ახალი ამბები
მაიკო ჯიმშელეიშვილის პირველი "ვოიაჟი"
საერთაშორისო გამოფენები, სად, როდის...

"ვოიაჟი" _ პერსონალური გამოფენა MoMa თბილისი (10-22 მარტი 2018)
ARTFEM  _ ჯგუფური გამოფენა. მაკაუს ხელოვნების მუზეუმი. მაკაუ (8/03-8/05 2018)
Woman`s essence  _ ჯგუფური გამოფენა Foundation Pons, მადრიდი (13-15/ 04 2018)
The Global Art Award  _ ნომინანტების ჯგუფური გამოფენა. ბურჯ ხალიფა, სასტუმრო ARMANI,, დუბაი (17/11/2017)
Biennale Belvedere di San Leucio  _ ჯგუფური გამოფენა, კაზერტა, იტალია (1-21/10 2017)
WECONTEMPORARY  _ ჯგუფური გამოფენა, რომი, იტალია. (26-28/10 2017)
NEW YORK ARTEXPO  _ ნიუ-იორკი, აშშ. (04/2017)
"ფერთა ენერგია" პერსონალური გამოფენა, სასტუმრო ROOMS, თბილისი (17-20/12 2016)
ART MONACO 2016. დაჯილდოვებულია პრიზით Prix d`Excellence award at Art monaco 16
საერთაშორისო არტ. ფესტივალი _ მცხეთა, საქართველო (2014)
"ფერებს მიღმა" _ პერსონალური გამოფენა VAAL GALLERY. ტალინი, ესტონეთი (2012)
პერსონალური გამოფენა _ სალონი "ამბიენსი". თბილისი, საქართველო (2011)
ჯგუფური გამოფენა _ გალერეა "უნივერსი". თბილისი, საქართველო (2009)
ჯგუფური გამოფენა _ გალერეა "უნივერსი". თბილისი, საქართველო (2003)
ჯგუფური გამოფენა _ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2002)




გამოფენას დაარქვი "ვოიაჟი", რატომ?
2017 საოცრად საინტერესო წელი იყო ჩემთვის. ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის იყო დელი, აგრა, სამარყანდი, ბუხარა, ტაშკენტი, ალმა-ატა, ნიუ იორკი და სხვა. დელისა და სამარყანდში დავესწარი ტრადიციულ ინდურ და უზბეკურ ქორწილებს, რამაც უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დავბრუნდი ფერადი ემოციებით დატვირთული და შევეცადე ეს გრძნობები ტილოზე გადმომეტანა. მოგზაურობის გარდა, ჩემს ნამუშევრებში ასახულია ჩემი შინაგანი მოგზაურობა ქვეცნობიერში. სამყარო ჩვენ გარშემო და ჩვენ შიგნით უსასრულოა, ცხოვრება კი მუდმივი ძიების პროცესი. გამოფენის სათაურიც ორაზროვანია.





პირველი პერსონალური გამოფენა...
პირველი პერსონალური გამოფენა ტალინში მქონდა 2012 წელს. "ვოიაჟი~ მესამე პერსონალური გამოფენაა.


პროფესია
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი.




გქონდა პაუზა?
ადრე გავთხოვდი. ოჯახი, პატარა ბავშვები… რა თქმა უნდა ხატვისთვის დრო აღარ მრჩებოდა, მაგრამ როგორც კი წამოიზარდნენ, დავუბრუნდი ჩემს სტიქიას.


რატომ, რამ გიბიძგა დაბრუნებოდი მხატვრობას?
პაუზის პერიოდში, მაინც, გამუდმებით ხატვაზე ვფიქრობდი. მუდმივად ვაკეთებდი ჩანაწერებს და ჩანახატებს, რომ არ დამვიწყებოდა არცერთი იდეა, რომელიც თავში მომდიოდა. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, გრძნობებმა უზარმაზარი ძალით ამოხეთქა.




როცა ხატავ, ვისზე ფიქრობ? რაზე ფიქრობ?
ხატვისას კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ტილოზე,რომელზეც იმ მომენტში არსებული ემოციები გადამაქვს.

ვის შემოქმედებას შეგიძლია უყურო საათობით?
ვან გოგი ჩემთვის ყველა დროის ყველაზე დიდი მხატვარია. მის ნახატებში იმხელა ემოცია და ენერგეტიკაა, შემიძლია უსასრულოდ ვუყურო მის ნახატებს.




რომელ გალერეაში იქნება წარმოდგენილი შენი ნამუშევრები გამოფენის შემდეგ?
გამოფენის შემდეგ, ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება მაღაზია `ამბიენსში". ნაწილი მიდის მადრიდსა და ნიუ იორკში, გამოფენებზე.


პირველი ნახატი რა ასაკში იყო?
ალბათ, 3-4 წლის ასაკში. რაც თავი მახსოვს, ვხატავ.


ავტოპორტრეტი დაგიხატავს?
ავტოპორტრეტი არ დამიხატავს. ცოტა მეშინია, ალბათ. ისე, ჩემს მრავალ ნამუშევარში ვხედავ საკუთარ თავს.







Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის  კი და არა
მე ვარ... ჯიუტი, ფიცხი, ხანდახან ზედმეტად ემოციური, ყოფაში უდისციპლინო, ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კეთილგანწყობილი და მიმნდობი.
11:58 / 19.11.2019
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
TRY
TRY
1
0.5203
USD
USD
1
2.9735
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -4 °C
img
გამოწერა