ახალი ამბები
ინსტაგრამის თაობა-ნინა სუბლატი
ედრიან ბროუდი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
ამის გამო, სულ არეულობაშია და დათხვრილი დაიარება. ვინსენ კასელი ისევ შეყვარებულია და ახლახანს მის შეყვარებულ თინასთან ერთად ჩამოვიდა რიოდან. თინა ხომ ბრაზილიის გარეშე ვერ ძლებს! დევიდ ბექჰემს დაბადების დღეზე სიურპრიზად უფროსი შვილი დაადგა... რას ვყვები? ეს ყვითელი პრესის მოგონილი ამბები არ გეგონოთ. სოციალური ქსელის, ინსტაგრამის საშუალებით სამყარო ისე დაპატარავდა, შევიწროვდა და გამჭვირვალე გახდა, რომ მთელი ვარსკვლავეთი ჩემი უახლოესი მეგობარი მგონია. თანამედროვე სამყაროს ადამიანები, ამ ქსელს ძალიან აქტიურად იყენებენ. ფაქტობრივად, საკუთარ ყოველდღიურობას "ლაივრეჟიმში" გვაყურებინებენ და ამის მეშვეობით უფრო ცნობადები და წარმატებულები ხდებიან. ქართულ ინსტაგრამსაც ჰყავს თავისი ვარსკვლავები. დღეს დიზაინერ ნინა ზარქუას და მომღერალ ნინა სუბლატს წარმოგიდგენთ



ნინა, ინსტაგრამზე 56 200 ფოლოვერი გყავს. რას ნიშნავს ეს ციფრი შენთვის და რამდენად გეხმარება საკუთარი შემოქმედების მსმენელამდე უკეთესად მიტანაში?

ინსტაგრამს ისე ვიყენებ, როგორც ჩემს ყოველდღიურ ფოტოალბომს და ხშირად ვდებ ისეთ ფოტოს ან ვიდეოს, სადაც ჩემი ყოველდღიურობაა აღწერილი. რადგანაც ჩემი დროის ძირითად ნაწილს სტუდიაში ვატარებ, ჩემს `სთორებში" ხშირად ვდებ სამუშაო პროცესის ამსახველ მასალას. ამიტომ, ჩემი მსმენელიც ხშირად სიახლეს ინსტაგრამიდან იგებს. ამ ბოლო დროს ინსტაგრამს რამდენიმე საინტერესო ფუნქცია დაემატა (მაგალითად "გიფები"), რომელიც ნებისმიერ მოკლე `ინფოს" ბევრად უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.


როდიდან გახდი ასეთი პოპულარული, რამ გამოიწვია შენით ასეთი დაინტერესება?

ერთი წლის წინ ფეისბუქის მომხმარებელი უფრო ვიყავი, ვიდრე ინსტაგრამის. კიდევ უფრო ადრე, ძალიან მიყვარდა სოცქსელში ტექსტების დაპოსტვა, რის საშუალებასაც ინსტაგრამი მაინცდამაინც თვალსაჩინოდ არ იძლოდა. ამიტომ, მისი არც ისე ინტენსიური მომხმარებელი ვიყავი. თან, დროთა განმავლობაში, ფეისბუქზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ფოლოვერი (დაახლოებით 78300) დამიგროვდა და საინტერესო იყო ამდენ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა, ტექსტებზე ხშირად, ფოტოს დადება მსიამოვნებს, რისთვისაც ინსტაგრამი შესანიშნავი ადგილია. არასდროს მიცდია ჩემი "ფიდი" უფრო მეტად ესთეტიკური გამეხადა და ამით ინსტაგრამის მომხმარებლები მომეზიდა. უბრალოდ, როდესაც, ჩემი აზრით, კარგ ფოტოს ვიღებ _ ვტვირთავ. მიხარია, რომ ამდენ ადამიანს მოსწონს, თუმცა, ამაზე პირადად არასდროს ვზრუნავ.



ცხოვრებაში რაში გეხმარება ასეთი ცნობადობა, ან რაში გიშლის ხელს?
როდესაც ცნობილი ხარ, ძალიან ბევრი დაუგეგმავი კომუნიკაცია გიმყარდება სრულიად უცხო ადამიანებთან. დავაკვირდი, რომ რადგან უცნობებს ჩემზე რაღაც სახის ინფორმაცია აქვთ, ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ მათთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს. ამიტომ, პირველივე შეხვედრისას ძალიან გახსნილად და ლაღად გრძნობენ თავს. ხანდახან სავსებით მოულოდნელი ადამიანებისგან ძალიან საინტერესო და პირადულ ისტორიებს ვისმენ. ბევრი პოზიტიური ენერგია მოდის ჩემთან, ურთიერთობები მარტივია და ამიტომ, ცნობადობაში დადებითს უფრო მეტს ვხედავ. უარყოფითი განხრით _ არიან "მაწუხარა" ადამიანებიც



სოციალური ქსელი ყველასთვის ღიაა.კომენტარები გამოქვეყნებულ პოსტებზე თუ ვიდეოებზე არაერთგვაროვანია. არის ბევრი საქებარი და ზოგიც, შეიძლება, კრიტიკული გამოერიოს. კითხულობ? პასუხობ? როგორ რეაგირებ?
გააჩნია რას ვპოსტავ. კომენტარებს ხშირად არ ვკითხულობ. უფრო მეტად მაინტერესებს ჩემი ნაცნობებიდან ვინ რა პოსტი მოიწონა. ამით უფრო ვხვდები მათ გემოვნებას, ზოგად შეხედულებას და ასევე იმას, თუ როგორ მხედავენ ისინი. ხანდახან, სანამ ფოტოს დავდებ, უკვე ვხვდები რომელი ფოლოვერი მოიწონებს და რომელი არა. სხვა სოცსივრცეებთან შედარებით, ინსტაგრამი ყველაზე ნეიტრალურია და არც ისე ხშირად ვხვდები ნეგატიურ კომენტარებს და კონტენტს. ალბათ, რადგან ვერბალური კომუნიკაცია ნაკლებია და ძირითადად იმიჯებთან გვაქვს ურთიერთობა, ნაკლებად აგრესიულები ვხდებით.



გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ, რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად საინტერესო იყო?
იმისთვის, რომ ჩემი თავისთვის მუდმივად საინტერესო ვიყო, ვცდილობ ჩემში ახალი სივრცეები აღმოვაჩინო, ავითვისო, შემდეგ დავივიწყო და ისევ ახალს დავუწყო ძიება. მომწონს, როდესაც რაღაცას, რაც ჩემი უცოდინარობის გამო მისტიკური მგონია, ისე ვსწავლობ, რომ ჩემს განუყოფელ ნაწილად ვხდი. მინდა, რომ ჩემი ცნობიერება რაც შეიძლება ახლოს იყოს ჩემს ჭეშმარიტ ბუნებასთან. არ მინდა სამყაროს გაუმაძღარი მომხმარებელი გავხდე და ყოველთვის სხვადასხვა ხერხით და გზით ვცდილობ მასთან დამეგობრებას. მინდა, რომ ყველაფერს, რაც ჩემთან მოვა, ლაღად შევხვდე და რეალობა ისეთი მივიღო, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მაწყობს. ხანდახან მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც ამ ყველაფერს ვივიწყებ და როგორც `ჯანქის" ისე გამყავს დრო, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაზე უინტერესო ადამიანი ვხდები, რომელიც ოდესმე შემხვედრია.



რა გინდა ვიცოდეთ შენზე გარდა იმისა, რაც საყოველთაოდ ცნობილია?
მე მინდა ჩემზე რაც შეიძლება ნაკლები რამ იყოს ცნობილი, მაგრამ რადგან ლაპარაკი და წერა ძალიან მიყვარს, ინტერვიუებს ვერ ვეშვები. ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ჩემი პირადი ამბები მხოლოდ მე ვიცი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.


შენი სტილი მუდმივად იცვლება. ახლა რა არის შენი შთაგონება?
ადრე ჩემი შთაგონება ჩემივე შინაგანი განწყობა იყო. მინდოდა ყველა ჩემი ემოცია ვიზუალურადაც გამომეხატა. ახლა, უბრალოდ, ისე გამოვიყურები, როგორიც ბუნებრივად ვარ, თუ გაღიავებულ წარბებს არ ჩავთვლით. ხანდახან კი, სხვა ადამიანებს, რომლებთანაც რაიმე ვიზუალური კოლაბორაცია მაკავშირებს, უფლებას ვაძლევ ისეთად დამინახონ, როგორც თავად უნდათ და ეს საკმაოდ სახალისოა.


გამოუშვი სამი ალბომი და ახლა მცირე მუსიკალური პაუზა გაქვს. გვიმზადებ რამე ახალს?
2016 წელს კოლაბორაცია მქონდა და ჩემს პარტნიორ, მუსიკოს გიორგი შამანაურთან და შვედურ-ამერიკული ლეიბლით Cryo Chamber, გამოვიდა ალბომი Phonothek - Lost In Fog. ამ პროექტით, ისევ ამ ლეიბლით, 2017 წელს დარელიზდა მეორე ალბომი Phonothek - Red Moon. ამის გარდა, როგორც "ნინა სუბლატმა", გამოვუშვი ერთი ალბომი, ერთი EP და რამდენიმე სინგლი.  როდესაც ცნობილი გავხდი როგორც "ნინა სუბლატი", გარკვეული მიზნები მქონდა, გარკვეული სურვილები, რომლებიც ამ ეტაპზე მგონია, რომ უკვე მანიფესტირდა. ახლა მუსიკალური პაუზა ამ სახელით მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გაფილტვრას ველოდები. მინდა ამ ხნის განმავლობაში დაგროვებულ ინფორმაციას თავისი ადგილი მივუჩინო. ჩემი კარიერის მანძილზე, მუსიკის კეთებასთან ერთად, ასე თუ ისე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში როგორც ჟიური, როგორც მენტორი და ეს ყველაფერი ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, მოქმედებს ხან კარგად, ხან ცუდად. იმაში, რომ ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო და ისეთი მუსიკა არ შევქმნა, რომელიც თავად ჩემთან ახლოს არ არის, სწორედ ასეთი პაუზები მეხმარება. სიმართლე გითხრათ, ახლანდელი ჩემი შემოქმედება ძველისგან დიდად განსხვავებულია. ამიტომ, იმაზეც ვფიქრობ, რომ პაუზის შემდეგ ძველებურად კი არ განვაგრძო, არამედ სრულიად ახალი სახელით, შეიძლება საერთოდაც ისე, რომ არავინ იცოდეს რომ მე მე ვარ, რაიმე ახალი გამოვუშვა.


გარდა მუსიკისა რას აკეთებ?
გარდა მუსიკისა, ჩემს ყოველდღიურობაში დიდ ადგილს იკავებს მედიტაცია, იოგა, ტაი-ჩი, ვსწავლობ ასტროლოგიის სკოლაში, ხშირად გავდივარ ქალაქიდან და ბუნებაში ვსეირნობ, რამდენიმე დღეა საკერავი მანქანა შევიძინე და ჭრა-კერვითაც ვირთობ თავს. ახლა მოპედის ტარება მინდა ვისწავლო და თბილისის გამონაბოლქვი შევისრუტო. მოკლედ, გასართობი ბევრი მაქვს.



რისკიანი ხარ და კონკურსების არ გეშინია.ხომ არ აპირებ კიდევ რომელიმე დიდ შოუში მონაწილეობას?
არავითარ შემთხვევაში.



ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც მიგიღია?

"გარინდებული მიმღებლობა" გაქვსო _ მითხრა გია ეძგვერაძემ და ამის მერე უფრო გავირინდე.



ყველაზე უცნაური წინადადება?
"თავისუფალი ვარ"



მუსიკალურ კარიერას თავიდან რომ იწყებდე, შეცვლიდი რამეს?
როდესაც მუსიკალური კარიერა თავისით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, 17 წლის ვიყავი. ახლა, რა თქმა უნდა, სხვა გემოვნება, სხვა შეხედულება და სხვა ინტერესები მაქვს. ამიტომ, ჩემი მუსიკაც სხვანაირი იქნებოდა ისე, როგორც მე.



შენ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. შენ თვითონ ვინ მოგწონს და, მაგალითად, ვისი ფოლოვერი ხარ?
ბოლო ერთი საათის განმავლობაში გამახსენდა და გავხდი PJ Harvey-ს, Moog Synthesizers-ის და რამდენიმე მუსიკალური მაღაზიის ფოლოვერი.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა