ახალი ამბები
ბლოგ-"არდი"
ეს, ამ სურათზე ვჩანვარ ასეთი ორგანიზებული. სინამდვილეში, ის რაც საკუთარ თავს ეხება და დასაგეგმია, რთულად გამომდის.
ახალი გადაცემა, პროექტი, ჟურნალი, საღამოს მოფიქრება, წაყვანა, ათასი ბავშვის ფოტოსესიის ორგანიზება. კი ბატონო, ჩემი, პირადი _ ნაკლებად. ტელევიზიაში ყველაფერს, რაც სადმე გადაფრენას, სასტუმროს დაჯავშნას თუ დაგვიანებულ რეისზე ახალი ბილეთების შეძენას ეხებოდა, ჩემი მარჯვენა ხელები, პროდიუსერები მიგვარებდნენ, ოჯახში _ ჩემი მეუღლე. სასაცილოა ამის აღიარება, მაგრამ ტვინს, რომელიც 24 საათი რაღაცაზე ფიქრობს და გეგმავს, ის, მეორე, რაღაც პირადად საჩემო, არ გამოსდის. მინდა, რომ სხვამ იფიქროს და დაგეგმოს.


ექიმთან ვიზიტიც დაახლოებით იგივე ჟანრიდანაა. ოჯახის ნებისმიერ წევრს გავუგებ, მოვიკითხავ, დავუგეგმავ, მივყვები... აი, ჩემს თავს რომ ეხება, ვიბნევი, დროს ვწელავ და თითქოს ველოდები, სახლში რომ მომიკაკუნებს, ეკა, ჰა, აბა, წავიდეთ?
სადაზღვევო კომპანიებთან ჩემი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტი ბურუსით იყო მოცული. ერთი-ორი წარუმატებელი კორპორაციული დაზღვევის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ დაზღვევა გინდა გქონია და გინდა არა. მაინც ისე ახლართულ-ჩახლართულია, დროის მოგების მიზნით, ჯობია შენი სახსრებითა და დაგეგმვით იმოქმედო.  მაგრამ, როდესაც შენ ხარ 45 წლის და როდესაც შენი მესამე შვილი 6 წლისაა, ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ ყბადაღებული ჯანსაღი ცხოვრების წესი და წელიწადში ერთხელ საჭირო ექიმებთან ვიზიტი, არც თუ ისე ბანალურია. თუ, რა თქმა უნდა, გინდა რომ კიდევ მინიმუმ 20-30 წელი "გაქაჩო" ჯანმრთელად, ჯანზე და "ფორმაში".  ერთი ჩვეულებრივი კვირადღის დილა იყო. ოჯახობა სრულად _ სახლში. მე, აი ამ კომპიუტერთან, სადაც ახლა ჩემი და "არდის" ერთი ნახვით შეყვარებაზე ვწერ, სარედაქტოროზე ვმუშაობდი. ხვალ ორშაბათი იყო და ხვალ უეჭველად ექიმთან უნდა წავსულიყავი. ვზივარ ჩემთვის და ვანგარიშობ რამდენიმე გეგმიური ვიზიტის ღირებულებას, ანალიზების ფასს და ფიქრი _ მოდი, შემდეგი თვისთვის გადავდო, _ რაღაც, თავისთავად გაჩნდა.



ამ ფიქრის დროს მიშა ხუჯაძემ, ჩემმა მეუღლემ, მაგიდაზე მწვანე, სიმპათიური ბარათი დამიდო: _ "არდის" დაზღვევაა, კლინიკა დავაზღვიეთ, მე საოჯახო პაკეტი ავიღე. ნახე მაინც, ყველაფერი შედის _ მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ჩვეულებრივი ბარათია, არაფერი განსაკუთრებული, აწერია "ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი". გადმოვატრიალე და ის ზემოხსენებული, ერთი ნახვით შეყვარების სტადია დაიწყო: პირადი ექიმით დაწყებული, გაგრძელებული ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით, კიდევ გაგრძელებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით, ანალიზებით და დასრულებული გეგმიური სტომატოლოგიით (მათ შორის იმპლანტოლოგია!) _ ჩემი მწვანე "არდი" აზღვევდა ყველაფერს და ამ ყველაფრიდან 99%-ს _ 100%-ით.  მახსენდება ჩემი კარგი ნაცნობი, მშვენიერი, ქერათმიანი ეკა ხიდაშელი. ის წლებია `არდიში~ მუშაობს. ვურეკავ, წაკითხულს მაინც "ვამოწმებ" ახლობელთან. ეკას ტელეფონში ეცინება. მატყობინებს, რომ პირადი დაზღვევის მენეჯერიც მყავს, რომელიც ორ წამში დამირეკავს (კვირა დღე იყო) და ყველაფერში კარგად გამარკვევს.  ზუსტად 5 წუთში მირეკავს გიორგი ტურძილაძე. ორ წუთში მაკვალიანებს და ვხვდები, რომ გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა არც თუ ისე რთული ამბავი ყოფილა. ვხვდები, რომ ხელში მნიშვნელოვანი ბარათი მიჭირავს, რომლითაც ყველა იმ აუდიენციას დავგეგმავ, რომელიც ნამდვილად მჭირდება და იმასაც, რაც ნაკლებად მჭირდება, მაგრამ მინდა. გადავწყვიტე მისვლა! "არდის" მაღალ-მაღალი, ვიტრაჟებიანი სათავო ოფისი ვაჟა ფშაველას 3 ნომერში მდებარეობს, ზუსტად არქივის გვერდით. რადგან საქმეს საფუძვლიანად მოვეკიდე და "სითისთვის" ბლოგის დაწერაც გადავწყვიტე, ვითხოვე შეხვედრა ყველა იმ ადამიანთან, ვინც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ სფეროში, დაზღვევაში, გამანათლებდა.  პირველი სასიამოვნო გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ყველა ზემოხსენებული უპირატესობა ეხება ყველა დაზღვეულს. ანუ, რომ მეგონა მარტო მე მქონდა რაღაც ჯადოსნური "არდი"-ბარათი, სანახევროდ სიმართლეა _ ის ჯადოსნური ნამდვილადაა, ოღონდ, მის მიერ გაწეული მომსახურება ეკუთვნის ყველას, ყველას, ვინც "არდის" კორპორატიულ დაზღვევაში მოხვდება.





ეს როგორ?!
მიყვება თეონა გოდერიძე. ის "არდის" სათავეებთან იდგა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აქ ჯანმრთელობის დაზღვევა პირველ ნაბიჯებს დგამდა და დღეს ხარისხის მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.




_ არდის სტრატეგია რომ იწერებოდა 2012 წელს, ჯერ იყო თეთრი, სუფთა ფურცელი, სადაც არაფერი ეწერა. დიდხანს ვფიქრობდით, როგორი მოდელის უნდა ყოფილიყო ჩვენი მომსახურება, რომ ცოტა რეპუტაციაშელახული დაზღვევის სფეროსადმი მომხმარებლის გული მობრუნებულიყო. ყველა შევთანხმდით, რომ ფუნდამენტად მომსახურების მაღალ ხარისხს გავხდიდით. ოღონდ, არა ამ სიტყვების უკვე გაცვეთილი მნიშვნელობით. ვინაიდან დღეს ყველა ხარისხზე აკეთებს აქცენტს, ჩვენთან მომხმარებელს რეალურად უნდა მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი. ისეთი, რომელიც მას სასიამოვნოდ გააოცებდა. დაახლოებით ისე, როგორც თქვენ, ეკა. ადამიანი ელოდება კონკრეტულ სერვისს და როდესაც ის იღებს მოსალოდნელზე მეტს _ კმაყოფილი რჩება.  მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ე.წ. სტატუს-მომსახურებაა. ვიპ-სერვისი, პრემიუმ-კლასის მომსახურება, სერვისი მხოლოდ განსაკუთრებული პერსონებისათვის _ ეს დღეს თითქოს ცნობიერებაში გამჯდარი ტერმინებია, მაგრამ ერთია, როდესაც ჩვენ ამ ტიპის სეგმენტაციაზე ვსაუბრობთ სასტუმროში, ავიაკომპანიაში და მეორე, როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. აქ არ და ვერ იქნება "ვიპ" და განსაკუთრებული მომხმარებელი.  სწორედ ამიტომ, "არდის" კორპორაციული დაზღვევის პაკეტი არ აკეთებს ამ დიფერენცირებას. თუ ადამიანს აწუხებს გული, ის მიიღებს უმაღლესი ხარისხის მკურნალობას იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსი აქვს მას დაზღვეულ კომპანიაში. ყველა დაზღვეულს და მისი ოჯახის წევრს, ჰყავს პირადი მენეჯერი, როგორც თქვენ. ერთი სიტყვით, "არდი" არ უშვებს კომპრომისს ხარისხზე და ეს პრინციპი განაპირობებს მის პირველობას ბაზრის ჩვენ მიერ არჩეულ სეგმენტში.



გიორგი ტურძილაძე, "არდის" დაზღვევის უფროსი მენეჯერია, რომელიც თქვენი პირველი სასწრაფო დახმარება და ერთგვარი ნავიგატორია ამ სფეროში. გაჩნდა კითხვა? რეკავთ გიორგისთან. როგორ და რა მექანიზმებით ახერხებს პასუხის გაცემას ღამის 2 საათზე, ვერ გეტყვით.




_ თქვენც და ნებისმიერმა მომხმარებელმა, ჩემთან ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ დარეკოთ, ნებისმიერ დროს. კითხვა კი, როგორც წესი, ბევრი ჩნდება: მომსახურებასთან დაკავშირებით, რა გეკუთვნით 100%-იანი დაფინანსებით, რა 80%-იანით, ვინ არიან პროვაიდერები, როგორ ჯობია იმოქმედოთ ისე, რომ თქვენთვის მომგებიანი იყოს. ერთხელ, ერთმა ქალბატონმა, გამთენიისას დარეკა, _ წყლები დავღვარე და რა გავაკეთოო, _ მკითხა


_ მერე, თქვენ რა უპასუხეთ?
_ არაფერი, გავახსენე უახლოესი პროვაიდერი სამშობიაროს მისამართი, სადაც სასწრაფოდ უნდა წასულიყო.


"ნავიგატორმა" გიორგიმ, ერთხელ, უკვე აეროპორტში მისულებს, "არდის" სამოგზაურო დაზღვევა ლამის ჰაერში დაგვაწია. ასეთ "ექსტრიმს" გიორგი შეჩვეულია. იმ შემთხვევაში, თუ კითხვები წმინდა სამედიცინო პასუხებს ითხოვს, ერთვება "არდის" მაია სიხარულიძე. ის პირადი სამედიცინო მენეჯერია და თუკი ერთხელ მაინც მასთან კონსულტაცია გაგივლიათ, თქვენ სხვას აღარ მიმართავთ. მაია "არდის" ნამდვილი ვარსკვლავია, მხოლოდ, ჩუმი და ძალიან თავმდაბალი.





_ ჩემთან ნებისმიერი შინაარსის ზარი შეიძლება შემოვიდეს. მთხოვენ რჩევას, რომელ ექიმთან ჯობია მისვლა, მიყვებიან რა აწუხებთ, აღწერენ მდგომარეობას, ვუსმენ, ვუკეთებ ანალიზს და შემდეგ ვუგეგმავ ექიმთან ვიზიტს. მთავარია, ეს ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთო. ერთგვარად დავაკვალიანო დაზღვეული ადამიანი და შევთავაზო მისთვის საჭირო პროვაიდერი. `არდის~ პროვაიდერთა სია კი, საკმაოდ ვრცელია და მოიცავს თითქმის ყველა წამყვან კლინიკას საქართველოში.
სწრაფ და ხარისხიან ქმედებაში იგულისხმება ისეთი ნიუანსების მოგვარება, როგორიცაა სახელოვან ექიმთან სწრაფად მოხვედრა, ცოცხალი რიგის აცილებით. ვიდრე დაზღვეული დიასახლისი სამზარეულოში თავის საქმეებს აკეთებს, ხოლო კომპანიის მენეჯერი კაბინეტში მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკანა ხაზზე მუშაობს მაია სიხარულიძე და თქვენთვის სასურველ და ოპტიმალურ დროს გითანხმებთ. იზრდება "არდის" დაზღვეულთა რიცხვი და იზრდება მაიას სამსახურის სტაფიც. სუპერ მაია უკვე ახალ თაობას ზრდის, სავარაუდოდ თქვენთვის, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ და სწორ გადაწყვეტილებას იღებთ დაზღვევასთან დაკავშირებით.



აი, მას შემდეგ, რაც ყველაზე მთავარს, ჯანმრთელობას მიხედავთ, იწყება "არდისთან" ურთიერთობის ახალი ფაზა. სფერო, რომელზეც ეკა ხიდაშელი მუშაობს. ეკა "არდის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი მენეჯერია და ჩემი აზრით, "არდის" მარკეტინგის ეს მიმართულება, რომელიც მომხმარებლებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თვისობრივად განსხვავებული ხასიათისაა და ისახავს ერთადერთ მიზანს: იფიქროს თქვენზე.





_ ეს უკვე დამატებითი მომსახურებებია, ერთგვარი კომპლიმენტი "არდისგან". ხარისხიანი დაზღვევის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რაც დაზღვევის მიღმაა, რითიც ადამიანი კმაყოფილი დარჩება და რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს: დასვენება, ჯანსაღი ცხოვრება, დღესასწაულებზე საჩუქრების შეძენა... მთელი წლის მანძილზე მხოლოდ "არდის" დაზღვეულთათვის მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება ბორჯომის "ქრაუნ პლაზაში", 30%-იანი ექსკლუზიური ფასდაკლება "ოლიმპიურ აუზზე"... მნიშვნელოვანი იცით რა არის? რომ ის, რასაც ჩვენგან იღებს მომხმარებელი, მისთვის რეალურად ხელშესახები იყოს _ იყოს ის ფასდაკლება, რომელიც მას ნამდვილად დაუზოგავს ბიუჯეტს და ეს პრივილეგიები ჩვენი დაზღვეულებისთვის ვრცელდებოდეს გამორჩეულ, პრემიუმ კლასის ადგილებზე.  წლის მანძილზე სხვადასხვა ტიპის აქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს. მაგალითად, ავიღოთ სტომატოლოგია, კბილების გაწმენდა, რომელიც დაახლოებით 100 ლარამდე ღირს, აქციის პერიოდში უფასოდ უკეთდება "არდის"დაზღვეულებს. ამავე აქციით, კბილების გათეთრება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა, ჩვენი ბარათით თითქმის მეოთხედი ფასი დაუჯდება. თითოეულ სფეროს, აქციას, შეთავაზებას დიდი ყურადღებით ვარჩევთ. აღარაფერს ვამბობ სკრინინგ პროგრამაზე, ვიზიტზე გინეკოლოგთან, მამოლოგთან თუ ენდოკრინოლოგთან, რომლებიც აქციის ფარგლებში უფასოა _ მიყვება ეკა



მე ვიცი, რომ დღეს გრძელი ტექსტების კითხვა ჭირს, ამიტომ ვეცადე ძალიან მოკლედ დამეწერა. ყველაფერს ვერ მოყვები და თანაც, მცირე სასიამოვნო გაოცებები "არდისგან" წინ უნდა დაგიტოვოთ.
ერთს გეტყვით _ "არდი" სულ ფიქრობს. ფიქრობს თქვენზე, რა შექმნას ახალი, საინტერესო, კომფორტული. გავარკვიე, რომ ინტერნეტდამოკიდებულთათვის და სუპერ-საქმიანებისთვის `არდი~ სულ ცოტა ხანში სასიამოვნო სიახლეს ამზადებს, თუმცა დეტალები ჯერ საიდუმლოდ დაიტოვეს. მის გამჟღავნდებამდე კი, მაიკო საჭირო ექიმთან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს უსწრაფესად ჩაგწერთ, შMშ კოდით ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტს შეიძენთ აფთიაქში და... ალბათ, წყლები თუ დაღვარეთ, პირდაპირ თქვენს გინეკოლოგთან გაგასაუბრებენ, თქვენ რომ არ ინერვიულოთ, რა თქმა უნდა! 




ზემოხსენებულზე ჩემი რეზიუმე კი ასეთია: კარგი მენეჯერი და მფლობელი კომპანიისა ის არის, ვინც თავის თანამშრომლებზე ზრუნავს ისევე, როგორც საკუთარ თავზე. კარგი მენეჯერები კი, სავარაუდოდ, თანამშრომლებს "არდიში" აზღვევენ.
და თქვენ სად ხართ დაზღვეული?





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა