ახალი ამბები
საით გაგიწევია?
"საით გაგიწევია?", _ კარგი კითხვაა, ქუჩაში, ნაცნობთან შეხვედრისას ზრდილობის გამო დასმული.
პასუხიც ტრაფარეტული მოჰყვება ხოლმე: "არსად, აქვე". ეს "აქვე", ხშირად კარგა შორი მანძილით არის დაშორებული. ბევრჯერ ხდება, რომ გზა გერევა და შორით სვლა გამოგდის ახლო დისტანციაზე და მისული, მწარე ჩაცინებით აღმოაჩენ, რომ ფუჭად გარჯილხარ, _ "რა მინდა აქ?". მაგრამ, მაინც ყოველთვის ჯობია შარაზე შედგე, ვიდრე მყარად ფესვგადგმულმა სხვის სვლას ადევნო თვალი და დაუზარლად უკირკიტო მის ნაბიჯებს (თან ზოგს რა მურდალი თვალი აქვს)... "მიდი რა, გაიარე", _ კარგი, მეგობრული რჩევაა.



აღდგომა დღეებში დაცარიელებულ თბილისში დავბორიალობდი. თავიდან, მინდოდა ძველად ნაგრძნობის ახლიდან აღმოჩენა, გახსენება. ვცდილობდი და არ გამომდიოდა... ამდაგვარი ხეტიალისას, ამოჩემებულ ადგილებში ბრუნდები, მეორედ ცდილობ ერთი და იგივე მდინარეში ხელახლა შესვლას. უმეტესწილად, სახეცვლილი გხვდება, მუღამებდაკარგული და იხსენებ იმ დროს "მაშინ, როცა...", და ისე გამოგდის, ქალაქურ "სლაბ" სიმღერებში რომ წაუსევდიანებენ: "სადღაა ის და სადღაა ეს?!~, რომ ჯაგა დრონი მეფობენ და კაი ტიპი, ჯიგარი, თავის საჯიგრეთს ვეღარ პოულობს, ვეღარ უგებენ ამბავში, არადა, ადრე, ეჰ! (ისე, მართლა, ეჰ!)...



გაღმა ნაპირას გავედი, სვანეთის უბნისკენ ავუხვიე და ერთ ნაცნობ გოგოს გადავეყარე. შორიდანვე შევნიშნე დაკლაკნილი ქუჩის თავში. ლაღად მოუყვებოდა თხელი აგურით ნაშენ სახლებს შორის დაღმართს. ლურჯი "პლაშჩი" შეხსნილი ჰქონდა და ყელზე მოგდებულ შარფს ნიავი უთამაშებდა. ლამაზი გოგო ყოველთვის იყო, მაგრამ რაღაც სხვა ნათებამ მომჭრა თვალი იმ დღეს _ ბედნიერებას მოასეირნებდა მსუბუქი ნაბიჯით.


_ "საით გაგიწევია?" _ ვკითხე.
_ "გაზაფხულისკენ" _ მიპასუხა. აღარარსებულ კინოთეატრ "გაზაფხულს" ნაღდად არ გულისხმობდა.

მისდაუნებურად, ძალდაუტანებლად, მეც გამახედა "გაზაფხულისკენ" _ თბილისის დაკარგული შუქ-ჩრდილები დამანახა, ფონად რომ მოსდევდნენ თბილი ტონებით. ახალი, ხისტი ფერების და დინამიკის გადამკიდეს, დიდი ხნის შეუმჩნეველი, ფოკუსიდან ამოვარდნილი მქონდა მისი სიღრმეები. სხვისი ფანჯრის მიღმა სიმყუდროვის შეგრძნების განცდასავით გაუცხოვებული...



"საით გაგიწევია?" _ ამ კითხვაზე ბევრი სკაბრეზული პასუხიც არსებობს შორ გზაზე გაშვებით. ხანდახან, საკუთარი არჩევანის დახმარებით, მართლაც "მანდ" იჩითება ადამიანი. ბევრი მათგანი ვერ ხვდება, რომ ნეხვშია ყელამდე და სიამოვნებითაც დააბოტებს მიგნებულ სივრცეში... სუნმა მაინც უნდა შეგაწუხოს ამ გეზზე დაგეშილს, მაგრამ არ აწუხებს და, ჰე! თურმე, სწორედ რომ აი, მანდ უნდოდა მისვლა, ყოფნა. აირწინაღებია მოსახმარი თუ მოგიწია მათთან შეხება. არადა, ვერ აცდები. გაიხედავ-გამოიხედავ და... ბლომად არიან. თან, ქვეცნობიერად თუ გამიზნულად, სურთ, რომ შენც გადმოგდონ აქოთებული სიმყრალე...



ბავშვობაში, სქეითბორდის ბუმის დროს, ნიკოლაძის დაღმართზე ვაწყობდით სხვადასხვა სირთულის ტრასას აგურებისგან (ვაღიარებ, რომ ვაკელები ჩვენზე მაგრები იყვნენ. კუს ტბის დაღმართს ჩამოდიოდნენ თავისუფალი, სწრაფი დაშვებით). შედგებოდი დაფაზე, გახედავდი აგურების განლაგებას, აკრეფდი სისწრაფეს და ცდილობდი ტექნიკურად, მოხდენილად, ახლოში აგევლო გვერდი ქვებისთვის და იქვე, ტროტუარზე ჩამომსხდარი გოგოების მოწონება დაგემსახურებინა.



დიდი გზაც, ტრასაც ასევე ჩვენ მიერვეა დანაღმული. ნაწილობრივ, ლომის წილი, განგებისგან არის ჩაფლული ვერდასანახად. არ ვიცით სად იმარხებიან ნაღმები და ხშირ-ხშირად ვიწევით ჰაერში უყურადღებო, ალღოდაკარგული ნაბიჯის გადადგმისას. ყველა ხაფანგს ნაღდად ვერ გადაურჩები და ვერ აუვლი გვერდს, მაგრამ ზოგის აცილება, გამოთვლა შეიძლება, გამოცდილების და შინაგანი ხმის მოხმობის მეშვეობით. ზოგჯერ, გიფრთხილდება დამცველი ძალა და "ასეჩკას" აკეთებინებს, არ აფეთქებს ნაკუწებად გამგლეჯ ნაღმს.



ყოველი დაწყება, ყოველი ჯერი, ახლიდან თავის გამოცდაა. ადგილიდან დაძვრის, დანაოჭებული ფესვების მოჩეხვის ჟინი, აზარტი უნდა მოიყვანო მიზნამდე მისაღწევად... "მიზანი" _ არ მომწონს ეს სიტყვა. ძალიან კონკრეტულია, მრგვალი და ბრტყელი. გზა არის მნიშვნელოვანი. უამრავი რამ იცვლება სვლისას. "მიზანიც" იცვლის ფორმას, ზომას და აზრსაც კი, დიდი განსხვავებით საწყისისგან...



მთავარია, შარას გაუყვე. "მიდი რა, გაიარე", კარგი, მეგობრული რჩევაა.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა