ახალი ამბები
პირველად იყო "პროგრესი", ნინა ჩიკვაშვილი-ისტორია პირველ პირში
....
ბავშვობა
მოსკოვში დავიბადე. განათლება საქართველოში მივიღე, ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩემი მეგობრები იხსენებენ, ბავშვობიდანვე მქონდა იდეები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სკოლა და მასწავლებელი... დღეს უკვე, ჩემს მოსწავლეებს ვუყვები ხოლმე, რა იყო ჩემთვის სწავლის მოტივაცია. _ თითქმის ყოველდღე, სკოლიდან დაბრუნებული, მივუჯდებოდი საწერ მაგიდას. მის წინ კარადა იდგა, რომელშიც ჩემს სილუეტს ვხედავდი. ანარეკლში საკუთარ თავს ვუყურებდი და თან წარმოსახვით აუდიტორიას ვესაუბრებოდი. ეს ჩემი ერთგვარი მეთოდი იყო, რომ დავალებები უკეთ შემესრულებინა.  ჩემს ოჯახში ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ტრადიციისამებრ, მეც ექიმი ვიქნებოდი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ მე გავხებოდი საქმიანი ქალი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე საერთაშორისო აკადემიაში, სადაც ერთდროულად ორ პროფესიას ვეუფლებოდი _ ვსწავლობდი ინგლისურიდან პროფესიონალურ თარგმნასა და ბიზნესადმინისტრირებას.



პირველი სამსახური...
სწავლის დამთავრების შემდეგ, გაეროს ოფისში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ქუთაისი პატარა ქალაქია და მალევე გავრცელდა ამბავი, რომ კარგად შემეძლო თარგმნა. მირეკავდნენ სანოტარო ბიუროებიდან. ერთ-ერთი წარმატებული სამედიცინო კოლეჯის პროგრამაც ვთარგმნე. შემდეგ კი, გადავწყვიტე ისევ ჩემს სკოლას დავბრუნებოდი. 20 წლის ასაკში, ინგლისური ენის წრე გავაკეთე, სადაც, სულ რაღაც ერთ თვეში, 72 მოსწავლე მყავდა. მახსოვს, გადასახადი თვეში 7 ლარი იყო... ასეთი აქტიურობითა და წარმატებით, სხვა მასწავლებლებისთვის საკმაოდ არასასურველი გარემო შეიქმნა და მოხდა ისე, რომ სამწუხაროდ, სკოლიდან წამოსვლა მომიწია. ყველაზე მეტად განვიცდიდი, რომ ჩემი მოსწავლეების დატოვება მიწევდა. ამიტომ, დავიწყე გამოსავლის ძებნა.




სკოლის პირველი ნაბიჯები

გამოსავალი კი, ახალგაზრდული თეატრის შენობის ერთ ოთახში გახსნილი International house  იყო, რომლის დაფუძნებაშიც გიორგი ფხაკაძე დამეხმარა.  თეატრში არ იყო საჭირო ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიაც კი არ გვქონდა. თუმცა, მთავარი მონდომებაა, თითქმის ყველაფერი საკუთარი ხელებით გავაკეთეთ. მახსოვს, თეატრში, სამეცადინო ოთახამდე, წითელი ხალიჩები დავაფინე. ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ სხვა სამყაროში შედიოდი. მართლაც, ჩვენთან იყო ახლებური გარემო, ახალი ლიტერატურითა და სწავლების განსხვავებული მეთოდებით. იმდენად ბევრი მსმენელი გვყავდა, რომ გაკვეთილების დროს, შემოსასვლელ ოთახებშიც კი ისხდნენ ხოლმე. ნელ-ნელა ფრანგული, გერმანული და რუსული ენის საათებიც დავამატეთ.
სკოლის შექმნის იდეისკენ, ფაქტობრივად, ჩემი მოსწავლეების მშობლებმა მიბიძგეს. ხშირად მეუბნებოდნენ, _ ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს მაინც შენთან ატარებენ, ვერ გცილდებიან, ბარემ ქართული ენისა და მათემატიკის გაკვეთილებიც დაამატე და სკოლა გახსენიო. ამ იდეაზე ვიქრობდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ იმ ეტაპზე, ამისთვის მზად არ ვიყავი. ამიტომ, დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ამ სფეროში უფრო მეტად მინდოდა გავრკვეულიყავი. ამასობაში, დაახლოებით ორი წელი გავიდა და ნელ-ნელა დავიწყე სკოლის შენობის ძიებაც. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ საბოლოოდ, მოვახერხე და დღეს, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი სამხედრო პროკურატურის, ფაქტობრივად დანგრეული შენობის ნაცვლად, ჩვენი ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" დგას. გვყავს 700-მდე მოსწავლე და 100 პედადოგი.




სკოლა "პროგრესი". პირველი ნაბიჯები
2002 წელს გავხსენით კერძო,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "პროგრესი". თავიდანვე ორიენტირებული ვიყავი პროგრესზე, სიახლესა და წინსვლაზე... 2006 წელს კი, ამერიკელებმა "მონათლეს" ჩვენი სკოლა და ის გახდა `ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი". გარდაქმნის პროცესში მთელი სკოლა და პირადად მეც, აქტიურად ჩავერთეთ. ვმონაწილეობდით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსებში, არაერთხელ გავიმარჯვეთ, მივიღეთ წიგნები, კომპიუტერები, ჩვენთან ჩამოვიდნენ პედაგოგები. მათი დახმარებით ვეზიარეთ ამერიკულ სასწავლო სისტემას. კვალიფიკაციის ასამაღლებლად, `მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც~ გავემგზავრე, სადაც პედაგოგიური პრაქტიკის გარდა, კონკრეტულად სკოლის დირექტორის მენეჯმენტიც შევისწავლე და შემდეგ, ქართულ სისტემას მოვარგე. მთავარი ისაა, რომ ჩვენს სკოლაში ბავშვი იღებს თანამედროვე განათლებას, არის ბედნიერი და ხალისით სწავლობს. ჩვენთან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის განსაკუთრებულად მეგობრული დამოკიდებულებაა. მოსწავლეებმა იციან, რომ მეც და ჩვენი მასწავლებლებიც, ნებისმიერ დროს მზად ვართ მოვუსმინოთ, რჩევა მივცეთ. შაბათ-კვირასაც ხშირად ვატარებთ ერთად. აუცილებელია, რომ მოსწავლეს მასწავლებლის იმედი ჰქონდეს. სკოლამ მიიღო ავტორიზცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი მსხვილი მაკრედიტირებელი ორგანოს მიერ, რომელიც ავტორიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანიჭებს სკოლებს, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ადმინისტრირება და მართვა. ჩაგვიტარდა სხვადასხვა ტრეინინგი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კუსდამთავრებულები განსაკუთრებული შედეგებითა და წარმატებით გამოირჩევიან როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც. მაგალითად, ისინი სწავლობენ ციცინატის ინსტიტუტში ისეთ ფაკულტეტზე, როგორიცაა კომპიუტერული ინჟინერია. გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში. ჩვენმა ოთხმა მოსწავლემ, სან დიეგოს უნივერსიტეტში, რომელიც ჩვენი პარტნიორია, სრული დაფინანსებით ჩააბარა და ჯერ საქართველოში ისწავლიან, შემდეგ კი ამერიკაში. მესამე წელია ფუნქციონირებს `სტემის" გამოყენებითი ფიზიკისა და ვირტუალური მოდელირების ლაბორატორია, რომელიც პრაქტიკულად აჩვენებს ბავშვს, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა ცდა. აქ, რეალური და ვირტუალური სამყარო ერწყმის ერთმანეთს. ჩვენი მოსწავლეები, ბატონი დავით სონღულაშვილის ხელმძვანელობით, საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს აღწევენ _ უკვე მეორე წელია, `ლეონარდო და ვინჩის კონკურსზე~ პირველ ადგილს იკავებენ.


ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" თბილისში

ვერასდროს ვჩერდები. პროგრესიც ხომ შეუჩერებელი პროცესია...მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი თბილისში რამხელა კონკურენციაა, მაინც გადავწყვიტე სკოლის გახსნა. ოღონდ, ამჯერად თანადამფუძნებლებთან ერთად. ეს არ იყო მხოლოდ ამბიციური ნაბიჯი, ამისთვის წლების მანძილზე ვემზადებოდი, ვიკვლევდი და ვაანალიზებდი ამ სფეროს... თბილისის სკოლაში გვაქვს ამერიკული და ქართული კათედრები. ჩვენთან, ქართველებთან ერთად, ეთნიკურად განსხავებული მოსწავლეებიც არიან, რომლებსაც ვასწავლით ქართულ ენას, ისტორიასა და კულტურას. ქართველი ბავშვებისთვის მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ზოგადად, ბუნებით კოსმოპოლიტი ვარ და ვცდილობ, ეს მიდგომა ჩემს მოსწავლეებსაც გადავცე. თბილისის შემდეგ, მალევე გაჩნდა ბათუმის სკოლა. ისიც საკმაოდ წარმატებულია და რაც მთავარია, გვაქვს ბევრი სამომავლო გეგმა.





"პროგრესი" _ მთავარი გზავნილი

მთავარი არის ის, რომ სკოლა ორიენტირებულია წარმატებასა და პროგრესზე. ჩვენთან, ყველა და ყველაფერი ბავშვზეა მორგებული. გვინდა, რომ მოსწავლეებს განსხვავებული აზროვნების ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. მთავარია, მათ იცოდნენ რატომ უნდა ისწავლონ. ვცდილობთ, მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები და ცოდნა შევძინოთ, რომელიც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოადგებათ.


ახალი ეტაპი
ისევ განათლება, ახალი, საინტერესო და განსხვავებული პროექტებით. ჩვენს სკოლებში ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთადაა თავმოყრილი. ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარი შედეგები აქვთ ჩვენს პატარა, მეოთხეკლასელ ბავშვებს შემეცნებისა და "სტემის" გაკვეთილებზე. სწორედ ესაა მაგალითი მოსწავლის განსხვავებული განვითარებისა და განათლებისა, რომელსაც ჩვენი სკოლა, "პროგრესი" აძლევს მოსწავლეებს.






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა