ახალი ამბები
სარედაქტორო-პრინცესა ანა
ანას მე არ ვიცნობდი.

ბავშვობაში, ცხადია თქვენსავით ან თქვენი მშობლებივით, მეც ვუყურებდი რეზო ჩხეიძის ფილმს "ღიმილის ბიჭები", სადაც ანას მშობლები _ ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი თამაშობდნენ. ბუნდოვნად ვიხსენებ დედაჩემის მოყოლილ ისტორიას, როდესაც სოხუმში, სვარაუდოდ 1969 ან 1970 წელს, დასასვენებლად სამსახიობო გუნდი ლამის მთელი შემადგენლობით იყო ჩასული.



მერე, მეხსიერებაში მკაფიოდ ჩნდება კიდევ ერთი საყვარელი ფილმი _ ნანა ჯანელიძის "იავნანა", სადაც ანას უმცროსი და, მაია ბაგრატიონი თამაშობდა.  და აი, მერე უკვე, ჟურნალისტური ამბები: ხმაურიანი ქორწინება, სკანდალური ყვითელი პრესა, ჭორები, გარჩევები...  ასევე, მახსოვს ისტორიები, რომელსაც უკვე მოგვიანებით, ანას კლასელები ყვებოდნენ, შეყვარებული კლასელები _ ყველამ ვიცოდით, ჩვეულებრივი პრინცესა სწავლობდა ჩვენს კლასში და ყველას გვიყვარდაო.



"ჩვეულებრივ პრინცესას"
სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შევხვდი. გადაცემაში მინდოდა მისი მოწვევა. ლურჯ კლასიკურ პიჯაკსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი ანა ჩემ წინ დაჯდა და სრულიად ჩვეულებრივ ამბებს მიყვებოდა. ცხადია, ცოტას ვღელავდი. ანა, სავარაუდოდ, ამას გრძნობდა და ხან ფიტნესის გაკვეთილებზე მიყვებოდა, ხან ჯანსაღ კვებაზე და ხანაც ბაკურიანში დაგეგმილ დასვენებაზე. ის გადაცემა არ გამოვიდა ობიექტური მიზეზების გამო _ ხან სეზონი მთავრდებოდა და ხან ანას არ ეცალა.
მერე იყო ერთი ჩვეულებრივი გადაცემა. აი, ბევრი დედა რომ შეიკრიბება და ოჯახსა და ბავშვებზე რომ საუბრობს, ისეთი. პროდიუსერმა _ ანას ხომ არ ვუთხრათ, ბაგრატიონსო. მე თვალები გავაფართოვე _ დაგვთანხმდება? დაგვთანხმდა. თან ისე, რომ არც ის უკითხავს გადაღებისთვის რა ადგილი შევარჩიეთ და არც ის, _ ჩემ გარდა კიდევ ვინ იქნება გადაცემაშიო. მოვიდა, მაკიაჟი გაიკეთა, ყველას მიესალმა, ინტერესით უსმენდა ხატია სიჭინავასა და სალომე ღვინიაშვილის მრავალშვილიანობის ისტორიებს და თავადაც ყვებოდა ამბებს. არც კითხვები მოუთხოვია წინასწარ და არც ჩაწერის მერე დაურეკავს _ ესა და ეს ფრაზა ამოიღეთ გადაცემიდანო და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ის, ტიტრად რა სტატუსი დამეწერება ინტერვიუს დროსო.



ჰოდა, დავფიქრდი, ვინ იყო ის _ ანა თუ პრინცესა ანა ?
მაისის ყდის ფოტოსესიას არ დავსწრებივარ. ანა ბაგრატიონი სანდო ხელში იყო და მთელი გადამღები ჯგუფი, აგერ უკვე ერთი კვირაა, გაკვირვებულ-გაოცებული ყვება თუ როგორი სადა, თავმდაბალი და ძალიან მაგარი გოგოა ანა. მთლიანად ენდო გუნდს და არცერთი კოსტიუმი თუ კადრი არ გაუპროტესტებია, უბრალოდ, აღნიშნავდა, რომ საამისო გამოცდილება არა აქვს და არ იცის, გამოვა თუ არა საინტერესო ყდა.


კვლავ კითხვა _ ანა თუ პრინცესა ანა?
ფოტოებს ვათვალიერებ და კადრიდან ნამდვილი ბატონიშვილი ანა მიყურებს. მთელი სათქმელი, მთელი ისტორია და მთელი ეს წოდებები მის გამოხედვაშია, მისი კამერასთან შეხვედრის მანერაში, მის დგომასა და სამოსის ტარების სტილშიც კი. კამერას გათიშავენ და ის ტელეფონით სახლის საქმეებზე დარეკავს, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი, ანუ არაპრინცესები.



საიუბილეო "სითი" გამოვიდა და მე ბედნიერი ვარ, რომ მისი გარეკანიდან თქვენ ანა ბაგრატიონი გიყურებთ. ეს მისი პირველი ყდაა და საშინლად ვამაყობ ამ ამბით. და ბოლოს _ ახლა, ამ ნაწერის ბოლო ფრაზებს რომ ვწერ, ზუსტად ვიცი, ამ სარედაქტოროში ჩემი კითხვები ბევრს არ მოეწონება. შესაძლოა, თვით ანასაც, მაგრამ ის არასდროს, არასდროს აიღებს ყურმილს და არ დარეკავს ამის სათქმელად.



ჰოდა, თქვენ თავად განსაზღვრეთ ვინ არის ის _ ანა თუ პრინცესა ანა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის  კი და არა
მე ვარ... ჯიუტი, ფიცხი, ხანდახან ზედმეტად ემოციური, ყოფაში უდისციპლინო, ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კეთილგანწყობილი და მიმნდობი.
11:58 / 19.11.2019
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
TRY
TRY
1
0.5203
USD
USD
1
2.9735
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -4 °C
img
გამოწერა