ახალი ამბები
თეონა თავართქილაძე-CITY & THE BOX
Beauty and the Box  _ ამანათია, რომელიც სილამაზის პროდუქტების და მოდური ტრენდის მოყვარულთათვის, ბოლო პერიოდის მთავარ სასიამოვნო სიახლედ იქცა.
დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ ქართულ ბაზარზე პირველმა შექმნა ბოქსი, რომლის მსგავსიც, ბოლო წლებია, მთელ მსოფლიოში საოცარი პოპულარობით სარგებლობს და მას უამრავი სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და კონკურენციის საგანსაც წარმოადგენს. თეონას Beauty and the Box  _ სიურპრიზია. პატარა, ბრჭყვიალა, ჯადოსნური ყუთი, რომელშიც მოთავსებულია კოსმეტიკის, კანის, თმის მოვლის საშუალების ნიმუშები.  ყოველი თვე უნიკალურია და გამომწერმა არ იცის რას მიიღებს მომავალ გზავნილში.სილამაზის პროდუქტების ნიმუშებს თეონა, პირველ რიგში, თავის თავზე ტესტავს, სელექციას აკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ ათავსებს ყუთში. თუკი მის გამორჩეულობას, განსაკუთრებულ სტილს და მუდმივად ფორმაში ყოფნის უნარს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, თეონას რჩევები სილამაზის ინდუსტრიის უკიდეგანო სამყაროში თქვენთვის საჭირო გზამკვლევად იქცევა.





1. თეონა, საიდან მოვიდა შენიBeauty and the Box -ის შექმნის იდეა?
მსოფლიოში გავრცელებული სილამაზის _ Bოხ-ების შესახებ ჩემი რძლისგან, ლიზასგან შევიტყვე. ჩემთვის გამოვიწერე ერთ-ერთი კომპანიის ნიმუში. აღვფრთოვანდი ისე, რომ ბევრი არ მიფიქრია, მეც გადავწყვიტე ქართული ანალოგის შექმნა. თუმცა, რა თქმა უნდა, არა კოპირება. ჩემი ყუთის მთავარი იდეა თავის მოვლაა და არა მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტების ნაკრების წარმოდგენა. მინდა, ჩემგან მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია თავის მოვლის თანამედროვე საშუალებების შესახებ. ქართულიBeauty and the Box -ის შექმნის სურვილი ჩემს მეგობარს, ირაკლი ნადარეიშვილს გავუზიარე და ერთად დავიწყეთ თემის დამუშავება.



2. როგორ მიიღო შენი ინოვაცია მომხმარებელმა?
ჩემი ყუთი მხოლოდ ერთი თვისაა და ჯერ ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩვენი გამომწერების სიას, ასაკობრივ კატეგორიას თუ გადავხედავთ, შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველა ასაკის ქალს აინტერესებს. თანაც, მე და ჩემი გუნდი ძალიან ვეცადეთ, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მომხმარებლისგან მივიღე წერილი, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი გასინჯეს,მოეწონათ და შეიძინეს, ვფიქრობ, მარტის ბოქსი შედგა. თუმცა, შედეგზე საუბარი მაინც ჯერ ძალიან ადრეა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთი წლის მერე კი, ალბათ, შედეგზეც ვილაპარაკებთ.





3. რას უნდა ელოდოს Beauty and the Box -ის გამომწერი შენი ამანათისგან? რამდენად განსხვავებულია ყოველი მომდევნო გზავნილი.
ყოველი თვე უნიკალურია და სელექცია კეთდება კონკრეტული თვისთვის. ასე რომ, პროდუქტები არ მეორდება.მე ვთავაზობ ჩემს მომხმარებელს სილამაზის პროდუქტების საუკეთესო ნიმუშებს. ვცდილობ ჩემი გამომწერი გაეცნოს სიახლეებს და ტრენდებს, რაც ქართულ ბაზარზე შემოდის. თუმცა, ასევე ჩვენს ყუთში, ხშირად აღმოაჩენთ თავის მოვლის ისეთ საშუალებებსაც, რომელიც საქართველოში არ იყიდება.



4. რა არის შენთვის თავის მოვლა?
თავის მოვლა ჰიგიენაცაა და ერთგვარი ფუფუნებაც. რა თქმა უნდა, ამით შეპყრობილი არ უნდა იყოს ქალი. თუმცა, გარკვეული დოზით ყველამ უნდა მოუაროს თავს. სწორედ ესაა ჩემი პროექტის მიზანი, რომ იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში უკვე ამდენი სილამაზის პროდუქტი შემოდის და არჩევანის გაკეთება მართლა კარგსა და უბრალოდ, კარგად რეკლამირებულს შორის ჭირს, მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო და კარგად გადარჩეული, უკვე პირდაპირ სახლში მივართვა.




6. როგორ მიდის შერჩევის პროცესი?

ძალიან ბევრს ვმუშაობ, ვკითხულობ და ვეცნობი იმ სიახლეებს, რაც კი გამოდის ამ სფეროში და შემდეგ ვაკეთებ ნიმუშების სელექციას ძირითადად იმ პროდუქტებისგან, რაც ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომია. თუკი მომხმარებელი ნიმუშით კმაყოფილი დარჩება, მას შეუძლია ინფორმაცია ჩვენს საინფორმაციო ჟურნალში ამოიკითხოს და პროდუქტი შეიძინოს საქართველოში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.


7. როგორ ხდება Beauty and the Box-ის გამოწერა?

ძალიან მარტივი პროცედურაა. ერთხელ ავსებ აპლიკაციას ჩვენს ვებგვერდზე ბეაუტყბოხ.გე, შემდეგ იღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ მითითებული ანგარიშიდან ჩამოგეჭრათ ბოქსის ერთი თვის საფასური 30 ლარი და შერჩეული პერიოდის მანძილზე, ყოველი თვის დასაწყისში, თქვენს მისამართზე მოგდით ჩვენი ამანათი.





8. რა ტენდენციებია დღეს გამოკვეთილი თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაში?
დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქტებს. რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, ის ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა, ამ სეზონის ფერი მაინც შემიძლია დავასახელო _ ატმისფერი ვარდისფერი. მაკიაჟი კი, ეგრეთ წოდებული NUDE, რომელიც მიახლოებულია ნატურალურთან.



9. როგორ ათავსებ დიზაინერობას და ახალ საქმიანობას?
ამჯერად, თავიდან ბოლომდე ამ პროექტზე ვარ გადართული. თუმცა, ეს ორი სფერო ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებულია, რომ ორივეს ვახერხებ.





10. როგორია შენს წარმოდგენაში ქალი, რომლისთვისაც შენ Beauty and the Box

პირველ რიგში, ჩვენ ირგვლივ ყველა ქალი შინაგან სიმშვიდეს და ბედნიერებას უნდა ასხივებდეს და, რა თქმა უნდა, ამის მერე, კარგი იქნება ნებისმიერს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თუნდაც მინიმალური დრო დაუთმოს თავის მოვლას. ყველა ქალს თავისი ინდივიდუალური სილამაზე აქვს. ამაში დარწმუნებული ვარ. სილამაზის პროდუქტები მათ მხოლოდ ამის ხაზგასმაში ეხმარება. ბუნებრივი სილამაზე რომ გახანგრძლივდეს, სწორედ ამისათვისაა საჭირო კარგად გამოიყურებოდე, სწორად შეარჩიო ის პროდუქტი, რომელიც ინდივიდუალურად შენს კანს, თმას და გარეგნობას მოუხდება. გარდა ამისა, არ უნდა შეგვეშინდეს ექსპერიმენტების. გავსინჯოთ სიახლეები და მოვირგოთ ჩვენს თავზე, რაშიც, ვეცდებით, ჩვენც დაგეხმაროთ.




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა