ახალი ამბები
პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე- ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერა „ტურანდოტი“
30 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის "ტურანდოტი" მორიგი საპრემიერო ჩვენება შედგება.
ეს უნიკალური დადგმა პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა. "ტურანდოტის" დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინი (იტალია); სცენოგრაფი - კარლა ტოლომეო (იტალია); კოსტიუმების მხატვრები: ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა (იტალია). დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. "ტურანდოტის" მომდევნო ჩვენებები გაიმართება 1, 14, 15 აპრილს.






სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ისე მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები. სწორედ ამ დადგმით გაიხსნა 2017 წლის ზაფხულს, იტალიაში, პუჩინის ფესტივალი Torre Del Lago. რეჟისორის ტრადიციული დადგმა გამოირჩევა თავისი ზღაპრული გაფორმებით. ულამაზეს კოსტიუმებს და დეკორაციებს მაყურებელი გადაჰყავს კარლ გოცის ზღაპარში, ჩინეთის იმპერატორის სასახლეში, სადაც ვითარდება პრინცესა ტურანდოტის და პრინც კალაფის სასიყვარულო ისტორია.




ჯაკომო პუჩინი ოპერას "ტურანდოტი" სიცოცხლის ბოლომდე წერდა (1920-1924 წწ), თუმცა დასრულება ვერ მოასწრო. ეს ოპერა მისმა მეგობარმა, ფრანკო ალფანომ დაამთავრა. "ტურანდოტის" მსოფლიო პრემიერა 1926 წლის 25 აპრილს მილანის თეატრ ლა სკალაში შედგა. პრემიერაზე დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ სპექტაკლი დასასრულისკენ შეწყვიტა და განაცხადა, რომ ოპერა აქ სრულდება, ვინაიდან ამ მომენტში მაესტრო გარდაიცვალაო. "ტურანდოტმა" მსოფლიოს მრავალი საოპერო თეატრის სცენა უდიდესი წარმატებით შემოიარა.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა