ახალი ამბები
ანანო არაბული-ლამაზი ხედების სამყაროდან
მე ანანო ვარ, არაბული. `ზეთას ბანაკის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი. გაგიგიათ, ალბათ, არა?

ჩემი ისტორია, როგორც ყველა ადამიანის, ბავშვობიდან იწყება. ოღონდ, ამ ბავშვობაში, ერთი განსაკუთრებული სიყვარული მქონდა _ სიყვარული მთის, ლამაზი ხედების და სიმაღლის. მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ღრმა ბავშვობიდან გაჩნდა. მშობლებს ხშირად დავყავდი ბებიებთან, ჯუთასა და თუშეთში, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მთა, თავისი საოცარი ხედებით, განსაკუთრებით შემაყვარა. პროფესიით კინო-ტელე მენეჯერ-პროდიუსერი ვარ. ერთი წელი ვიმუშავე სარეკლამო კომპანიაში. თუმცა, ჩემი მთავარი საქმე მაინც მთას უკავშირდება. ბიძაჩემი ჯუთაში ცხოვრობს. ბავშვობისას იქ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა სტუმარი ამოდიოდა. მახსოვს, თუ რომელიმე ტურისტი ამოისეირნებდა ჩვენთან, ყველა მე და ჩემს ძმას გვეძახდა მათთან სასაუბროდ, რადგან ინგლისური ვიცოდით. ეს იყო პირველი კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესთან.



ერთ ზაფხულს, ჯუთაში ყოფნისას მივხვდი, რომ ის ადგილი, სადაც, ფაქტობრივად, გზაც კი არ მიდის, მართლაც საოცარად გამორჩეულია. რაღაც უნდა გამეკეთებინა... საწყის ეტაპზე, თუნდაც მარტივად მოწყობილი სივრცე, რომელშიც სტუმარი ცხელ სასმელს დაელევდა, დაიძინებდა და გასაჩერებლად მინიმალური პირობები ექნებოდა. იდეა ჩემს ნათესავს, ჯარჯი აქიმიძეს გავუზიარე და დავიწყეთ ფიქრი. 2008 წელს კი _ უკვე პირველი სამუშაოებიც. ბევრი შრომა, დრო და მთელი გული ჩავდეთ ამ პროექტში.  "ბანაკი ზეთა" 2009 წლის ივლისის ბოლოს გავხსენით. თავიდან რამდენიმე კარავი დავდგით. ერთი თვე ვიმუშავეთ და ორას სტუმარს ვუმასპინძლეთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო. ახლა მეღიმება, მაგრამ მაშინ ყოველ სტუმარს ვითვლიდით, ყავის დასალევად შემოსეირნებულსაც.  კარვებიდან კოტეჯებზე გადავედით და სტუმართა რიცხვიც გაიზრდა. შარშან 8 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ. ორი წლის წინ დიდი შენობაც ავაშენეთ, რომელსაც საკონფერენციო სივრცედ ვიყენებთ. საქმე თანდათან დაიძრა და `ზეთამ~ დამსახურებული სიყვარული მოიპოვა.  აქ ამოდის სხვადასხვა ჯგუფი _ ტურისტები, ჩვენი თანამემამულეები. ამოდიან ოჯახებით, მეგობრებით. იქმნება ბავშვთა ბანაკები, იგეგმება კორპორაციული საღამოები და დღეს ასე პოპულარული, იოგას ტურებიც კი. ასევე, ძალიან პოპულარულია კორპორაციული საღამოები. წელს სეზონი აპრილის შუა რიცხვებიდან იხსნება და გვიან შემოდგომამდე გასტანს.





ერთხელ `ზეთას ბანაკის~ ონლაინ პლატფორმები გავიტეხეს: საიტი, ფეისბუქი, მეილი. ყველაფერი დავკარგეთ, რაც მთავარია, საინტერესო სურათების არქივი. ამ ამბავს დიდად არ ჩავძიებივარ. ცოტა სასოწარკვეთლმა მეგობრებს და ნაცნობებს ფეისბუქით შევჩივლე და ვთხოვე, ვისაც ზეთაში გატარებული დღეების ამსახველი ფოტოები ჰქონდა შემორჩენილი, გამოეგზავნა.  ჩემი კარგი ნაცნობი, ირაკლი თოლორაია, გამომეხმაურა. ის `ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" მუშაობს და სწორედ მისგან შევიტყვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ, რომელსაც ეს ორგანიზაცია ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.  პროგრამა მეწარმე ქალების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ამ ქალებს რეალურად ეხმარება. ჩემს შემთხვევაში დახმარება სწორედ იქ გამიწიეს, სადაც ყველაზე მეტად მიჭირდა:





_ ახალი საიტი გავაკეთეთ, ბევრად დაცული, მობილური და რაც მთავარია, ჯავშნის სისტემის მქონე. დამოუკიდებლად ამისთვის თავის გართმევა და, რაც მთავარია, ფინანსების მოზიდვა, ძალიან გამიჭირდებოდა. პროექტი დავწერე, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და საქმეც გაკეთდა.  ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა, ქალებისთვის დახმარების გაწევის გარდა, უდიდესი მოტივაციის მომცემია. შენ ხვდები, რომ მხარს გიჭერენ, ზურგს გიმაგრებენ, საკონსულტაციოდ ამ საქმის ყველაზე მაღალი რანგის სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს გირჩევენ. დანარჩენი უკვე შენზეა.  დღეს `ზეთას ბანაკის~ წარმატების კიდევ ერთი ახალი ეტაპი ეწყება.  მეც დამეწყო ახალი ეტაპი. 5 თვის წინ შვილი შემეძინა, ბიჭი, ლუკა ჰქვია. ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი. ვერც კი წარმოვიდგენდი ადამიანს ასეთი ბედნიერების განცდა თუ შეეძლო.  საღამოობით, რაც არ უნდა დაღლილი მოვიდე სახლში, ლუკას დანახვისას ყველაფერი მავიწყდება და ენერგია მემატება. ახლა ჩემი მშობლების სახლში ვართ. იქ, სადაც ტრადიციულად ლამაზი ხედები და სუფთა ჰაერია. ლუკა ჩემსავით პატარაობიდანვე ეჩვევა ამ სიყვარულს, სიყვარულს ლამაზი ხედებისადმი. აი, ცოტა დათბება და მე და ლუკა აუცილებლად წავალთ ზეთაში. უნდა გავაცნო ჩემი კიდევ ერთი დიდი სიყვარული.






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა