ახალი ამბები
ქეთი გოგილაშვილი-ცხოვრების მთავარი საქმე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი `ალბიუსი~ თბილისში, ოპერის თეატრის მიმდებარედ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
აქ ქალბატონი ქეთევანი და მისი მაღალპროფესიული გუნდი, პაციენტებს საოცნებო ღიმილს უბრუნებს და მომავალ სტომატოლოგებს, ავტორიტეტულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, მკურნალობის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს აცნობს. მაღალტექნოლოგიურ საკონფერენციო დარბაზში სტომატოლოგთა მეორე ნაკადის თავყრილობაა. აქ, ახლადდაფუძნებული "პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის" მსმენელები (ლიცენზირებული ექიმები), დარგის წამყვანი ევროპული სკოლების გამოცდილების ონლაინ რეჟიმში გასაცნობად ემზადებიან.  ქეთი გოგილაშვილი შესასვლელში მხვდება. ცხადია, თეთრ ხალათში და ცხადია ძალიან დაკავებული. 5 წუთს ითხოვს, რომ შემდეგი შეხვედრები ოდნავ გადასწიოს და ჩემთვის მოიცალოს.  ხუთ წუთში დიდ, წიგნებითა და თოჯინებით სავსე კაბინეტში ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით. თოჯინები _ საუკეთესო ქმნილებანი ხანმოკლე შესვენებების შესავსებად, წიგნები _ მრავალმიმართულებიანი საქმიანობის მხოლოდ ერთი მხარე.



ბავშვობა
ქერა და თმატალღოვანი ქეთი ვაკეში, იმდროინდელ `ლეჩკომბინატში~ დაიბადა. მშობლები მთაწმინდაზე ცხოვრობდნენ, ბევრს მუშაობდნენ (დედა-ბიოლოგი, მამა-ინჟინერი) და ქალიშვილი ბებიასთან, ვაკეში, იზრდებოდა.
_ სადღაც ამოვიკითხე: დედის მხრიდან ბებიას შვილიშვილთან გენეტიკურად რაღაც განსაკუთრებული კავშირი აქვსო. არ ვიცი რამდენად მეცნიერულად დასაბუთებულია ეს ამბავი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლაც ასეა. სულ ბებიასთან ვიყავი. ის არ მუშაობდა, დიასახლისი იყო. მთელი დღე სახლში დაფუსფუსებდა _ როცა სამზარეულოში სადილს ამზადებდა, გვერდითა კუთხეში მე ჩემს სათამაშო მაგიდასთან ზუსტად იგივეს ვიმეორებდი. საშინლად მათამამებდა. სტუდენტობის წლებშიც კი, საუზმეს ლოგინში მომართმევდა ხოლმე, მაგრამ ამ გათამამებასთან ერთად, შრომისადმი დიდ სიყვარულს მასწავლიდა. იმდენად მიყვარდა ბებია-ბაბუასთან ყოფნა, საღამოობით მამა სახლში წასაყვანად რომ მომაკითხავდა, ვიმალებოდი. `სტომატოლოგობანას~ ქეთი ბავშვობაში არ თამაშობდა, უფრო `ვერის უბნის მელოდიების~ პატარა გოგოების რეპერტუარის შესრულებით იყო გატაცებული და როგორც ყველა გოგო, მსახიობობაზე ოცნებობდა. მაგრამ, ისევე როგორც ყველა გოგოს მამების უმრავლესობას ჩვევია, მსახიობობა ქეთის მამამაც გააპროტესტა და ფრაზას `რაც გინდა, ოღონდ ეგ არა~ მოჰყვა გადაწყვეტილება _ სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი!




პროფესია
_ რატომ მაინცდამაინც სტომატოლოგობა _ არ ვიცი. ერთი მახსოვს, რომ მშობლებს ჩემი პედიატრობა სურდათ. მე წინააღმდეგი წავედი და სტომატოლოგობა გადავწყვიტე _ ყვება ქეთი. თუმცა, ბავშვობის მოგონებებში მაინც არსებობს ერთი ქალბატონი, რომელმაც, სავარაუდოდ, მომავალი პროფესიის კონტურები განსაზღვრა. ქეთევან მანჯგალაძე, პატარა ქეთის სტომატოლოგი და მოგვიანებით სტომატოლოგიის ფაკულტეტის კათედრის გამგე. ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფაკულტეტზე კონკურსი, ტრადიციულად, მაღალი იყო _ ერთ ადგილზე 11 ადამიანი. ქეთი წარმატებით ირიცხება სტომატოლოგიის ფაკულტეტზე და დღიდან ჩარიცხვისა, ვიდრე არ დადგა 2009 წელი, მისი ცხოვრება `სამედიცინო უნივერსიტეტის~ გარეშე წარმოუდგენელი იყო. დაშორება კი, მძიმე და რთული. თუმცა, იქამდე იყო წლები რადიკალური სიახლეების, წარმატებების, გვერდში დგომის, ღალატის, სასოწარკვეთისა და გამარჯვების.


სამედიცინო უნივერსიტეტი
ქეთი გოგილაშვილს, დამსახურებული წითელი დიპლომის მიღებაში, ხელი სამხედრო კათედრამ შეუშალა. იმხანად ერთმა მკაცრმა ლექტორმა, რომელიც მომავალ სტომატოლოგებს სამხედრო საქმეს ასწავლიდა, ლამის მთელ კურსს ნიშნები გაუფუჭა. ქეთის ოთხიანი კი ერგო, მაგრამ წითელ დიპლომსა და კათედრას უნდა დამშვიდობებოდა. გადის დრო და ჩნდება ერთი ადამიანი. გახსოვთ, ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი ქალბატონი, ქეთევან მანჯგალაძე? ჰოდა, ქალბატონი ქეთოს დიდი მონდომებითა და გვერდში დგომით, მისი საყვარელი სტუდენტი, ქეთი გოგილაშვილი თერაპიული სტომატოლოგიის კათერაზე ხვდება.  _ მერე იყო დიდი და საინტერესო გზა, თუმცა რთული, ცხადია. კათედრაზე ყველა საფეხური გავიარე _ უფროსი ლაბორანტიდან სრულ პროფესორამდე. და ბოლოს, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი გავხდი _ განაგრძობს თხრობას ჩემი რესპონდენტი.
_ პირველი პაციენტი?
_ მამა! სხვათა შორის, საშინლად ამაყობდა ამ ფაქტით და ყველას უყვებოდა. მე სტუდენტებსაც ვურჩევ პირველი პაციენტი მათი ოჯახის ახლობელი იყოს. ეს საშუალებას გაძლევს არ დაკომპლექსდე და უფრო დარწმუნებით შეასრულო შენი საქმე.
პირველი პაციენტის შემდეგ მოდის მეორე, მესამე და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. 1987 წლიდან დაწყებული სამუშაო პრაქტიკა ლოგიკურად უახლოვდება საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკა `ცედექსს~, რომელიც მან და მისმა კოლეგამ, გიგი მახარაძემ 2006 წელს ერთობლივად დააფუძნეს. კლინიკა 2013 წლამდე არსებობდა. ამავე წელს ქეთი გოგილაშვილი, უკვე დამოუკიდებლად, აფუძნებს სტომატოლოგიის ცენტრს, სახელად `ალბიუსი~.





სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანობა

ვბრუნდებით ისევ 2006-ში, როდესაც ქეთი გოგილაშვილი სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანად ინიშნება. ინიშნება რთულ და საინტერესო დროს: ბოლონიის პროცესი _ ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც უმაღლესი განათლებისათვის ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. სწავლების სისტემა მთლიანად ახალ რელსებზეა გადასაყვანი, მათ შორის, იცვლება ყველაზე მთავარი _ გამოცდების ჩაბარების ფორმა. ძველსა და საბჭოურს ელექტრონული ტიპის გამოცდები ცვლის, ინერგება ინტეგრირებული სწავლების მეთოდები, იწერება ახალი პროგრამები და სტომატოლოგიის ფაკულტეტი ნელ-ნელა გადადის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დონეზე.
სიახლეების პერიოდი იყო, სირთულეების და პრობლემების გადალახვის. ბევრი რამ მოვასწარით 4-5 წელიწადში, ბევრიც _ ვერა.
რატომ?
იმიტომ, რომ შემდეგ იძულებული გავხდი უნივერსიტეტიდან წამოვსულიყავი.
ქეთი ჩერდება და ჩემს, ინტერესით სავსე, გამომეტყველებას უყურებს.
_ ეს უნდა მოვყვე? _ მეკითხება და მიღიმის.
_ მე მომიყევით, მაინტერესებს _ ვპასუხობ და ჩამწერს ვამოწმებ. თხრობას ნელა იწყებს, პერიოდულად ჩერდება, თითქოს არ არის დარწმუნებული ამ ყველაფრის მოყოლის აუცილებლობაში. არადა, ვატყობ რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდს მივუახლოვდი.




სამედიცინო უნივერსიტეტი _ რექტორის არჩევნები
2009 წლის ერთ-ერთ დილას, სამედიცინო უნივერსიტეტის იმჟამინდელ რექტორს იბარებენ და ატყობინებენ, რომ "გარკვეული ჯგუფის" გადაწყვეტილებით იგი თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
ახალ ამბავს, `გარკვეული ჯგუფის~ ხსენების გარეშე და ფორმალური მიზეზის მოშველიებით, რექტორი გუნდს ატყობინებს. გუნდი ხვდება, რომ მიზეზი სხვაა და რექტორის წასვლას ერთსულოვნად აპროტესტებს. პროტესტი წყნარი იყო, აკადემიური, მაგრამ სრულიად საკმარისი საიმისოდ, რომ მეორე დილას `სამედიცინო უნივერსიტეტის~ ეზოში უშიშროების მომრავლებული თანამშრომლების ფონზე, რექტორის მძღოლს საბარგულში `საკუთარი ნებით გადამდგარი~ უფროსის ნივთები ჩაელაგებინა.
ახალ არჩევნებამდე რჩება 9 თვე. იწყება ე.წ. გარდამავალი პერიოდის რექტორის არჩევნები. ხდება ახალ-ახალი კანდიდატურის წარდგენა. და იწყება... შეიტანა ერთმა, გამოიტანა მეორე დღეს, შეიტანა მეორემ, გამოიტანა მესამე დღეს და ასე, დაუსრულებლად. ვის რას ეუბნებოდნენ დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ საქმის არსს ხვდებოდა ყველა.
და აი, ამ ორომტრიალში ქეთი იღებს გადაწყვეტილებას რექტორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
_ საქმე იცით რა არის? ძალიან უსამართლოდ მოგვექცნენ, დაუმსახურებლად. ერთადერთი მოტივაცია მამოძრავებდა _ გუნდთან ერთად დაწყებული სიახლეები მიგვეყვანა ბოლომდე. 9 თვეში ამის მოსწრება რეალური იყო.
_ ჰო, მაგრამ ალბათ ხვდებოდით, რომ თქვენს კოლეგებს საკუთარი ნებით არ გაჰქონდათ უკან განცხადებები, ალბათ ხვდებოდით, რომ ზეწოლა იყო.
_ კი, როგორ არა. მაგრამ, როგორ აგიხსნათ, ალბათ საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს. არ მეშინოდა, ვერც კი წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ჩემი დაშინება. დღესაც არ ვნანობ, რომ განცხადება ბოლო დღეს, ბოლო საათებში შევიტანე.
განაცხადების შეტანის ბოლო დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში კვლავ დიდი `სტუმრიანობაა~. იმავე დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე ორი საათით ადრე, ქეთი გოგილაშვილი თავის გადაწყვეტილებას რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აცნობს. ცხადია, მოვალეობის შემსრულებლისთვის ეს საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია იყო, რომლის მიღებისთანავე ის ახალ კანდიდატს ატყობინებს, რომ ორი აუცილებელი ზარი უნდა გააკეთოს.
საღამოს ქეთის ოჯახში მეგობრები მიდიან და სთხოვენ განცხადება უკან გამოიტანოს. ქეთი უარს ამბობს, დღეს მეუბნება, _ დრო რომ უკან დააბრუნონ, ალბათ, იგივეს გავაკეთებდიო.
უცხო სტუმართა რიცხვმა `სამედიცინო უნივერსიტეტის~ ეზოში არჩევნების დღეს თავის მაქსიმუმს მიაღწია. მთელი პირველი სართული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებით იყო სავსე. პრორექტორის კაბინეტს დროდადრო სტუმრობდენ სხვადასხვა თანამდებობის პირები. მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე მიუთითებს და კაბინეტის დატოვებას სთხოვს ჩემი ისტორიის მთავარი გმირი. მას, ცხადია, არავინ ემორჩილება და არავინ უჯერებს. `თუ ასეთი ფორმით გეგმავდით, გეთქვათ მაშინ წინასწარ~ _ ეუბნება რექტორობის კანდიდატი და ხვდება, რომ უთანასწორო ბრძოლის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
ამ ისტორიაში ქეთი არავის სახელსა და გვარს არ ახსენებს, არ ყვება დეტალებს, მეუბნება მხოლოდ ერთ ფრაზას: `არც იქამდე და არც იმის მერე, მე მსგავსი შიში, ღალატი და ტყუილი ადამიანებისგან არ მიგრძვნია~.
საბოლოოდ, არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. ქეთი გოგილაშვილმა, ცხადია, წააგო. თუმცა, მიღებული ხმები რექტორსა და მას შორის გადანაწილდა. ქეთის ხმა არ მისცეს საბჭოს იმ წევრებმა, ვინც, ლამის დარბაზში შესვლამდე, ერთგულებასა და მხარში დგომას ჰპირდებოდა.
ნაწყენი ხარ ამ ადამიანებზე?
დღეს უკვე აღარ. სადმე თუ შევხვდებით ერთმანეთს, პირიქით, ვცდილობ განვმუხტო უხერხული სიტუაცია და არაფერი ვაგრძნობინო. როცა საბოლოოდ გამარჯვებული ხარ, ალბათ სხვაგვარად უნდა მოიქცე. და ერთიც, შენ მეუბნები რატომ არ ვამბობ სახელებს და გვარებს. იმიტომ, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცოდვად საკუთარი ინტერესების გამო ადამიანის განადგურება მიმაჩნია.
არჩევნების წაგების შემდეგ, ქეთი გოგილაშვილი ფაკულტეტის დეკანის პოსტზე მუშაობას განაგრძობს. თუმცა, ძალიან მცირე ხნით. საბოლოო წერტილი და გადაწყვეტილება მოდის მაშინ, როდესაც იწყება არჩევნები სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. ქეთი გოგილაშვილის ადგილზე განაცხადი ახლადარჩეული რექტორის მეუღლეს შეაქვს...
27 წლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ქეთი ტოვებს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შენობის კედლებს.
_ წარმომიდგენია ის დღეები…
_ ჰოო _ ეცინება ქეთის და ამატებს _ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება `სამედიცინო უნივერსიტეტში~ გავატარე. იცი, ბოლო ერთი წელია, რაც ვაჟა ფშაველას გამზირზე დავიწყე მანქანით სიარული. იქამდე შორიდან ვუვლიდი, რომ როგორმე შემთხვევით `სამედიცინო უნივერსიტეტთან" არ მოვხვედრილიყავი.
ახლა ის დროა, ქეთის ამჟამინდელ თავბრუდამხვევ წარმატებებზე გადავიდე, მაგრამ ისტორია არ სრულდება და დარტყმები გრძელდება.





ყველაფრის გარეშე
რექტორის არჩევნების შემდგომ, ხელისუფალი მის მეუღლეს შეთხზული ბრალდებით აპატიმრებს და დაკავებიდან სამ დღეში კლინიკის შენობას ანგრევენ.
ამბობს, რომ ზუსტად ორი დღე იყო ცუდად.
_ მხოლოდ ორი დღე?
_ კი, მხოლოდ ორი დღე.
_ და, რა მოხდა მესამე დღეს?
_ მესამე დღის დილას მე ავდექი, გამოვედი და დავინახე ჩემი შვილები. მივხვდი, რომ მათ ძლიერი ვჭირდები და რომ მათ მე ასე ვერ მივატოვებ. ვერ აღგიწერ, ეკა, საიდან მოვიდა ეს ძალა, ეს დარწმუნება, ეს ენერგია. თითქოს რკინის გავხდი იმ დილას და ვიგრძენი, რომ ყველაფერს შევცვლიდი. დავიწყებდი საკუთარი და ოჯახის ღირსებისთვის ბრძოლას.
იწყება ახალი ორომტრიალი. თავდაუზოგავი მუშაობა, დილიდან ღამემდე სირბილი სხვადასხვა საქმეზე, ადვოკატების ძიება და პოვნა, შეხვედრები პრესასთან და ლაპარაკი ყველასთან, ვინც `ამ თემებზე~ ალაპარაკებს. პარალელურად, კრედიტები, დანგრეული კლინიკის აღდგენა და მის ჩვეულ სამუშაო რიტმში გადაყვანა.  დღეს ეს ყველაფერი განვლილი ეტაპია.  დღეს, ოჯახიც და ბიზნესიც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გადავიდა. პოლიტპატიმრის სტატუსით ოჯახსა და ცხოვრებას დაბრუნებული მეუღლე, ბავშვების წარმატებული საქმიანობა და ქეთის საყვარელი საქმე, უფრო სწორად კი, საქმეები.


ქეთი გოგილაშვილი _ ახალი ეტაპი

სტომატოლოგიის ცენტრი `ალბიუსი~ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ კლინიკასთან ერთად, საგანმანათლებლო სივრცეს, `ალბიუსის~ აკადემიას წარმოადგენს, სადაც სტუდენტები პოსტდიპლომურ განათლებას იღებენ. `რომის საპიენცას უნივერსიტეტთან~ თანამშრომლობით დაფუძნდა საქართველოში პირველი პაროდონტოლოგიის სკოლა. ამ თემების პარალელურად, ქეთი გოგილაშვილი `საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის~ პრეზიდენტია. ასოციაციის, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა სფეროში; მაგალითად: მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური `ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა~ დააანონსა, და ეს მოხდა აპრილში, უკვე იანვრის თვეში ასოციაციამ კონგრესი ჩაატარა, რომელმაც სამედიცინო სფეროში არსებული თითქმის ყველა მიმართულების ასოციაცია გააერთიანა. ახალი პროგრამა იმთავითვე გულისხმობდა მასობრივი შემოწმებების დაწყებას კლინიკებში. ასოციაციის ეგიდით დაიწერა პროგრამა და დაიწყო გადამზადების ტრეინინგები, რომელიც დღეის მონაცემებით, არც მეტი არც ნაკლები, 4238-მა ადამიანმა გაიარა.
_ ეს რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია არა მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით და მეამაყება, რომ ჩვენი წვლილი ამ პროგრამის წარმატებაში არც თუ ისე მცირეა. ამას გარდა, ჩვენ, ისე როგორც არავინ, ვხედავთ ამ პროგრამის სასიკეთო მხარეს: კლინიკაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ცხოვრებაზე ჩაქნეული, მოდიან ლამაზი ღიმილის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთი საეტაპო მნიშვნელობის თემა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება, პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნის პროფესიული განათლების სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, `საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ~ სამი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის პროგრამა შეიმუშავა, _ განმარტავენ ასოციაციში და დასძენენ, რომ მათი დამტკიცება საგრძნობლად წასწევს სფეროს წინ და შეამცირებს უმუშევრობას.
ამავდროულად, ქეთი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პარლამენტის დელეგატია და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრი.
მომხიბლავი რესპოდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორია.





ცხოვრების ახალი ტემპი
თემებისა და მიმართულებების ჩამონათვალი დიდია, თუმცა, მათი მთავარი სულისჩამდგმელი მეუბნება, რომ გასულ წლებთან შედარებით მუშაობის ტემპი ოდნავ შეცვალა.
_ ეს რას ნიშნავს?
_ იმას, რომ დროს უფრო ვუფრთხილდები და საქმესაც. თუკი ადრე 4-5 საქმეს ერთდროულად ვაკეთებდი, დღეს სხვაგვარადაა. დღეს მირჩევნია დრო რაციონალურად გადავანაწილო და ვიდრე ერთს არ მოვრჩები, მეორეს არ შევუდგე.
ცოტა არ მჯერა. მხოლოდ ჩემთან გატარებული 2 საათის მანძილზე, 3-4 სხვადასხვა შინაარსის მქონე საქმიან ზარს უპასუხა ისე, რომ ტელეფონის გათიშვის შემდეგ თხრობა ზუსტად იმ მომენტიდან განაგრძო, სადაც გაჩერდა.
ქეთი ამბობს, რომ 50 წელს გადასცდა. შეხედეთ ფოტოებს ფოტოშოპის გარეშე და მენდეთ სიტყვაზე, ასე 40 წლის ქალებიც არ გამოიყურებიან. არანაირი განსაკუთრებული საიდუმლო, ამბობს გენეტიკის ბრალიაო ყველაფერი და შესაძლოა იმისაც, რომ 50 წლის შემდეგ უძილო ღამეები მის რეჟიმში აკრძალულია. სამაგიეროდ, ნებადართულია კეთება იმის, რაც მას უყვარს, რაც სიამოვნებს და რაც მას უნდა.
_ გიყვარს შენი ასაკი ?
_ შეიძლება ითქვას, რომ მიყვარს. მაგრამ უფრო მიყვარს ის გამოცდილება, რაც ამ ასაკმა მომიტანა და მიყვარს ამ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება.
_ როგორ გგონია, რა არის შენი ცხოვრების მთავარი მოტივაცია. აი, რა ფიქრით იღვიძებ ყოველ დილით და ერთვები ამ რიტმში?
_ ოჯახი, მეგობრები, კეთილგანწყობილი ადამიანები ჩემ ირგვლივ. ბევრი სირთულის მიუხედავად, მე ბედნიერი ადამიანი ვარ. მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მიყვარს ის ადამიანები, ვისთვისაც ვაკეთებ და ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ, როცა იმას, რასაც ჩემი გამოცდილება ჰქვია, ახალგაზრდებს გადავცემ. ჩემთვის არ არის პრინციპული ვიყო პირველი და ყველაზე პოპულარული, ეგ უკვე იყო, მქონდა და კარგია, მაგრამ უფრო კარგია, როცა მომავალ თაობას ვუყურებ და ვხვდები, რომ იქ გრძელდება ჩემი დაწყებულიი საქმე.









Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა