუმრები მოწვეული, საქმეები ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, (ყველა ჭეშმარიტად საქმიანი ქალი ხომ 31-შიც საქმიანია) და აქ ხვდება წასაღებად გამზადებული ნამდვილი, `სახლური~ კერძები. საახალწლოდ აქ მკაცრად გაწერილი განრიგი და წესები მოქმედებს: შეკვეთა მხოლოდ 29 დეკემბრამდე მიიღება და შეკვეთას "ტაბლაში" უნდა მოაკითხოთ! ახალი წლის დღეებია და ტრადიციულს, საახალწლო საცობებიც ემატება. შეკვეთები 2 იანვრიდან განახლდება და "ტაბლა დიასახლისი" თქვენს განკარგულებაშია როგორც შობის დღესასწაულზე, ისე ძველით ახალ წელს და მთელი წლის მანძილზე. "ტაბლა დიასახლისის" წინასაახალწლო სამზადისზე ოთხი გამოცდილი და ცნობილი დიასახლისი დავპატიჟეთ. დააგემოვნეს, შეამოწმეს, აზრიც გაგვიზიარეს და ახალი წლის სურვილებიც გაგვიმხილეს.


თამუნა ინგოროყვა/დიზაინერი



წინასაახალწლო მზადება
დედა საახალწლო მზადებას, სადღაც, ხუთი დღით ადრე იწყებდა. ამბავი გოზინაყის დაჭრით იწყებოდა და, თუ სწორად მახსოვს, ამ პროცესში მას მეც ვეხმარებოდი. ადრე დედა ყველაფერს სახლში აკეთებდა, მათ შორის ნამცხვრებსა და ტორტსაც. შესაბამისად, სამზადისი ადრე იწყებოდა. მე ტრადიციული ქართული ოჯახიდან ვარ, სადაც უყვართ ქართული კერძები და სადაც გურმანები ცხოვრობენ. ამიტომ, სუფრა, მით უმეტეს საახალწლო, ჩვენთან დიდი პასუხისმგებლობით ეწყობა. დედა, თავის პროფესიის პარალელურად, არაჩვეულებრივი დიასახლისია. შესაბამისად, თითქმის ყველა კერძს სახლში ამზადებდა. დღეს ეს ცოტათი შეიცვალა; ძირითად კერძებს დედა ისევ სახლში აკეთებს, თუმცა ცომეულს, ტკბილეულსა და ტორტს უკვეთავს. დრომ მოიტანა და სწორიცაა ეს გადაწყვეტილება.


თქვენი ახალი წელი
ყოველ ახალ წელს, სადღაც საღამოს ათ საათამდე, სამსახურში ვატარებდი. ყველას ბოლო დღეებში ახსენდებოდა საახალწლო კაბა. მეც უარს ვერ ვეუბნებოდი და მიწევდა მუშაობა. სახლში გვიან მივდიოდი, მაგიდასთან ვჯდებოდი და იმ დროს, ყველაზე მეტად, ძილი მინდოდა. ვფიქრობ, როცა ოჯახი გყავს, შვილები, უნდა ეცადო 31 დეკემებერი მათთან გაატარო. სხვაგვარად, გამოდის რომ ვითომ ზეიმობ და ვითომ გიხარია. შესაბამისად, ყოველ ახალ წელს ვცდილობ წავიდე საქართველოდან და სხვაგან შევხვდე. აი, შობას კი საქართველოში ვარ, ეკლესიაში ვხვდები ოჯახთან ერთად.


"ტაბლა დიასახლისი"
ჩემი მარჯვენა ხელია საოჯახო საქმეებში. მას არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მივმართავ. ბიჭებს უყვართ და ხშირად შემიკვეთავს აქაური ქაბაბი და ხინკალი. "ტაბლა დიასახლისში" მთავარი და გამორჩეული მაინც მისი ხარისხი და "სახლური" გემოა. საქმიანი და დაკავებული ქალბატონებისთვის ყველაზე ოპერატიული და სანდო მეგობარია, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება დატვირთულ დღეებში.


საახალწლო სუფრის ვარსკვლავი
საცივი და ღომი მგონია, რატომღაც. მათ გარეშე ქართული სუფრა ვერ წარმომიდგენია.


რას გვისურვებ?
ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მინდა ვუსურვო ყველას. თუ ბედნიერი ხარ და სულიერი სიმშვიდეც გაქვს, დანარჩენი ყველაფერი ასრულებადი და გაკეთებადია!


თეონა თავართქილაძე/დიზაინერი



წინასაახალწლო მზადება
ბავშვობაში მამას ყოველთვის მოჰქონდა ნამდვილი ნაძვის ხე, რომელსაც მე და სოფიკო ვაწყობდით. ბებია არაჩვეულებრივი კულინარი იყო და საახალწლო სუფრის მთელი პასუხისმგებლობა და სამზადისი მასზე იყო. ჩვენ ეზოიან საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და ახალი წელი იქაურობას განსაკუთრებით უხდებოდა. ამიტომ, საახალწლოდ მთელი ოჯახობა _ ჩვენ და ასათიანები, ჩვენს დიდ სახლში ვიკრიბებოდით. ისევე, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც ვიღაცას რაღაც განსაკუთრებით კარგი გამოსდიოდა. დედას, მაგალითად, ხაჭაპური, ლუიზას, დეიდაჩემს _ გოჭი. რაღაც განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებდა, აჯიკებითა და შეწვის სპეციალური ტექნოლოგიით და, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული იყო. დღესაც, თუ ოჯახში მნიშვნელოვანი წვეულება ან თავყრილობა გვაქვს, გოჭს ლუიზა წვავს.


თქვენი ახალი წელი
ისევ და ისევ დედა მეხმარება. ჩემი და, სოფიკო, წყნეთში ცხოვრობს. ამიტომ, დედას დიასახლისობისა და კულინარიის მთელი შედეგი ჩემი ოჯახისკენ მოემართება, ჩემდა გასახარად. არა მხოლოდ საახალწლო დღეებში, სხვათა შორის.


"ტაბლა დიასახლისი"
წელს პირველად უნდა მივმართო "ტაბლა დიასახლისს". აქაურობას კარგად ვიცნობ, დაბადების დღეც გადამიხდია აქ და შესაბამისად, ზუსტად ვიცი აქაურობის შესახებ. ადგილმდებარეობა მომწონს, მომწონს გარემო და რაც მთავარია, კერძები, რომლებიც ძალიან, ძალიან გემრიელია!


ქართული სუფრის ვარსკვლავი
გოზინაყი, ცალსახად!


რას გვისურვებ ახალ წელს:
ყველას, მთელი გულით, ძალიან დიდ ბედნიერებასა და ძალიან დიდ სიყვარულს გისურვებთ. როცა ძალიან დიდ სიყვარულში ხარ, თითქოს ყველაფერი გამოდის!



ნუკა კაციტაძე/მსახიობი


წინასაახალწლო მზადება

სამზადისს ბებიაჩემი იწყებდა, განთქმული და გამოცდილი კულინარი. თუჯის ტაფას რომ გადმოიღებდა კარადიდან, ვხვდებოდი, რომ იწყებოდა გოზინაყის კეთება. დღესაც მახსოვს ოდნავ შემთბარი თაფლის სუნი რომ დატრიალდებოდა ჩვენს სახლში. გოზინაყს დიდი რაოდენობით აკეთებდა ბებია და მერე მალავდა კარადებში ჩვენ, ბავშვებს რომ არ შეგვემუსრა ერთ დღეში. კულინარია, სხვათა შორის, ბებიასგან ვისწავლე. მისი რეცეპტით კეთდებოდა ცნობილი ტორტი, რომელსაც კაციტაძეების ტორტსაც ეძახდნენ. მერე მას ბევრი იმეორებდა, მაგრამ ზუსტად ისეთი არავის გამოსდის. ერთხელ, "სითის" გუნდი უნდა დაგპატიჟოთ ჩემთან, სახლში და გაგასინჯოთ კაციტაძეების ტორტი.


თქვენი ახალი წელი
ვიწყებ ბაზარში წასვლით, სადაც ვარჩევ და ვყიდულობ საახალწლო პროდეუქტს. მე ცოტათი შევცვალე ტრადიცია და 31 დეკემბერს არ ვაკეთებ არც საცივს და არც, სიტყვაზე, ნიგვზიან ბადრიჯანს. თევზეულს ვაკეთებ, მასთან მოხარშულ კარტოფილს, სუფრაზე აუცილებლად მაქვს ე.წ. "სტალიჩნი" სალათა, ბლინები, წითელი ხიზილალა და ტოლმაც კი! იმიტომ, რომ ყველგან ერთი და იგივე საჭმელი გვხვდება და გინდება რაღაც ახალი. შესაბამისად, 31 დეკემბერს თუ 1 იანვარს, ჩემთან სტუმრობა ძალიან უყვართ.


"ტაბლა დიასახლისი"
მე, როგორც ხვდებით, სახლში მომზადებული საახალწლო სუფრის მომხრე ვარ, მაგრამ დახმარება ყველა დიასახლისს სჭირდება და ეს დახმარება უნდა იყოს ხარისხიანი და სანდო. "ტაბლა" ასეთი ადგილია. აქაურობას კარგად ვიცნობ, დაგემოვნებული მაქვს თითქმის ყველა კერძი და სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ეს რეალურად გემრიელი და ხარისხიანი კერძებია. აქაური შეკვეთები უკვე საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქალაქში. თუკი ვინმე რამეს სადმე უკვეთავს, ეს, უპირველეს ყოვლისა, "ტაბლა დიასახლისია".


რას გვისურვებ ახალ წელს ?
მინდა იყოს სიმშვიდე, მინდა თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები გყავდეთ ჯანმრთელები! ეს ყველაზე მთავარია. და ერთიც, უნდა ვეცადოთ, ერთმანეთისადმი მეტი სიყვარულით ვიყოთ განწყობილნი და ისიც ვეცადოთ, მეტი კარგი დავინახოთ, ვიდრე ცუდი.



ეკა მამალაძე/მომღერალი


წინასაახალწლო მზადება

პროფესიამ, გარკვეულწილად, ქაოსი შეიტანა ჩვენი ცხოვრების წინასაახალწლო სამზადისში. თუმცა, ყოველთვის ვცდილობთ, ახალ წელს მაინც, სახლში შევხვდეთ. ერთხელ, ერთ-ერთი პირველი "გარე" ახალი წელი იყო. მე, ნანი და ნატალია ერთად ვმღეროდით ახალი წლის ღამეს ღია ცის ქვეშ. მახსოვს ზარები დაირეკა, გავიხედე და ერთი მხრიდან ნანი მედგა, მეორედან ნატალია. ახალი წლის ღამე იყო, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები ჩემ გვერდით. ძალიან ბედნიერი და უჩვეულო ახალი წელი იყო ის ჩემთვის.


თქვენი ახალი წელი
წელს განსაკუთრებით ვემზადებით. მეორე წელია ნატალია საზღვარგარეთ სწავლობს და ყველაფერი აქაური მონატრებული აქვს. თვითონ არაფერს გვიბარებს. ისედაც იცის, რომ ყველაფერი დახვდება, რაც მას უყვარს. მაგრამ, მე მაინც განსაკუთრებული მონდომებით ვემზადები. მე და ნანის წინასაახალწლოდ სახლის მორთვაც განსაკუთრებულად გვიყვარს. ახლაც გერმანიაში მივდივართ და ერთმანეთს პირობას ვაძლევთ, რომ მხოლოდ თითო-თითო საახალწლო აქსესუარს თუ ნივთს ვიყიდით. სხვაგვარად, რომ მიგვიშვა, ალბათ, მთელ მაღაზიას გამოვიტანთ. ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანებს ეს წინასაახალწლო სამზადისის ხალისი და ღელვა არ ჰქონდეთ! ამის გარეშე უღიმღამოა ცხოვრება.


საახალწლო სუფრის ვარსკვლავი
გოზინაყი. ჩვენს ოჯახში კი, ჩემი საახალწლო "უშნო" ტორტი, ბებიის რეცეპტით დამზადებული.


"ტაბლა დიასახლისი"
არაჩვეულებრივია! მე მომხრე ვარ ყველაფრის, რაც ჩვენს დიასახლისებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ცხოვრებას. ნამდვილი დიასახლისი, თუ მას ეხერხება კერძების გაკეთება, რასაკვირველია, ძირითადად, სახლში დაამზადებს, მაგრამ ის რომ კერძების რაღაც ნაწილის შეკვეთა შეეძლება, ამაზე უარს მგონი ვერავინ იტყვის. ამ გამოთავისუფლებულ დროში, სულ მცირე, ის თავს მოიწესრიგებს და ახალ წელს გაშლილი სუფრითა და კარგი განწყობით შეხვდება.


რას გვისურვებთ ახალ წელს?
ჯანმრთელობას, ყველას უკლებლივ! ეს უმთავრესია! მინდა ირგვლივ ყველა გყავდეთ ჯანმრთელები. ასევე, მინდა ყველას ვუსურვო რეალიზება საკუთარ პროფესიაში და გეგმების განხორცილება!





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3
შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად
ცხოვრობს.
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ
ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია,
ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე,
მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც
აქვთ შემორჩენილი.
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია, ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე, მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც აქვთ შემორჩენილი.
08:08 / 04.06.2018
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე
ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო
კერძებიც.
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო კერძებიც.
10:09 / 31.05.2018
"ვერსაჩეს" სურნელოვან სამყაროს კიდევ ერთი ახალი არომატი შეემატა.Dylan Blue ამჯერად ქალებისთვის შეიქმნა. არომატი, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო, ამჯერად ქალების მოხიბვლას იწყებს.
09:52 / 31.05.2018
"სითის" საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთ, ძლიერ, წარმატებულ და საინტერესო CITY WOMEN-ს გაგაცნობთ.
09:26 / 31.05.2018

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8521
TRY
TRY
1
0.5186
USD
USD
1
2.4602
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა