ახალი არომატი VERSACE-სგან DYLAN BLUE Pour Femme
"ვერსაჩეს" სურნელოვან სამყაროს კიდევ ერთი ახალი არომატი
შეემატა.Dylan Blue ამჯერად ქალებისთვის
შეიქმნა. არომატი, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს არაერთი მამაკაცის
გული დაიპყრო, ამჯერად ქალების მოხიბვლას იწყებს.
ძლიერი და, ამავდროულად, მგრძნობიარე, ერთდროულად მკაცრი და თან
ქალური Dylan Blue _ ქალის უახლესი სურნელი
"ვერსაჩესგან". სუნამოს უნიკალური არომატის შესაქმნელად, პარფიუმერმა
ქელის ბექერმა კონტრასტული ინგრედიენტები გამოიყენა. ვაშლი, ჟასმინი,
შავი მუშკი და ფაჩული ერთობლივად ქმნის დაუვიწყარ სუნამოს, რომელიც
ორიგინალური დიზაინის ფლაკონშია მოქცეული. ცხადია, ახალ შეფუთვას
მედუზას კლასიკადქცეული ემბლემა ამშვენებს. ხანგრძლივი
კასტინგის შემდეგ, "ვერსაჩეს" მოდის სახლმა სუნამოს სარეკლამო
რგოლისთვის ხორვატი ტოპმოდელი _ ფარეტა რადიკი შეარჩია.
Dylan Blue -ს სახე, საკუთარ
ინსტაგრამგვერდზე ამ შესაძლებლობისთვის მადლობას დონატელა ვერსაჩეს
უხდის. სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ხორვატი მოდელი სარეკლამო
კამპანიის სახედ დამტკიცდა და თან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის
სიმბოლოდ იქცა, რომელიც Dylan Blue -ს
ირჩევს.
საქართველოში, სუნამოს ოფიციალური წარმომადგენელი პარფიუმერულ
მაღაზიათა ქსელი "ისი პარია". ტრადიციის მიხედვით, პირველად სუნამო
ჟურნალისტებმა პრესლანჩზე შეაფასეს. დღეიდან კი, მისი შეძენა ყველა
მსურველს "ისი პარის" ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. არომატით
მოხიბლავთ გარშემომყოფებს, ხოლო ორიგინალური ფლაკონით _ სრულიად
ინსტაგრამსამყაროს. "ვერსაჩეს" მოდის სახლმა შეფუთვის ასეთი დიზანი
სწორედ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შემოგვთავაზა.
ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ფოტოების განთავსება ინსტაგრამგვერდებზე.
ასეთი შეფუთვა ხომ სწორედ ინსტაგრამსამყაროს მოსახიბლად შეიქმნა.