ახალი ამბები
ციცინათელების ქვეყანა-ნინა კიკნაძე, ბავშვთა ჰოსპისის დამაარსებელი
პალიატიური მზრუნველობა, როგორც ტერმინი, ისე მისი შინაარსი, რამდენიმე წლის წინ საქართველოში, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.
არმცოდნეთა შორის ვიყავი მეც, პროფესიით იურისტი, ადამიანი, რომლის ჰობიც სასამართლო პროცესებზე სიარული და საბუთებში დაკარგვა იყო.  და მაინც რა არის პალიატიური მზრუნველობა? ჰოსპისი? პალიატიური მზრუნველობა არის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანის, მათ შორის, პაციენტის ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლების ერთობლივი ზრუნვა იმ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებასა და კეთილდღეობაზე, რომელთაც მძიმე დაავადება აქვთ.






ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო მომსახურება. აქ ფსიქოსოციალურ და სულიერ მხარდაჭერას გრძნობენ დაავადებულები, მათი ოჯახის წევრები და გარშემომყოფები. ეს არის თანაგრძნობის, მზრუნველობის კერა, სადაც უკურნებელი სენით დაავადებულები ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ დროს იღებენ მხარდაჭერას, ნუგეშს, სიყვარულს. ჰოსპისი _ ეს არის დაწესებულება, ოჯახური ტიპის გარემო და არა საავადმყოფო. ბიძაჩემმა სიცოცხლის ბოლო წლები თითქმის სულ ჰოსპისში გაატარა, სადაც მას ექიმები ტკივილს უმსუბუქებდნენ, ამშვიდებდნენ და მის გარშემომყოფებსაც გვამხნევებდნენ.  ისე მოხდა, რომ 2006 წელს მე სწორედ იმ ფონდში დავიწყე მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა უფრო ღრმად გავცნობოდი ამ მიმართულებას და მეტიც, შემეძლო, ჩემს იურიდიულ საქმიანობასთან ერთად, კოორდინირება გამეწია "პალიატიური მზრუნველობის" მიმართულებისთვის. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პაციენტის უფლებების დაცვა ყველა ჭრილში საინტერესო და მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, ისეთი პაციენტების, რომლებსაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ.  შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთი ქვეყნის ბავშვთა ჰოსპისში, რის შემდეგაც ჩემი მიზანი, საქართველოში სწორედ ასეთი ჰოსპისის გახსნა გახდა.  ბევრს ჰგონია, რომ ჩემი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რამე პირად ისტორიასთან არის კავშირში, ბევრსაც ჰგონია, რომ ის ჩემს ძმას, ნიკუშას უკავშირდება, ვინაიდან მას ცერებრალური დამბლა ჰქონდა. სინამდვილეში, ეს ასე არაა.







რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც გულს ძალიან გვიჩუყებს, პირადს უკავშირდება, მაგრამ მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული რა იყო იმის მიზეზი, რომ მე ასე მოვინდომე ბავშვთა ჰოსპისის გაკეთება. ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს პიროვნება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. განურჩევლად ასაკისა, ადგილმდებარეობისა და მდგომარეობისა.  სამწუხაროდ, სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში, ყოველწლიურად 7 მილიონამდე ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა და იმისთვის, რომ ამის საშუალება არსებობდეს, საჭიროა საზოგადოების დიდი მხარდაჭერა.  სწორედ საზოგადოების დიდი მხარდაჭერის და ერთსულოვნების მაგალითია ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა".  "ოცნებების სახლი", "მსოფლიო რუკა", "ვარსკვლავებზე ნადირობა", "ცისარტყელას მიღმა", "იმედის სახლი" და უკვე "ციცინათელების ქვეყანა". ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა ჰოსპისები. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჰოსპისი ეს არის საავადმყოფო, არადა, სწორედ ძირითადი პრინციპია, რომ ის არ ჰგავდეს საავადმყოფოს და ჰგავდეს პრინცის, პრინცესას ან ლამაზი ფერიის სამფლობელოს.







მაგალითად, ევროპის ერთ-ერთ ჰოსპისში (რომელსაც ბიზნესთან ერთად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები აფინანსებენ) პალატები ისე ეწყობა, როგორც პაციენტ ბავშვს სურს. ერთ დღეში ის შეიძლება გახდეს სპანჯბობის ან თუნდაც, სუპერმენის სამფლობელო. დიახ, ასეა და ამას ადამიანები საკუთარი ქველმოქმედებით უწყობენ ხელს! მეტიც, მაგალითად, ჯონი დეპი ხშირად ჯამბაზის ფორმით მიდის ჰოსპისში და ბავშვებს ამხიარულებს. ჯულია რობერტსი, ბონო, ბრუს ვილისი, სარა გილბერტი, ჯორჯ კლუნი, პოლ ნიუმანი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი, მუდმივ პატრონაჟს უწევს ბავშვთა ჰოსპისებს.  2016 წლის ოქტომბერში, ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ეს იდეა ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო "ფონდი ღია საზოგადოება" და მისი თანამშრომლები, სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" და ნიკა გამყრელიძე, საქართველოს პრეზიდენტი და ის 3200-მდე ადამიანი, რომლებმაც ჰოსპისის ასაშენებლად შემოწირულობა გაიღეს. ბავშვთა ჰოსპისის შექმნა შესაძლებელი რომ იყო, ყველაზე ცხადად მაშინ გავაცნობიერე, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მშენებლობისთვის ასი ათასი ლარი გამოყო, სამედიცინო კორპორაცია "ევექსმა" სოფელ დიღომში ჰოსპისის ასაშენებელი მიწის ნაკვეთი შეგვიძინა და არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ ჰოსპისის პროექტი გვაჩუქა. თანდათან მივხვდი, რომ ჩემ გვერდით არიან ძლიერი და სანდო პარტნიორები, ძვირფასი მეგობრები, რომლებიც მზად არიან დამეხმარნონ. მე მათ წინაშე თავს ანგარიშვალდებულად ვგრძნობდი. დღემდე ასეა.
ყველა ადამიანი, რომელიც ჰოსპისის მშენებლობაში ჩაერთო, დღემდე არ ვიცი როგორ მენდო. დავდიოდი მათთან და ვუყვებოდი იდეას, რომლის შემდეგაც ანგარიშზე ხან 500, ხან 2000, ხან 50 000 და ხან 70 000 ლარი ირიცხებოდა.







თუმცა, იყვნენ კომპანიები, რომლებიც დამპირდნენ დახმრებას, არაერთი წერილი დამაწერინეს, მაგრამ არ დაგვეხმარნენ. რასაკვირველია, ესეც დამეხმარა იმაში, რომ შევხვედროდი სხვებს, გადასარევ ადამიანებს. ამ პროექტმა დამანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობს. ერთადერთი, რის საფუძველზეც მხარდამჭერების შემოკრებას ვცდილობდი, იყო ჩემს თავში დალაგებული იდეა და რწმენა, რომ საზოგადოების ძალისხმევით ჰოსპისის მსგავსი რთული ინსტიტუტის შექმნა შესაძლებელია. მივდიოდი ადამიანებთან და აღვუწერდი რა მინდა, როგორ წარმომიდგენია, რამდენი კვადრატული მეტრი მიწა გვჭირდება, რამდენი კილოგრამი ცემენტი... საქმიან შეთანხმებებთან, შეხვედრებთან და გათვლებთან ერთად, მუდამ თან მდევდა კითხვები: როგორ ვუთხრათ ჰოსპისში გარდაცვლილი ბავშვის მშობელს, რომ შვილი აღარ ჰყავს? მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მარტივი იყო მაშინ, როდესაც შვილი არ მყავდა. ახლა, როცა უკვე დედა ვარ, ეს უფრო მიჭირს. ვფიქრობ, რომ არაფერია ქვეყნად ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც შვილის კარგად ყოფნა.






6 თვეში მილიონ სამასი ათასი ლარი მობილიზდა და ზუსტად 6 თვეში აშენდა და გაიხსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში, რომლის ყველა სერვისი უფასოა ბავშვებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.  და რას აკეთებს "ციცინათელების ქვეყანა"?
ბავშვთა ჰოსპისის გუნდში გაერთიანებული არიან პროფესიონალები (ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, რეაბილიტოლოგი, ძიძა) რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრეინინგები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჰოსპისი უსასყიდლოდ ემსახურება "ციცინათელებს" 0-18 წლამდე და მათი ოჯახის წევრებს.  ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 24 საათიანი სტაციონარული მომსახურება 10 ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის; დღის ცენტრი და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც თვეში დაახლოებით 50 ბავშვს ემსახურება.






ჰოსპისის მეგობრის სტატუსი დღეს უკვე საამაყოა. როგორც ჩანს, ბავშვთა ჰოსპისი ის თემაა, რომელსაც თუ გაიზიარებ, შეიყვარებ და ერთხელ მაინც დაეხმარები, მისი ლოიალური რჩები. დარწმუნებული ვარ, ჰოსპისს ყოველთვის ეყოლება ძველი, ერთგული თუ ახალი მეგობრები და მოიმატებს მათი რიცხვი, ვინც გაიაზრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანმა სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი გაატაროს ტკივილის და ტანჯვის გარეშე.  მჯერა, რომ ჩვენი "ციცინათელები" ჯადოსნურ, თოკზე მოსიარულეთა ქალაქში მიდიან, რომელიც არ ჰგავს არც ერთ ქალაქს: იქ, სახლები ერთმანეთს სახურავებიდან სახურავებზე გაჭიმული თოკებით უკავშირდება, იქ, სადარბაზოში შესასვლელებიც სახურავებზეა და ყველა ჯანმრთელია. ბავშვთა ჰოსპისის შენახვა წელიწადში დაახლოებით 190 000 დოლარი ჯდება.  შემომწირველების დახმარება ჰოსპისს ყოველთვის სჭირდება.  ბავშვთა ჰოსპისის პერსონალი, ჰოსპისის მეგობრები და ჩვენ, ყველა, ვინც "ციცინათელების ქვეყანამ" დაგვაკავშირა, ვოცნებობთ ისეთ სამყაროზე, სადაც ბავშვები უკურნებელი დაავადებებით არ არიან დასნეულებული. თუმცა, სანამ ასე არ არის, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.  "ციცინათელების ქვეყანამ" დამარწმუნა, რომ ქველმოქმედება ნამდვილად არის ქართული კულტურის ნაწილი, ფილანტროპიის განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ არ არსებობს იდეა, რომლის განხორციელებაც გინდა და ვერ განახორციელებ, თუ მისკენ შრომით, გულით და წესიერებით ისწრაფვი.  ჰოსპისის დახმარება შესაძლებელია მარტივად:

www.donate.ge და www.childrenshospice.org.ge






Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა