ახალი ამბები
ნოდიკო ტატიშვილმა ახალი კლიპი პარიზში გადაიღო
....
7-11 თებერვალს, ნოდიკო ტატიშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად, იმყოფებოდა პარიზში, სადაც მიმდინარეობდა მომღერლის ახალი კლიპის გადაღებები.
სიმღერა, რომლის ავტორებიც არიან რუსა მორჩილაძე და ირინა სანიკიძე, კიდევ ერთი ახალი სიმღერაა მომღერლის რიგით მეორე ალბომში, რომელიც მარტის თვეში ახალ კლიპთან ერთად გამოვა.
მუსიკალური პროდუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, სიმღერა კი ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდია "ბრავო რეკორდსში", მიქსინგი და მასტერინგი - ალეკო ბერძენიშვილი, ბორიკო შხიანი.





ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მომღერალმა "კაპიტან +" - თან ერთად განახორციელა. კლიპის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი - ლევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდუსერი - თაკო დოლაბერიძე.
შემოქმედებითი ჯგუფი მსმენელსა და მაყურებელს ბევრს არაფეს უმხელს, უბრალოდ ამბობენ, რომ კლიპის შინაარსი სიყვარულის ძალიან ლამაზსა და არაბანალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, მოქმედებები ვითარდება შუაგულ ზამთრის პარიზში, სადაც სიუჟეტის მიხედვით, მომღერლის პერსონაჟი ბრუნდება ქალაქში, სადაც ორი წლის წინ გაიცნო და შეუყვარდა გოგონა.



შემოქმედებითი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ კლიპი ნოდიკოსა და სალომე ბაკურაძის კლიპის მსგავსად (რომლის რეჟისორიც ასევე ნესტან სინჯიკაშვილი გახლავთ) დიდ მოწონებასა და სიყვარულს დაიმსახურებს.
შეგახსენებთ რომ, აღნიშნულმა დუეტმა რეალურად შეძლო საქართველოს მასშტაბით, ნახვების რაოდენობით მოეხსნა რეკორდი, უმოკლეს დროში ვიდეოს „youtube“-ზე ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ასევე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლიპი „youtube“-ის რეიტინგში პირველ ადგილზეც მოხვდა.




შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რომლის ორგანიზატორის ქართველი ემიგრანტი ია ხუროშვილია, რომელი წლებია უკვევ ემიგრაციაში იმყოფება და პერიოდულად ცდილობს ქართველ ემიგრანტებს გაუკეთოს საჩუქარი და საქართველოდან მიიწვიოს ქართველი მომღერლები.
ნოდიკო ვენაში კულტურის ცენტ „Saargfabrik" იმღერებს.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0517
TRY
TRY
1
0.4929
USD
USD
1
2.7155
ამინდი
ბორჯომი 4 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი 0 °C
img
გამოწერა