ახალი ამბები
20 წელი ნიკორასთან ერთად
....
რამდენი?
ჰო, ზუსტად ოცი წელი.
სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ შედეგები შეაჯამო, შენი და "ნიკორას" პირველი შეხვედრა გაიხსენო, გაიხსენო პირველი გაკვირვება, რომ 90-იანი წლების საქართველოში როგორც იქნა, განსხვავებული გემოსა და მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტი შეიძინე. გაიხსენო ის დღე, ქართულმა "ნიკორამ" შენს ოჯახში რომ დაიმკვიდრა ადგილი და თავად შენი ცხოვრებისეული ამბებიც. სად იყავი 20 წლის წინ? როგორი იყო მაშინდელი შენი ყოველდღიურობა და როგორ მოვიდა ნდობა და ერთგულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდის მიმართ. ოცწლიანი მეგობრობა "ნიკორასთან ~  პირველი გმირი განსაკუთრებულია. მას მაკო რატიანი ჰქვია. ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალბატონი ჩვენს სითიში. 5 შვილის დედა, ბებია, სამუშაო რეჟიმი 24/7-ზე, მხიარული, ენერგიული და, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური დიასახლისი.




მაკო რატიანის დიდი ოჯახი

ჩემს ისტორიას ყველა ჩემი გათხოვებით იწყებს. უკვე არ მიკვირს. მეც ასე დავიწყებ: ძალიან პატარა გავთხოვდი, 15 წლის ვიყავი.  ტყუპები, გიორგი და ზუკა გურგენაძეები, 16 წლის ასაკში შემეძინა. გავიდა ერთი წელი და გაჩნდა კიდევ ერთი ბიჭი, აჩი გურგენაძე.  90-იანი წლები იყო. დღეს ბავშვებს რომ იმდროინდელ ყოფას ვუყვები, დაჯერებაც უჭირთ, რომ არ იყო შუქი, არც გათბობა, არც ცხელი წყალი და ზოგჯერ არც ცივი. სამი შვილის პირობებში რას როგორ ვახერხებდით, ჩვენი თაობისთვის იოლი ასახსნელია, პატარებისთვის _ რთული.  მაგრამ ჩვენ, ალბათ, ისევე როგორც ყველა, როგორღაც "გამოვძვერით", სიცივესა და უშუქობაში, უპამპერსობასა და პურის რიგებში. ბავშვების აღზრდაში მშობლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. მე საკმაოდ პატარა ვიყავი და ეს დახმარება ძალიან მჭირდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის ისტორიაში რთული პერიოდი ბევრჯერ დამდგარა. გათენდა ერთი დღე, ყველამ გავიღვიძეთ და აღარაფერი გვქონდა, აღარც ჩვენი საოჯახო ბიზნესი და აღარც სახლი, რომლის გაყიდვაც გვაიძულეს. მომიწია მაშინ ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება, მუშაობა უნდა დამეწყო. პირველი სამსახური იყო რესტორანი "პურპური", სადაც მენეჯერად ვმუშაობდი. მას შემდეგ ბევრი სამსახურისა და ეტაპის გავლა მომიწია. დღეს "ვი-თი-ბი" ბანკის პროტოკოლის მენეჯერი ვარ. წლებისწინანდელ ჩემს გადაწყვეტილებას, ცხადია, არ ვნანობ.






ოჯახური ამბები კი გრძელდებოდა: 2005 წელს მეოთხე ბიჭი _ ლაშა შემეძინა, ჩემი მეხუთე შვილი, გოგო, თამუნა კი 6 წლისაა. სხვათა შორის, "სითის" რედაქტორის, ეკა ხოფერიას გადაცემაში უფროსები ხუმრობდნენ, მაკო თუ არ გააჩერეთ, მეექვსესაც გააჩენსო. მეექვსე არ ვიცი, მაგრამ ბებიაც გავხდი. ჩემი დიდი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩემი შვილიშვილი ნინა, ორი წლისაა.  ბევრი შვილი, ამქვეყნად მართლაც, ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ზოგადად, ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ოჯახური შეკრებები გამორჩეულად მიყვარს. ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ გვჭირდება. გიორგი და აჩი დაოჯახებულები არიან და ცალკე ცხოვრობენ, თუმცა, საკმაოდ ხშირად ვართ ერთად. მიხარია,რომ ჩემი რძლებიც ასე იზიარებენ ჩემს დამოკიდებულებას და ჩვენი ოჯახური შეკრებები მათთვისაც მნიშვნელოვანია. ერთად დასასვენებლად წასვლაც ძალიან გვიყვარს და ზამთარსა თუ ზაფხულში, ერთი კვირით მაინც, ვისვენებთ ერთად. აღდგომა და ახალი წელი კი ჩვენი ორი, ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და აუცილებლად ერთად ვხვდებით






ჩვენი დიდი ოჯახი და "ნიკორა"

"ნიკორას" პროდუქტებთან ჩემი ურთიერთობა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მალე, ყიფშიძეზე, ჩემი სახლის სიახლოვეს საფირმო მარკეტიც გაიხსნა. მაშინ უკვე "წალეკილი" ჰქონდა დახლები მეტ-ნაკლებად უხარისხო იმპორტულ პროდუქციას და ის, რომ "ნიკორას" ხორცპროდუქტები ქართული წარმოებისა და ხარისხიანი იყო ჩვენთვის, რიგითი მყიდველებისთვის, სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. ნდობა თავისთავად მოვიდა.  ჩემი დიდი ოჯახი, სადაც მამაკაცები ჭარბობენ, შემიძლია ვთქვა, რომ "ნიკორას" პროდუქტებზე გაიზარდა. საქმიანი ადამიანისთვის, რომლის საზრუნავი, სამსახურის გარდა, დიდი ოჯახია, სწრაფად მოსამზადებელი კერძები, განსაკუთრებით მომხიბვლელია. ბიჭებს განსაკუთრებით უყვართ სოსისი, პატარებს კი სხვადასხვა ძეხვეულით დამზადებული სენდვიჩები. სხვათა შორის, "ნიკორას" ლორით, ჩემი საფირმო კერძიც მაქვს მოფიქრებული. სპაგეტი ლორით. რეცეპტი მარტივია, სპაგეტის უნდა დავუმატოთ მოთუშული ნიორი, ნაღები და ბოლოს შებრაწული ლორი. სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი კერძია, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. მეც და ჩემს ოჯახსაც "ნიკორასთან" წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და ის ჩვენი ყოველდღიური თუ საზეიმო ვახშმის განუყოფელი ნაწილია.




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2797
TRY
TRY
1
0.5224
USD
USD
1
2.9691
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა