ახალი ამბები
ხედი ფიქრისგორიდან-რეზო თაბუკაშვილი
"ვიშ, რა ლამაზია!"

_ "რა სულელური შეძახილია", _ გავიფიქრე. რომელიღაც სახლის სხვენში დამაყენეს კრამიტებში ამოჭრილ ფანჯარასთან ექვსი-შვიდი წლისა, კინოკამერა მომიშვირეს და ვიღაც სათვალიანმა კაცმა მითხრა: _ "აბა, გახედე სივრცეს და თქვი: _ "ვიშ, რა ლამაზია!". მსუქანი ქალი გამოხტა გვერდიდან და _ "დუბლ... პრობა...", _ დააჭახუნა ცარცით თეთრად აჭრელებული ხის შავი კვადრატი. მთელი გადამღები ჯგუფი ინტერესით მომაშტერდა. სამჯერ გამამეორებინეს, "ვიშ, რა ლამაზია!". შევატყვე, რომ არ მოეწონათ ჩემი მცდელობები. ცას გავყურებდი ფუნიკულიორის მხარეს, მართლა ლამაზ და გადასარევ ხედს თრიალეთის ქედისა, რომელსაც დღის ყველა მონაკვეთში ვიცნობდი განსხვავებულს, სულ სხვადასხვანაირს. ჩემი ოთახიდან, ბავშვობისდროინდელი ფიქრისგორიდანაც იგივე სურათი მოჩანდა. ფუნიკულიორის გვერდით, ქედის გაყოლებაზე, სხვა ანძებიც ინთებოდნენ წითელ ნათურებად ღამღამობით. ლოგინიდან ვხედავდი დაძინებისას. "ვიშ" კი არა, საიდუმლოდ ახლობელი და მშვენიერი იყო, რაზეც მიმანიშნებდნენ. სწორედ ამ პეიზაჟს წამიერად მიშტერებულმა ვიგრძენი პირველად სასოწარკვეთა და გამაოგნა დაუფლებულმა შიშმა და აქამდე არგანცდილმა უძირო სისასტიკემ. თან, _ "პატარა ვარ ამისთვის-მეთქი", _ ესეც გავიფიქრე, კარგად მახსოვს. მოკლე შემოტევა იყო, მალევე გადაიარა მძიმე ტალღამ და მიმზიდველი და მშობლიური გახდა ისევ ანძა, გვერდითა ანძებიც და თრიალეთის ქედიც, კვლავ...




ვიდექი სხვენში გადამღებ ჯგუფთან ერთად. მორიდებულად მეღიმებოდა და არ გამჩენია სურვილი ამეხსნა იმ სათვალიანი კაცისთვის, ან კინოჯგუფის სხვა წევრებისთვის, თუ როგორი არასწორი წამოძახილია "ვიშ", თავისი "ლამაზიანად". და რომ, მათზე ბევრად მეტი ვიცოდი ამ ხედის შესახებ. ვიდექი, მრცხვენოდა ოდნავ, ალბათ უფრო მათ გამო, რადგან ვხვდებოდი, რომ უხერხულად სულელური და შეუფერებელი შეფასება მოეფიქრებინათ დასაძახებლად, შემოსაძახებლად...
ცოტა ხნით ადრე, ბებიაჩემმა, მედეა ჯაფარიძემ, ფუნიკულიორზე წამიყვანა სასეირნოდ. მაისის მზიანი დილა იყო. "ტრამვაიჩიკით" ავედით. ყველა მეგაფონიდან Little Man  ისმოდა დალიდას შესრულებით, ფრანგულად. დიდი ზეიმის მოლოდინში ვიყავი, სადღესასწაულოდ მომზადებული. დიდი მედეას (ოჯახში ასე ვეძახდით) ჯადოსნური დანაპირების ახდენა იწყებოდა... დაწყებულიც იყო უკვე...







ფუნიკულიორის პარკში ციგნის ბავშვები დაქროდნენ გუნდ-გუნდად, თამაშობდნენ ხმაურიანად. უცხოელი ტურისტების ჯგუფი შენიშნეს და "ჟვაჩკების" სამათხოვროდ შემოესივნენ ალყად. ისინიც ურიგებდნენ მუჭებით ფერად-ფერად "კევებს". ვიღაც, სწორედ რომ "ძაღლმა", ფორმიანმა მილიციელმა უხცოელების წინაშე საბჭოთა "ღირსება" დაიცვა და საზარლად გალახა ბოშა ბავშვი... გადაიდო ჩემი ზეიმი. მილიციის განყოფილებაში აღმოვჩნდით. მე გემოზე მოვთქვამდი, სულ სხვა ამბებს და ატრაქციონებს ველოდი. აქ კი, დიდ მედეას მთელი განყოფილება "სმირნაზე" ჰყავდა დაყენებული უფროსის თამადობით და საშინლად უბრაზდებოდა. ცალი ხელით მე ვეჭირე (რამდენჯერმე მკაცრად მომთხოვა გაჩუმება), ცალით _ გაყურსული ციგნის გოგო. ცხელი დღე აყარა უსაქციელოდ ფურაჟკებმოხსნილ, თავჩაქინდრულად მდგარ მილიციელებს. ის, მთავარი თახსირი, ბავშვის გამლახველი, ქვეშევრდომების ზურგს უკან იმალებოდა. გარეთ გამოსული მე და ის გოგო კი დაგვსვა დიდმა მედეამ ჯაჭვებიან საქანელაზე, მაგრამ მაშინ ჩავთვალე, რომ ზეიმი დაკარგული იყო, ვერ შედგა... დღევადელ ფიქრისგორას ფუნიკულიორი მოსტაცეს. ვეღარც მთავარ ანძას ვხედავ, მახინჯი შენობებით ამოქოლილს და ვეღარც მომცრო, წითელნათურიანებს... არა, ერთი მათგანი მაინც ჩანს. მარჯვნივ, ქედის გაყოლებაზე, ღამღამობით ციმციმებს ძველებურად.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა