ახალი ამბები
უნივერსალურის ძიებაში
სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქალაქში ყველაფერი ნაცრისფერი იყო, თითქმის ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და ნათელი მომავლის იმედიც დიდად არავის ჰქონდა, ირინა თევზაძემ _ 21 წლის სტუდენტმა, მოახერხა ეჩვენებინა, რომ ადამიანი, თუკი მას ამის სურვილი აქვს, თავისი ცოდნისა და შემართების წყალობით, ნებისმიერ დროსა და მოცემულობაში, შეუძლებელს შეძლებს. 
1993 წელს, "შერატონ მეტეხში" მისი პირველი ჩვენება ეწყობა.  იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სულ მუშაობს, ქმნის და მუდმივად ახლის ძიებაშია. თითქმის ოცი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. მუშაობს მოდისა და დიზაინ/არტის მიმართულებით, ასწავლის. მისი ბოლოდროინდელი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:  არტისტი/დიზაინერი School of Design, Stephens College-ში, მოდის და ხელოვნების განხრით.  Stephens college-ის ამბასადორი ჩFDA-ში.  მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში და გამოფენებში.  შექმნილი აქვს საბავშვო კოლექცია "კანზას სითის მოდის კვირეული" -სთვის. 2010 წელს, კინოფესტივალისთვის Citizen Jane  შექმნა სკულპტურა Lady Jane, რომელიც ამ ფესტივალის სიმბოლოდ იქცა.  მუშაობდა სამუელ ჰაკმანის შენობის რესტავრაციაზე, ინტერიერის და თეატრის დიზაინზე.



_
როდესაც შენს პროფესიულ ცხოვრებას იწყებდი, ქვეყანაში სრული ქაოსი და სიბნელე იყო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტე ჩვენების გაკეთება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება სრულიად არარეალური იყო. როგორ შეძელი ეს?
_ პასუხი, ალბათ, შენთან ერთად უნდა მოვიფიქრო, შენც ამ ყველაფრის ნაწილი იყავი. მგონი, რამდენიმე მიზეზია. პირველი მიზეზი, ალბათ, თავხედობაა. მეორე მიზეზი ნაღვლიანი რეალობიდან გაქცევა იყო. მესამე _ ცნობისმოყვარეობა და აქედან გამომდინარე, სტიმული. ბოლოს, ალბათ ამბიცია, დადებითი და უაროფითი მნიშვნელობით, რომელიც, ვფიქრობ, არტისტის გაუცნობიერებელი ან გაცნობიერებული კომპონენტია... ამბიცია, როგორც სიცოცხლის სიყვარული და როგორც _ ეგო.



რამ შთაგაგონა მაშინ შენი კოლექცია?

ინსპირაციის მიზეზი ზუსტად არ მახსოვს. პირველ კოლექციაზე მუშაობის დაწყებისას კონცეპტუალური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ მქონდა. ძირითადი შთაგონება, ალბათ, აგებული იყო ზოგადად რომანტიკულობაზე, შეგრძნებებზე, იმდროინდელი მოდის სახასიათო სილუეტზე.





_ შენს ნამუშევრებს, 90 _ იანებიდან დაწყებული დღემდე, თითქოს საერთო ხასიათი აქვს: მშვიდი, ფერისა და ხაზის მარტივი სინთეზი. არ ღალატობ მთავარ ხაზს?
ასე თუ ხედავ და ამას მეუბნები, ძალიან დიდი მადლობა. მე თვითონ არ ვიცი ეს როდის ხდება, ან თუ ხდება, რა ხარისხით ხდება, არც ეგ ვიცი.  გრძნობ და აკეთებ, არ ღალატობ შენს თავს, ალბათ.



_ ფერისა და ფორმის კავშირი შენს ნამუშევრებში...
არც ეგ ვიცი. მე მგონი თავისთავად ხდება. არ ვიცი როგორ ხდება ერთმანეთთან ინტეგრირება და თუ ხდება გააზრებულად. გააჩნია დროის რა მომენტში აკეთებ, რა გარემოებაში და რასთან ურთიერთკავშირში. ხშირ შემთხვევაში, დროის და გარემოს ცვლილებასთან ერთად, ფერისა და ფორმის კავშირის წესები იცვლება, მაგრამ ქრომატული ფერის გამა რჩება ექპერიმენტის პროცესად ან აქტიური ქრომატული და პასიური აქრომატული პალიტრის ერთმანეთთან დაკავშირების მუდმივ სურვილად.



_ პროცესი თუ შედეგი?
ჩემს შემთხვევაში პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ხანდახან, ბედნიერების ერთადერთი განცდაა. შედეგის მიღწევისას, პროცესს წერტილი ესმევა, მაგრამ დასრულებული ნამუშევრის ან პროდუქტის აღქმა, შეგრძნება და მისი შედეგის განცდაც, გარკვეულად, ახალი პროცესია. ამიტომ, ჩემი პასუხია _ ალბათ, ორივე. მგონია, ყველა მხატვარი ასეა, არ ვიცი.





_ როგორ აღიქვამ მოდას _ როგორც ხელოვნებას, ყოველდღიურობის ნაწილს, თუ თვითგამოხატვის საშუალებას?
ალბათ, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელს და ასევე, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულს.


- რას ასწავლი სტუდენტებს პირველ რიგში და რას სწავლობ მათგან?
სტუდენტებს ვასწავლი ხელობას. პირველ რიგში იმას, რაც პირველი მოთხოვნაა დიზაინისა და მხატვრობის ამერიკულ სკოლებში. პარალელურად, მიმდინარეობს ინდივიდუალურობის გამოვლენის ხელის შეწყობა, რასაც შესაძლებლობების კულტივაციას ეძახიან. შემდეგი ეტაპია დახმარება კონცეფციის შერჩევაში, მის განვითარებაში, ხარისხიანი კომერციული პროდუქტის შექმნის გათვალისწინებით. სტუდენტენტებისგან ვსწავლობ სიცოცხლის სიყვარულს.



_ რა არის დღევანდელი დღის გამოწვევა ხელოვნებისათვის და კონკრეტულად, მოდისთვის?
არა მარტო ხელოვნებაში, ვფიქრობ, ყველა სფეროში _ ინდივიდუალიზმი, ინოვაციური იდეა და გუნდური მუშაობა. მოდა არ ვიცი რამდენად შეიძლება განიხილო დამოუკიდებელ კომპონენტად... დღეს მოდა ინტეგრირებულია სხვა დისციპლინებთან.




- UNI MOYEN...

UNI MOYEN _ არის კომპანიის სახელი, რომელიც ვიკამ, ჩემმა შვილმა, ცოტა ხნის წინ დააარსა.
ჯერ-ჯერობით ის საწყის ფაზაზეა. ამიტომ, ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. UNI MOYEN ქმნის unisex პროდუქციას სახელწოდებით sharfee,, რომელიც რბილ ზედაპირზე ქსოვილისა და ტყავის მანიპულაციის, კოლაჟისა და ხელის გვირისტის კომბინაციის სახით, ჩემი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების თარგმანია. UNI MOYEN-ის განმარტება ასეთია: Uni უნისექსის, უნივერსალურის და ერთიანობის შემოკლებული ვარიანტია. როგორც პრეფიქსი, აერთიანებს ჰარმონიას, ინკლუზიურობას და სამყაროს ერთობას. Moyen  ფრანგული სიტყვაა და საშუალოს ნიშნავს. ამ სახელის დარქმევის იდეა მოვიდა l’homme moyen-ის სოციოლოგიური და სამართლებრივი კონცეფციიდან. ითარგმნება, როგორც "საშუალო კაცი" და აღწერს ადამიანს, რომელიც ხასიათდება იმ საერთო მოტივებით, რომლებიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაში. UNI MOYEN ყველა ამ მნიშვნელობის ურთიერთქმედებაა.



_ ტრადიციული ფანქარი თუ digital Art?
ორივე და აუცილებელია წებო და მაკრატელი.





_ შენი მუშაობისთვის აუცილებელია...
სტუდიაში მარტო ყოფნა. იზოლირებულ გარემოში მუშაობა იდეალური სამუშაო პირობაა. ხშირ შემთხვევაში აქტიურ და ქაოსურ გარემოში მუშაობასაც უფრო საინტერესო შედეგებამდე მივყავარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.


_ როგორია შენი ამერიკული step by step?
მოხდა ისე, რომ ჩემი პირველი ამერიკული სამსახური ტომ სოიერის შტატში დაიწყო, სადაც ჩემი ქმარი სასწავლებლად ჩავიდა. მე 23 წლის ვიყავი და ჩემი პირველი სამსახური, რომლის მოთხოვნა გრაფიკის, ფერწერის და ილუსტრაციის სტუდიური კლასების სწავლება იყო, Stephens College School of Design-ში დაიწყო. აქედან გამომდინარე, ჩემზე ბევრად გამოცდილი უფროსი მხატვრების და დიზაინერების გარემოში მოვხვდი. გამოყენებითი ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის დაკავშირებული იყო სახვით ხელოვნებასთან. შეიძლება ტექსტილის "ხათრით". აქ მოხდაArt და  Design-ის დაკავშირება Fiber Art-ის საშუალებით, რაც ვისწავლე Computer Added Design და Fiber Arts, Stephen College School of Design და University of Columbia, Missouri-ში. შემდგომ კი, როგორც კოლეჯში მიწვეული მხატვარი, სტუდენტების დახმარების პარალელურად, კოლეჯის პოლისის გათვალიწინებით, ვალდებული ხარ აქტიურად მიიღო მონაწილეობა ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებში, რაც დიდ სტიმულს იძლევა.


_ საქართველოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრია?

დღევანდელ დღეს სადმე დაბრუნებაზე ან სადმე სამუდამოდ გადასვლაზე ადამიანი თითქოს აღარ ფიქრობ. დღეს ყველაფერი ისეთი ინტეგრირებულია, რომ ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ. არ ვიცი, შეიძლება ეს შეგრძნება იქამდე გაგრძელდეს, სადამდეც ფიზიკური შესაძლებლობა გიწყობს ხელს.





_ შეთავაზება, რომელიც ახლახანს მიიღე...

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ Los Agelesis Otis School of Art and Design-ში, მულტიმედია არტისტებთან ერთად ვიმუშავებთ კონცეპტუალურ პროექტზე და გავაკეთებთ ტანსაცმლის კოლექციას. პროექტის მიზანია გამოიკვეთოს სხვადასხვა დისციპლინის სინთეზი.


_ რომელია შენი საყვარელი სილუეტი?
ზუსტად არ ვიცი, სულ ცვალებადია. "A" სილუეტი, "0" სილუეტი, "V" სილუეტი, "||" სილუეტი.



შენი მუზა...
ქართველი ქალები, ქუჩაში ადამიანები, ამხანაგები, მათი შვილები, მშობლები და ქალები, რომლებიც ვუდი ალენს მოსწონს.





_ რა არის გემოვნება?
არ ვიცი, ალბათ, უნარი საკუთარი თავის, გარემოს და დროის შეგრძნება ერთ სივრცეში გაიაზრო, ერთმანეთს დაუკავშირო და თუ გამოგივა, რეზულტატი ერთ მთლიან შედეგად გამოამჟღავნო. შედეგი შეიძლება იყოს ვიზუალური, აზრობრივი თუ ბგერითი.


_ ჩვენს Street Style-ზე რას იტყვი?
მე მგონი, ძირითადად, ძალიან ლამაზია თბილისის ქუჩები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თბილისში ლამაზი და გემოვნებით ჩაცმული ადამიანები დადიან. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თბილისის Street Style ინტერნაციონალური გახდა.




_ ახლა მოდის ინდუსტრია უზარმაზარია. არჩევანიც დიდია, მაგრამ არიან გამორჩეულები. ვისი შემოქმედებაა შენთვის საინტერესო?
დღეს რაც გიყვარს, იმის გაკეთება და შენარჩუნება ფუფუნებაა. ამიტომ, ასეთი ადამიანების შემოქმედება ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. მეორე ფაქტორია, ალბათ, დღევანდელი მოდის ინდუსტრიაში პატარა, კერძო კომპანიები, რომლებიც გიგანტ კომპანიებთან ბრძოლაში იმდენად გააქტიურდნენ, რომ ბევრად საინტერესო და ინოვაციურები გახდნენ. ალბათ, ის დიზაინერები, რომლებიც ახეხრხებენ სისტემის ტემპის აყოლას და ენთუზიაზმს არ კარგავენ ამ ქაოსურ ბაზარზე, ჩემთვის ყველაზე მეტად არიან გამორჩეულები.









Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3
შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად
ცხოვრობს.
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ
ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია,
ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე,
მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც
აქვთ შემორჩენილი.
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია, ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე, მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც აქვთ შემორჩენილი.
08:08 / 04.06.2018
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე
ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო
კერძებიც.
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო კერძებიც.
10:09 / 31.05.2018
"ვერსაჩეს" სურნელოვან სამყაროს კიდევ ერთი ახალი არომატი შეემატა.Dylan Blue ამჯერად ქალებისთვის შეიქმნა. არომატი, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო, ამჯერად ქალების მოხიბვლას იწყებს.
09:52 / 31.05.2018
"სითის" საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთ, ძლიერ, წარმატებულ და საინტერესო CITY WOMEN-ს გაგაცნობთ.
09:26 / 31.05.2018

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8521
TRY
TRY
1
0.5186
USD
USD
1
2.4602
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა