ახალი ამბები
ინსტაგრამის თაობა-ნინი ზარქუა
ედრიან ბროუდი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ამის გამო, სულ არეულობაშია და დათხვრილი დაიარება.
ვინსენ კასელი ისევ შეყვარებულია და ახლახანს მის შეყვარებულ თინასთან ერთად ჩამოვიდა რიოდან. თინა ხომ ბრაზილიის გარეშე ვერ ძლებს! დევიდ ბექჰემს დაბადების დღეზე სიურპრიზად უფროსი შვილი დაადგა... რას ვყვები? ეს ყვითელი პრესის მოგონილი ამბები არ გეგონოთ. სოციალური ქსელის, ინსტაგრამის საშუალებით სამყარო ისე დაპატარავდა, შევიწროვდა და გამჭვირვალე გახდა, რომ მთელი ვარსკვლავეთი ჩემი უახლოესი მეგობარი მგონია. თანამედროვე სამყაროს ადამიანები, ამ ქსელს ძალიან აქტიურად იყენებენ. ფაქტობრივად, საკუთარ ყოველდღიურობას `ლაივრეჟიმში~ გვაყურებინებენ და ამის მეშვეობით უფრო ცნობადები და წარმატებულები ხდებიან. ქართულ ინსტაგრამსაც ჰყავს თავისი ვარსკვლავები. დღეს დიზაინერ ნინა ზარქუას და მომღერალ ნინა სუბლატს წარმოგიდგენთ.


_ ნინა, ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედიაში, ინსტაგრამზე, 44 000-ზე მეტი ფოლოვერი გყავს. დღეს ეს არა მარტო ციფრია, არამედ თანამედროვე, წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი. როდიდან და როგორ დაიწყო შენით დაინეტრესებული ადამიანების რაოდენობის ზრდა?

_ როდესაც პირველად გავხსენი ინსტაგრამი, ეს იყო, სადღაც, 5 წლის წინ, მაშინ მას სხვა დატვირთვით ვიყენებდი _ უფრო გასართობად, ჩემს მეგობრებთან საკონტაქტოდ. თავიდან, რამოდენიმე წელი, დახურული მქონდა გვერდი, რადგან არ მინდოდა ჩემი პირადი ფოტოები უცხოებს ენახათ. მერე, უკვე მეგობრების და follower-ების  თხოვნით, გავხსენი გვერდი, რის შედეგადაც უფრო გაიზარდა ინტერესი.



_ დღეს მათ, ვინც სოციალურ ქსელში გავლენიანად (ინფლუენსერ) ითვლება, ბიზნესწინადადებებით მიმართავენ და სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ანაზღაურებით. შენ თუ თანამშრომლობ რომელიმე ბრენდთან ამ კუთხით?
_ ხშირად არის შემოთავაზება ამა თუ იმ ბრენდისგან რეკლამის სახით დავდო პოსტები, რაზეც, ძირითადად, უარს ვამბობ ჩემი ინსტაფორმატიდან გამომდინარე.



_ ვიცი, ძალიან ბევრი წერილი მოგდის.როგორ უმკლავდები? შენ თვითონ მართავ შენს გვერდს?

_ ძალიან ბევრი დადებითი წერილი მომდის. არის ბევრი თხოვნაც, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ რომ ვუპასუხო და თუ რამე თხოვნა აქვთ, ან რჩევა სჭირდებათ _ დავეხმარო. ჩემს პირად გვერდს მე ვხელმძღვანელობ, ე.წ. "სთორიში" ვდებ საჩუქრებს, რომლებსაც მიგზავნიან.



_ შენ თუ გყავს "გამოწერილი" ცნობილი ადამიანები?

_ მე თვითონ ბევრი ცნობილი ბრენდის თუ ადამიანის follower ვარ, მათ შორის ფოტოგრაფების, რომლებისგანაც ხშირად ვიღებ ინსპირაციას.



_ ნინა, 2 წელია რაც დიზაინერობა გახდა შენი მთავარი პროფესია.რამდენად განვითარდა ამ პერიოდში ქართული მოდის ბაზარი და იქცა თუ არა ის მართლა ბიზნესად?
_ პროფესიით დიზაინერი ვარ. ჩემს საქმიანობას 2 წლის წინ შევუდექი, რამაც უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა ჩემი ინსტაგრამგვერდი. ასევე, მაქვს ოფიციალური გვერდი, რომელიც ჩემი ბრენდის რეკლამაა. ვდებ ფოტოებს, ვიდეოებს.



_ მე მგონი, დღეს უკვე შესაძლებელია მაღაზია არ გქონდეს და პირდაპირ ინსტაგრამიდან მიიღო შეკვეთები.
_ ბევრი უცხოელი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, ბაიერი თუ სტილისტი მეკონტაქტება ინსტაგრამის მეშვეობით და ამის შემდეგ ვაგრძელებთ საქმიან ურთიერთობას.



_ ვინ არიან, ძირითადად, შენი მყიდველები?
_ ჩემი ნამუშევრების მყიდველები, ძირითადად, არიან მოდის მიმდევრები, რომლებსაც უნდათ ტრენდულად ჩაიცვან.  ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხს და მგონია, რომ სწორედ ეს იქცა ბრენდის "ზარქუა" წარმატების მიზეზად.


_ შენ თვითონ თუ ატარებ შენ მიერ შექმნილ ფეხსაცმელს?
_ მე თვითონ ხშირად ვატარებ ჩემ მიერ შექმნილ ფეხსაცმელს, პუანტებს, მაისურებს და საყურეებს.პირველ რიგში იმიტომ, რომ გავტესტო. და თუ რამე შეცდომა გაგვეპარა, უფრო მარტივად მივხვდე და სწრაფად გამოვასწორო.



_ უცხოელ დიზაინერებს შორის ვინ არიან შენი ფავორიტები?
_ უცხოელ დიზაინერებს რაც შეეხება, ბევრი ახალი სახელია, რომელიც ძალიან მომწონს. ასევე, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქართველ დიზაინერებთანაც ვიმოსები. დემნა გვასალია არის ჩემი ფავორიტი დიზაინერი.



_ აკეთებ იმას, რაც კონკრეტული პერიოდისთვის ტრენდულია, თუ გაქვს შენი ხაზი, რომელსაც არ უხვევ?
_ მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ ტენდენციებსაც, მაგრამ ვცდილობ რომ ჩემი ნიშა არ დავკარგო. მომხმარებლები იმწუთას ხვდებიან, რომ ეს "ზარქუაა" და არ გავს სხვას. ეს უკვე ჩემთვის ძალიან ბევრის მანიშნებელია.



_ ხარ 3 შვილის დედა. იგივე ინსტაგრამიდან ვხედავ, რომ კულინარიაც გიყვარს და საოჯახო საქმეებითაც ხარ დაკავებული. ამავდროულად, სახეზეა წარმატებული დიზაინერი. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს ისე, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის?

_ იმისთვის, რომ გერქვას წარმატებული, ჩემი აზრით, აუცილებელია, პირველ რიგში, პირადი ცხოვრება გქონდეს წარმატებით დალაგებული. რთულია იყო კარგი დედაც, კარგი მეუღლეც, კარგი კულინარიც და საქმეშიც პროფესიონალი. მაგრამ, თუკი აი, ამ ყველა კომპონენტს კარგად წარუძღვები, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ხარ წარმატებული.


_ თუ გყავს შენი style icon?
_ MBFჭ ფარგლებში გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციის ინსპირაცია იყო 60-იანი წლების style icon?-ები; Linda Farrow, Edie Sedgwick, Twiggy  - ქალები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს მოდის სფეროში.



_ რას უნდა აკეთებდეს ქალი, რომ კარგად გამოიყურებოდეს?

_ ქალი რომ კარგად გამოიყურებოდეს, აუცილებელია იყოს ბედნიერი და მერეა უკვე სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, მოუაროს თავს. ბევრი მისვამს ამ კითხვას _ თუ არ გვაქვს საშუალება, როგორ შეიძლება თავის მოვლა. მე მათ ყოველთვის ვპასუხობ, რომ სულაც არაა საჭირო დიდი თანხა ქალი რომ ლამაზად და მოვლილად გამოიყურებოდეს.



_ იყავი მოდელი, ახლა უკვე დიზაინერი, ხშირად ესწრები მოდის კვირეულებს არა მარტო საქართველოში. რა არის მოდის უახლესი ტენდენცია და რა სიახლეებისთვის მოვემზადოთ. რა იქნება აქტუალური ამ სეზონზე?

_ მოდის ტენდენციები დღეს ისეთი მრავალფეროვანია, რომ ერთ კონკრეტულზე შეგვიძლია არ ვკონცენტრირდეთ. ჩემთვის ისაა მოდაში, რაც გიხდება. ამის მერე, უკვე შეგვიძლია პატარა, აქტუალური და ტრენდული დეტალები დავამატოთ.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა