ახალი ამბები
#ინსტაჩვენიცხოვრებისა...

.....

ინსტაგრამზე, სოციალურ ქსელებში უკვე გამობრძმედილიმა უცხოელმა მეგობრებმა გამაწევრიანეს. თავიდან ძალიან გამიჭირდა. დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა იმ ეტაპამდე მისაღწევად, ვიდრე გავერკვეოდი როგორი ფოტოები უნდა დავდო, რა არის `სთორი~, როგორი `ჰეშთეგი~ `მუშაობს~, რას ნიშნავს `ნოფილტერ~, როგორ და რა დროს უნდა ჩართო `ლაივი~, რომ ინსტაგრამზე ძირითადად ინგლისურად უნდა წერო და რომ იქ არავინ გთხოვს `წერე ქართულად~.
იქ, ინგლისურის ბაიბურში არმყოფიც, `გუგლთრანსლეითისა~ და ასიათასი გვერდის ასისტენტობით, Harvard ან სენმარტინდამთავრებულივით წერს. იქ, `სთორიზე~ შემთხვევით გაპარული შეცდომა პირდაპირ ეთერში ჯენეტ ჯექსონის მოშიშვლებული მკერდის გამოჩენის ტოლფას სკანდალად ფეთქდება და თუ შენი არაპოლიტკორექტული `სთორი~, ღმერთმა დაგიფაროთ და, ნაომი კემპბელმა ნახა9, კარიერას დაემშვიდობეთ, ყოველ შემთხვევაში, მოდის სამყაროში, ნამდვილად.
ინსტაგრამს კარგი, სპეციალურად დაქირავებული ჯგუფი სჭირდება. აი, ნახეთ: ერთია, თქვენ რომ წევხართ საწოლში და `სელფის~ იღებთ წარწერით GN და მეორე, თქვენ რომ ვითომ არ იცით შეხვედრაზე რომ მიდიხართ და ფოტოს ან ვიდეოს რომ `შემთხვევით~ გიღებენ ან რაღაც გაგიხარდათ და დატრიალდით სახლში ფარფატა კაბით და ისევ იმ ვიღაცამ ისევ `შემთხვევით~ ბუმერანგი გადაგიღოთ. ბზრრ-ბზრრრ, ბზრრ-ბზრრრ- ტრიალებს ბუმერანგი გაუჩერებლად ვიდრე თქვენ გძინავთ და გათენებულზე ათასობით ნახვა გხვდებათ.





ეგ არაფერი, სთხოვთ ქმარს, მეგობარს, შვილს... მაგრამ ეს ქმარი, მეგობარი, შვილი ან სამსახურში კარგ ხელფასზე უნდა აიყვანოთ და ერთად არჩინოთ ოჯახი ან, როგორც გითხარით, საქმიანად მიუდგეთ და გუნდი აიყვანოთ: ერთი ფოტო/ვიდეო ოპერატორი და ერთიც ინგლისურის კარგი მცოდნე გვერდის `კრეატიული~ მენეჯერი.
ინსტაგრამზე ჯანსაღი ცხოვრების პლანეტა არსებობს. ყველა, უკლებლივ ყველა, ვარჯიშობს. თან ვარჯიშობს ისე, რომ მერე შენ ღამე არ გძინავს დღისით შეჭმული იმ ჯანდაბა შემწვარ კარტოფილზე დარდით. ახალი ამბავი: ბოქსი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს (კუნთებს აჩენს არასასურველ ადგილებშიო, _ თქვეს საქმის მცოდნეებმა) პოპულარობის პიკზეა გაწელვები, პილატესი, იოგა, რაღაც, ჭერზე დაკიდებული მოხტუნავე რეზინები და მათზე ან მათში მოქანავე გოგოები. დედას გეფიცებით, ბოღმით არ ვწერ, გულწრფელად მშურს და საჩემო სახტუნაო მოწყობილობებს ვეძებ, დღისით შემწვარი კარტოფილის ჭამის გამო, დარდით აღსავსე.
საერთაშორისო ასპარეზზე შეიმჩნევა ამ ყველაფრის პატარა გოგოებთან, შვილებთან ერთად კეთების ტენდენცია. მათთვის, ვინც შედარებით `ტანზეა~, მაგრამ ჯერ `კუბიკებამდე~ არ მისულა, სპეციალური ფოტოშოპპროგრამებია. ჩამოტვირთავთ, დაიდებთ და ვუალა!… ჟიზელივით ხართ. ეს აპლიკაციები ცალკე თემაა და ჩემთვის ჯერარდაპყრობილი მწვერვალი. ასიათასჯერ ჩამოვტვირთე, მაგრამ მერე რა ვუყო, არ ვიცი.
რეიტინგში პირველი `მოსიარულე~ ან `მოძუნძულე~ აპლიკაციებია. მოკლედ, ჩამოტვირთავთ და პირველ კვირას ხართ 95 კგ, მეორე კვირას 85, მერე 75 და ბოლოს, 65! აპლიკაციის გარეშე თუ ირბენთ, შანსი არაა, შედეგს ვერ მიაღწევთ.
ყველაზე ატაცებადი და პოპულარული გოჭების, ბუშტების, ბრჭყვიალების, საღეჭი რეზინის დაბერვის, პირიდან რგოლების გამოშვების, გულების გადმოფრქვევის, თმის სამაგრების მიწებების პროგრამებია, მათ ჰქვიათ Instagram story smiles!  ყველა ტვირთავს, ყველა! რატომ იცით? საყვარლობაა, ჯერ ერთი, მეორეც, ცოტა სახის ფერს გივარდისფრებს, `სთორებს~ ახალისებს და ასიათასობით გულის მიღების უეჭველი წინაპირობაა.
ჰო, კიდევ არის წყვილებისთვის საინტერესო ამბავი: მოკლედ, დებ შენს ფოტოს, დებ შენი ქმრის, ან იმის, ვინც მოგწონს და აპლიკაცია თქვენი მომავალი შვილის ფოტოს გიგდებს. მაგარია, ძალიან! ეგეც პოპულარულია. აი, მგონი `ჩავარდა~ დაბერების პროგრამა. ის გიჩვენებს, როგორ ჭკნება შენი სახის კანი და როგორი იქნები 80 წლის ასაკში. თქვენ გაინტერესებთ? ჰო, აი, მათაც არ აინტერესებთ.
ჯგუფები, პირობითად, სამად დავყოთ: ჩვენი თანამემამულეები _ და აქ გვყავს ლიდერები გამომწერების რაოდენობით (ბოლო მონაცემებით, ქეთა თოფურია 1.9 მილიონი, ანუკი არეშიძე 200 000, შორენა ბეგაშვილი 194 000, ბერა 179 000, თაკო ნაცვლიშვილი 165 000), საერთაშორისო ვარსკვლავები და რუსები. ჩვენი თანამემამულეები იფარგლებიან მოკლე წარწერებით, სიმბოლოებით და `ჰეშთეგებით~, დასავლელი ვარსკვლავები მოკლე აბზაცებით, რუსები დიდი ტექსტებით, ბევრი საცურაო კოსტიუმითა და გათამაშებით.





`სთორები~, პოპულარობის კუთხით, პირველ ადგილზეა. იღებენ ყველაფერს: გაღვიძებას, უბიუსტჰალტერო, მოტკეცილმაისურიან დილამშვიდობისას, ვარჯიშს, საუზმეს, მელირებას, პედიკურს (აი, გია სურამელაშვილს რას ერჩოდით, პედიკურის რომ გადააყოლეთ ჯაჯანიძესთან!), ტაქსის ან საკუთარი მანქანის მძღოლის კეფას, საყვარელ პატარებს და ოთხფეხა მეგობრებს, საჭმლის კეთებას, ვახშამს, ჩინ-ჩინს, კაბის მოზომებას, ყიდვას, ეტიკეტს, ყუთის გახსნას.
ყველაზე დახელოვნებულები ერთი ხელით ხსნიან და მეორეთი იღებენ. (მაგარი რთულია, ერთი-ორჯერ ვცადე), ღამის პერანგს, ქმარს ტელევიზორთან, ბავშვებს პიჟამოებში მძინარეთ, ქმარს... (არა, ქმარს, მგონი, ჯერ არა) და მერე სელფის ზემოხსენებული GN-ით.




იყიდება `ინსტაზე~ ყველაფერი, აი, ყველაფერი! თუმცა, ჩემი დაკვირვებით, უფრო პირველადი მოხმარების საგნები, პარფიუმერია, ტანსაცმელი. ჰყავს `ინსტაგრამს~ თავისივე წიაღში აღმოცენებული დიზაინერები და მეწარმეები. ზოგი რას ყიდის, ზოგი რას. `ჩცდ~-ს ნინასი არ იყოს _ ცდად ღირს, არაფერს კარგავთ.





როგორ იმატებ გამომწერებს, თუ არ გაქვს ბევრი ფული და თავს ვერ არეკლამებ, თუ არ ხარ ჟიზელის ტანზე და ხალხი ვერ ტკბება შენი იოგას სეანსებით, თუ არ ხარ მცირე თუ დიდი მასშტაბის ვარსკვლავი და თუ შენი გარდერობი არ არის გადაჭედილი აქტუალური სამოსით?
რამდენიმე გზაა:
იმატებ ცნობილი ადამინების გვერდებს და იქ პერიოდულად რაღაცებს წერ (ეგებ გამოვიდეს).
ქმნი ორიგინალურ სივრცეს და დებ ფოტოებს, რომლებიც `გუგლში~ იოლად არ მოიძებნება
გაქვს იუმორის გრძნობა, დებ სასაცილო ვიდეოებს სხვებზე და საკუთარ თავზე.





ჩვენ, ინსტაგრამელებს, გვაქვს ამოჩემებული გვერდები. არა, დათვალიერებით უნებურად ყველაფერს ათვალიერებ და თუ ვინმე მოგბეზრდა, თუნდაც ვილ სმიტი იყოს ან ჯეი ლო, შეგიძლია ამაყად ამოშალო. მაგრამ, აუცილებლად გყავს შენები!
ჩემებია: არავის რომ არ ჰგავს და ფანტასტიკური@lashadevdariani, therealpeterlindberg, thelovemagazine, xenia_sobchak. . ჯერჯერობით, ინსტაგრამში ვერ შემოვიტყუეთ მერილ სტრიპი, ანჯელინა და ნამდვილი მონიკა ბელუჩი, თორემ სულ იქ ვიქნებოდი.
ჩემი გეგმები: ვისწავლო ჩამოტვირთული აპლიკაციების გამოყენება, `ავამუშაო~ ისინი და მეც, ვარდისფერსახიანმა, გამოვუშვა საყვარელი ბუშტები პირიდან. არ დავიზარო `სთორების~ გადაღება, შემოვიტანო `ინსტაზე~ ცოტა დიდი ტექსტების წერის მოდა და წვლილი შევიტანო მის გაორენოვნებაში (ქართულად, მერე ინგლისურად) და ვიდრე `ინსტაგრამისთვის~ ცალკე ჯგუფის აყვანას შევძლებ, ჩემი ფარფატა კაბის ბზრიალები ბუმერანგზე სახლში ვინმეს გადავაღებინო. შედეგებს მოგახსენებთ.
აბა, GM ან GN და, რა თქმა უნდა, please follow me: @ekakhoperiacity.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა