ახალი ამბები
ავსტრია 1943
მე უბატონო მხარიდან ვარ. არის ასეთი ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში _ ქიზიყი.
სწორედ აქ გავიზარდე მეც და ჩემი წინაპრებიც. გასულ კვირას მე და ჩემმა ბალღობის მეგობარმა ერთად აღვნიშნეთ 18 წლის დაბადების დღე. სერებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული კომლი ვცხოვრობდით. სამამულო ომი ორი წლის დაწყებულია და მაშინ, როცა ცხოვრებას ყველაზე დიდი აზრი ეძლევა, შესაძლოა, უეცრად ყველაფერმა დაკარგოს აზრი. მეზობელი სოფლის სერიდან კოჭლობით მომავალი გობრაანთ გოგია გამოჩნდა. მისი გამოჩენა ყველას შიშის ზარს სცემდა. ის ერთადერთი ახალგაზრდა მამაკაცი იყო გარშემო შვიდ სოფელში, რომელიც ომში არ წაიყვანეს მარტივი მიზეზის გამო _ ის, უბრალოდ, კოჭლი იყო. ჩემს სოფელში ფოსტალიონად მუშაობდა. ატყდა გადაძახილი _ `გოგია მოდის, გოგია მოდის~. გამოიშალნენ ქალები. ყველამ იცოდა, რომ ან ვინმეს გარდაცვალებას გვეტყოდა, ან ახლად გასრულწლოვანებულებს წაგვიყვანდა. დედაჩემი აღელდა. მიუხედავად იმისა, რომ არავის სიკვდილს ელოდა, რადგან მამის გარდაცვალების შესახებ ცნობა გასულ წელს მოგვიტანეს. ის ახლა ჩემზე ნაღვლობდა. მე ხომ წინა კვირას შევსრულდი თვრამეტის. დედა რის დედაა! მან იცოდა, რომ ჭიპლარზე მიბმისთანავე განსაკუთრებულს ატარებდა მუცლით. ასე ამბობდა ყოველთვის, თუმცა, ალბათ, ყველა დედა ასე ფიქრობს. ზოგს შემდგომ უმართლებს, ზოგსაც ჰგონია, რომ გაუმართლა. ამასობაში, გოგია ჩამოვიდა. ამოიკითხა გარდაცვლილთა სია. მართა ძალო დაგვიქვრივდა, ეს იყო და ეს. გვეგონა, რომ მე და ჩემი დიდი ხნის მეგობრები გადავრჩით, მაგრამ ყველა ერთად თანმიმდევრობით დაგვასახელა და ასე გაგვამწესეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხუთი ქართველი ვაჟკაცი. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და ბავშვობიდან მასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. ზედმიწევნით კარგად ვიცოდი გერმანული და ავსტრიული სამუსიკო სკოლის ფენომენი. მოგზაურობამ ორ კვირას გასტანა. მოგზაურობა _ ასე ითქმის, თორემ იყო შიმშილი, სიცივე, მოუსვენრობა, ახალგაზრდული აღტკინება და გამოცდილთა შიში. გამოცდილები გზადაგზა გვემატებოდნენ და საბოლოოდ ჩვიდმეტნი აღმოვჩნდით ერთ ბანაკში, რომლიდანაც ჯარისკაცებს ანაწილებდნენ. უნგრეთში, ბალატონის ტბის პირას, ბანაკიდან, ჩვენი შემადგენლობა ავსტრიის მთიანი ტიროლისაკენ გადაისროლეს.





მოვხვდით მდინარე ინნის ნაპირებზე, ალპების ძირში გაშენებულ პატარა ქალაქში, რომელიც ისტორიულად ხან ერთი და ხან მეორე ქვეყნის საჯიჯგნი იყო. ზამთრის სუსხიან დილას ჩასულებს, ბუმბერაზი ალპები დაგვატყდა თავს. ქალაქი დაცარიელებულია, კანტიკუნტად მოჩანს ხალხი. იქვე ახლოს, ფაქტობრივად შუა ქალაქში, ჩვენების მიერ დაკავებული გერმანულ-ავსტრიული აეროპორტი იყო. ვიცოდით, ჰიტლერს და გერმანულ ფაშიზმს ვებრძოდით, არადა, თავად ჰიტლერი ავსტრიაში დაბადებული იყო და ვეღარ გაგვეგო გერმანიას ვებრძოდით თუ ავსტრიას თუ ორივეს ერთად. კვირაში ერთი დღე გვქონდა გამოსაშვები და შეგვეძლო ქალაქში გავლა. ძველი თეატრის უკან, პატარა სახლში, სინათლის სხივი იბჟუტებოდა. მივუახლოვდი და შემომესმა ვალსი "ვარდები სამხრეთიდან". დედა გამახსენდა. ის ხომ ასე მონდომებით მასწავლიდა მუსიკის ისტორიას. დიახ, იოჰან შტრაუსის ვალსი ისმოდა. საკმაოდ მოხუცებული ადამიანი იჯდა და უსმენდა ამ მუსიკას. მეც გავიტრუნე, ჩამოვჯექი, იარაღი გვერდით მივაყუდე და თვალებგანაბული, სუნთქვაშეკუმშული ვუსმენდი იმ ჰანგებს, რომელიც ამ მთებში დაიწერა. თვალწინ გაიარა ბავშვობამ და დედამ. უეცრად, გაიღო დარაბა და სწორედ ის მოხუცი, ასე, სამოცდაათ წელს მიტანებული, თეთრწვერდამშვებეული, ზამთარი რომ არ აშინებს, ფანჯრიდან გამომყურებს. მე გერმანული ენა არ ვიცი. რაღაცას მეკითხება. ისიც მიხვდა, რომ არ შემიძლია ვუპასუხო მის შეკითხვას. ხელი გაიშვირა ოთახისაკენ და მითხრა _ `შტრაუსი~, ეს კი გავიგე და გულწრფელი სილაღით იოჰან შტრაუსი-მეთქი _ ვუპასუხე. შინ შემიპატიჟა. მივირთვით ჩაი, მოვუსმინეთ სხვადასხვა კლასიკოსს. საუბარს აზრი არ ჰქონდა, ენა არ გვესმოდა. მუსიკამ კი თავისი ქნა, თუ თქვა, მუსიკა ხომ მსოფლიო ენაა. ჰანგები უცებ ბადებს სევდას, მხიარულებას, ვნებას, სიძულვილს და, რა თქმა უნდა, სიყვარულს. მანახა წიგნი, რომელშიც ეწერა გვარები და სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ სახლში იყვნენ ნამყოფი. სახლი ისე ჟღერს, ძალიან ხატოვნად, ახლა იქ არაფერია ლამაზი მუსიკის გარდა. დავიწყე კითხვა და ამოვიკითხე ნიკოლო პაგანინი, გოეთე და თავად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. დავემშვიდობე. მან ფურცელზე თავისი ვინაობა და მისამართი დამიწერა. ბანაკში დაბრუნებულს მკითხეს, თუ სად დავხეტიალობდი და ვაჩვენე ბარათი, მოვყევი თავგადასავალი, ყველა გაოგნებული მიყურებდა. მეთაურმა წაიკითხა ბარათი, და დაიძინა. ცას ისეთი ფერი ედო, თითქოს მალე გათენდებოდა. ალბათ, დიადი მთების თეთრი თოვლი ირეკლავდა სინათლეს. ასეთ მაღალფარდოვან ნოტაზე დამეძინა მეც. ძილში ჩამესმის თვითმფრინავების საოცარი გრუხუნი და ისეთი სიახლოვე, თითქოს გადამიფრენს და წამაცლის თავს. ძილში განცდები, ასე მგონია, ახლა გერმანია დაგვესხმება თავს და დაგვბომბავს. მოხშირდა თვითმფრინავების ხმა. გამეღვიძა. სასტუმროში ვარ, გავაღე ფანჯარა. წინ მართლაც ალპებია. საათს დავხედე. დილის 8 საათია, ჩემს სამშობლოში კი თერთმეტი. მოვხსენი ტელეფონს ფრენის რეჟიმი, მომდის და მომდის მეილები. გამახსენდა სიზმარი _ პაპაჩემის ჯარის ისტორია დამესიზმრა. დავრეკე სახლში, ვითხოვე სოფელში გადაერეკათ და მოეძებნათ ის ბარათი. მინდოდა ჩემს ჩვიდმეტკაციან შემადგენლობასთან ერთად, სემინარიიდან სამშობლოში დაბრუნებამდე, მივსულიყავი იმ სახლში და მენახა რა ხდებოდა იქ ახლა, 1943 წლიდან 75 წლის შემდეგ. უმალ დამიბრუნდა სოფლიდან მობილურით გადაღებული სურათი. ამოვიკითხე მისამართი, როგორც ჩანს, ჩემს წინაპრებს ეს ქაღალდი დიდი სიფრთხილის და ყურადღების ქვეშ არ ჰქონიათ, რადგან მოხეული იყო. დაწერილი მისამართი ჩანდა სრულად, მაგრამ გაკვრით და მოხეულად სახელი `უგო ბოს~ ეწერა. ვინ იცის, პაპის საგულდაგულოდ გადაკეცილი ბარათი როგორ მოხია ან მამამ, ან მე ბავშვობაში. მივედი მოცემულ მისამართზე. იქ სახლი აღარ იყო, უფრო სწორად, იყო პირველი სართული დიდი ვიტრინებით. დაბნეული მივეჭერი და კონსულტანტს ინგლისურად ვკითხე _ შემთხვევით ხომ არ იცოდა, აქ ადრე იყო თუ არა ბინა, რომელშიც მოხუცი კაცი ცხოვრობდა. მხრები აიჩეჩეს, _ არ ვიცითო. მე მოვუყევი 75 წლის წინანდელი ისტორია და იქნებ იცოდეთ რამე-მეთქი. მხრების აჩეჩვითა და ტუჩების მიმიკით მანიშნეს, რომ წარმოუდგენელ რამეს ვითხოვდი. მე მაინც გავუშვირე ბარათი, რათა მისამართი დამეზუსტებინა, ხომ ნამდვილად იქ ვიყავი მისული. გოგონამ დაუძახა ბიჭს და ანახა ბარათი. მათ ამომხედეს, გამიყვანეს გარეთ და ბარათიანი ხელი ასწიეს ზემოთ, ვიტრინის სარეკლამო აბრისაკენ. აბრას ეწერა Hugo Boss თურმე, პაპა 1943 წელს გერმანული ფაშიზმის ფორმის დიზაინერს, თავად ჰუგო ბოსს შეხვედროდა.





თვითმფრინავის ხმა ისევ ჩაგვესმის. აქ, ძალიან ახლოს, საერთაშორისო აეროპორტია. მე, ტრადიციულად, მოცარტს ან ბრუკნერს ან შტრაუსს, ან მალერს ასე, დაუსრულებლად, ვუსმენ და ვუსმენ...
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა