ახალი ამბები
JLO/GUESS GIRL
"გამარჯობა, მე ვარ ჯენიფერ ლოპესი და აქ ვარ, Guess -ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის გადაღებაზე"
- ამ სიტყვებით შეატყობინა მსოფლიო მეგავარსკვლავმა, ჯეი ლომ, თავის 74,4 მილიონიან ინსტაგრამაუდიტორიას მნიშვნელოვანი ამბავი მოდის სამყაროდან _ ჯენიფერ ლოპესი ახალი Guess Girl გახდა. მოდის სამყაროში ეს ბონდის ახალი გოგონას ტიტულის ტოლფასია და ახალი ამბავიც წამებში მოედო მსოფლიო მოდისა და შოუ-ბიზნესის წრეებს.  ბრენდის Guess Girl ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პოლ მარჩიანომ, პირადად დაურეკა. მოგვიანებით გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში ჯეი ლო აღნიშნავს, რომ ამბავი მისთვის მართლაც ამაღელვებელია, ვინაიდან ცნობილი ამერიკული ბრენდის ფანატი ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებიდან არის.





ფოტოსესიის კონცეფცია და ცხადია ისიც, თუ როგორი უნდა იყოს ახალი Guess Girl -ის სტილი, იმავე პოლ მარჩიანოს ეკუთვნის. ის ყვება, რომ მან მოდაში კიდევ ერთხელ დააბრუნა რეტრო სტილი და სექსუალურობა, რომლის ყველაზე ზუსტი და ენერგიული გამტარი, სწორედ, ჯენიფერ ლოპესია. ფოტოების ავტორი ტატიანა გერუსოვა გახლავთ, ფოტოსესიის არტდირექტორი, პოლ მარჩიანო.  Guess -ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ცხოვრების სტილის განსახიერებაა _ მაღალწელიანი, მოკლე, კუბოკრული შორტები, ღრმად ჩახსნილი, სხეულზე მომდგარი თეთრი პერანგები, საიდანაც აუცილებლად მოჩანს შავი სექსუალური ლიფი, ჯინსი, სწორედ "გესური", რომლის სილუეტი არცერთ თავმოყვარე "ფეშონისტას" არასდროს აერევა სხვა მოდელში. გრძელი კაბები, შექმნილი წითელი ხალიჩებისა და ბრდღვიალა წვეულებებისთვის, ტანზე მომდგარი შავი ბოდეები წელში გამოყვანილი ქამრითა და ოქროსფერი, მძიმე ლოგოტიპით. ვის, თუ არა ჯეი ლოს, უნდა წარედგინა გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ეს სექსუალური კოლექცია.  უყურებ კოლექციას, მის ამსახველ ფოტოსესიას და ხვდები, რომ შენც ზუსტად ასე გინდა და რომ ასეთი Gუესს Gირლ-ის წინაშე ნებისმიერი მისია შესრულებადია, მხოლოდ ერთი პირობით _ ალბათ, ან ჯეი ლოს მიმსგავსებულ ფორმებს უნდა ფლობდე, ან სასწრაფოდ, ფიტნეს დარბაზისკენ!




ფიტნეს დარბაზამდე ან მის შემდეგ, (ეს უკვე როგორც მოგიხერხდებათ), შეიარეთ სავაჭრო ცენტრ "გალერიაში", რომლის მეორე სართულზეც ჯეი ლოს Guess-ი დაგხვდებათ ფანტასტიკური და მრავალფეროვანი კოლექციით, აქსესუარებით, სვაროვსკის თვლებით გაწყობილი სამკაულებით. თქვენ მხოლოდ თქვენი ფანტაზია უნდა ჩართოთ და შიგადაშიგ ჯეი ლოს ინსტაგრამს გადახედოთ. შედარებით კლასიკური და ოდნავ თავშეკავებული სტილის მოყვარულთათვის, მაღაზიის მეორე მხარეს Marciano-ს ხაზია წარმოდგენილი. მათ შორის კი, მამაკაცის კოლექციაც. აუცილებლად ყურადღებით დაათვალიერეთ სპორტული ჩანთები, უყიდეთ თქვენს მამაკაცებს, მაგრამ ატარეთ თქვენც.  ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც ძმებმა მარჩიანოებმა 1981 წელს დააფუძნეს, საქართველოში "დრესაპ ჯგუფმა" დააბრუნა. ამით კომპანიამ 2018 წელი გახსნა, რომლის განმავლობაშიც, წინასწარი ინფორმაციით, ის ბევრ საინტერესო და ამბიციურ პროექტს გეგმავს.





დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული კომპანია საქართველოში წარადგენს ისეთ ბრენდებსა და მაღაზიებს, როგორებიცაა Guess, Lacoste, Levis, Lee& Wrangler, Mavi, Factory, Atrio.  ონლაინ ეპოქაში "დრესაპ ჯგუფი" ონლაინ ყიდვის საშუალებასაც იძლევა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია კომპანიის საიტზე www.Dressup.ge, სადაც ყველა ბრენდის სრული კოლექციაა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს განვადებისა და ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს. ასე რომ, თუ თქვენ ახალი Guess Girl ხართ ან მისკენ სავალ გზაზე დგახართ და გაქვთ დიდი გეგმები და იმედები გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, სასწრაფოდ სავაჭრო ცენტრ `გალერიას" მეორე სართულზე, სასწრაფოდ სექსუალური, მონატრებული რეტრო სტილის შორტები, კაბები, ჯინსები და Guess Girl -ის პოპულარული ჰიტით #AmorAmorAmor წინ, ზაფხულის რომანტიკული დღეებისკენ!











Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა