ახალი ამბები
მარიამ გვასალია
შენი ხელწერა...განსხვავებულად ფერადი და ხალისიანი _ ხშირად ასე მახასიათებენ..




რატომ პროფესია დიზაინერი? ის, რაც არასდროს მბეზრდება, ტანსაცმლის შექმნა და შეხამება, სხვისთვის სამოსისა და სტილის შერჩევაა. მსიამოვნებს ქსოვილებთან შეხება და მათი ფაქტურის შეგრძნება. ასევე, სიამოვნებას მგვრის ქსოვილისა და ტყავის გაჭრის ხმა. ქსოვილების ფერად სამყაროში მოგზაურობა. მსიამოვნებს ახლის ძიება და შექმნა. ამ ყველაფერს კი, სჭირდებოდა პროფესიული სახელი, როგორიცაა _ დიზაინერი.





კარიერის საწყისი ეტაპი... ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც შევქმენი ჩემი პირველი სადიპლომო ნამუშევარი.


პირველი აღიარება... პირველი აღიარება მომიტანა ქალბატონ სოფო ჭყონიას მიერ ორგანიზებულმა კონკურსმა _ BE NEXთ, სადაც წარდგენილი მქონდა სადიპლომო ნამუშევარი და გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული. პრიზად მხვდა მილანის უნივერსიტეტში- IED (Istituto Europeo di Design)  სწავლის გაგრძელება.





პირველი კოლექცია... Leonor Fini  რომანტიკულ პოპ არტ-ში. ამ კოლექციით მივიღე მონაწილეობა კონკურს BE NEXთ-ში და დავიცავი დიპლომი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.



პირველი მოდის კვირეული... თბილისის მოდის კვირეულზე პირველად წარვადგინე ციფრებიანი კოლექცია, რომელიც იყო საკმაოდ რთულად შესასრულებელი, რადგან არ მყავდა პირადი მკერავი, არ მქონდა სამკერვალო სალონი და უმოკლეს დროში შევქმენი კოლექცია, რომელიც შედგებოდა დაახლოებით ოცი "ლუქისგან".




ვის მოარგებდი შენს სამოსს... Taylor Tomasi Hill-ს


ფერი... მწვანე _ ყველა სპექტრში.


ფილმი...„La vita e bella”


მხატვარი... Henri Matisse


დიზაინერი... Dries Van Noten, Philip Lim


მოდელი... Erin Wasson, Freja Beha Erichsen




აუცილებელი ნივთი ქალის გარდერობში... ბებიის ან ბაბუის რაიმე გადმონაშთი.


საყვარელი ნამუშევარი საკუთარი კოლექციიდან... ტყავის ციფრებიანი ჟილეტი.


შთაგონების წყარო... ყველა და ყველაფერი შეიძლება იყოს.




ვინ ახდენს ყველაზე დიდ გავლენას შენს შემოქმედებაზე? ვინ თუ რა _ ესეც კი არ ვიცი.


სილამაზე არის... ბუნება



მოგვიყევი ნამუშევრის შექმნის პროცესზე. ბევრი იდეა მაქვს ხოლმე და ხშირად მიჭირს მათი რიგრიგობით შექმნა. როგორც აღვნიშნე, ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხშირად მხოლოდ მის შექმნაზე ვარ ორიენტირებული. არ მიყვარს, როდესაც ვხატავ. ჩემთვის საკმარისია მინიმალური ესკიზის შექმნა და შემდეგ, უკვე პროცესში, ვხედავ დეტალებს, ვპოულობ ზუსტ ჭრას თუ ფორმას. მთავარია ფერი და პროპორცია. მიჭირს ერთ ფერზე შეჩერება, თითქოს არ მყოფნის.




ტანსაცმლის ჩაცმის შენი "წესი"... არასდროს წინასწარ. ყოველთვის სპონტანურად ვარჩევ. წინასწარ შემიძლია მხოლოდ ფეხსაცმელზე ან აქსესუარებზე ვიფიქრო.


ცხოვრების მთავარი გაკვეთილი... ბედისწერას ვერ შეცვლი, მაგრამ იქნებ მიეხმარო ან რაღაც აიცილო. ბევრმა რამემ იქონია გავლენა და ბევრმა მოვლენამ გამზარდა და მასწავლა ჭკუა, მაგრამ ბოლო გაკვეთილი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ეს ჩემი დაავადება _ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიაა, რომელსაც დღემდე ვებრძვი. ამ დაავადებამ მიმახვედრა, რომ ჯანმრთელობა მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მისთვის ყურადღების არმიქცევა ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთლი აღმოჩნდა.


















Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის  კი და არა
მე ვარ... ჯიუტი, ფიცხი, ხანდახან ზედმეტად ემოციური, ყოფაში უდისციპლინო, ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კეთილგანწყობილი და მიმნდობი.
11:58 / 19.11.2019
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
TRY
TRY
1
0.5203
USD
USD
1
2.9735
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -4 °C
img
გამოწერა