....
1930 წელს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ტყე-პარკის შუაგულში
ჩოგბურთის კორტები აშენდა. 1978 წელს აქვე აიგო საქართველოში პირველი
იატაკისსაფრიანი ორკორტიანი დარბაზი და ღია მოედნებს კიდევ ორი
შეემატა. 1995 წელს კი ამ ბაზაზე "ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია"
დაარსდა.
15 თებერვალს ლეილა მესხმა მისი სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი
კომპლექსი განაახლა, რაც მისივე 50 წლის იუბილეს დაემთხვა. გახსნაზე
უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა. მათ შორის იყო სპორტის, კულტურის და
ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ლეილა მესხს
გაწეული ღვაწლისთვის საპატიო ჯილდო გადასცა.
ლეილა მესხი: "კომპლექსი მთლიანად განახლდა, სპორტული და ფიტნეს
დარბაზები დაემატა. არა მარტო ჩოგბურთის მოყვარულებს, არამედ სხვა
ადამიანებსაც აქვთ საშუალება მოვიდნენ და განტვირთვის დღეები მოიწყონ,
სპორტულად იცხოვრონ. ცენტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და ფასები
ყველასთვის მისაღები. წელს 50 წლის გავხდი და კომპლექსის გახსნა
ზუსტად ამ თარიღს დავამთხვიე."