ახალი ამბები
ოთარ ტატიშვილის ბლოგი
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო კერძებიც.
ამიტომ, მე კულინარიული ბლოგის ჩემს ვარიანტს გთავაზობთ და ჩემებურ ვახშამზე გეპატიჟებით. ჩემი კულინარიული შესაძლებლობები მარტივად მოსაყოლია. თუმცა, სიმარტივის მიუხედავად, ძალიან გემრიელია.  ყველაზე გმრიელად საუზმის ან ვახშმის მომზადება ხორცპროდუქტებით გამომდის. "ნიკორასთან" დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. მახსოვს, პირველად რძიანი სოსისი გავსინჯე და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობა. სარდელის, შაშხის ან სოსისის მომზადება, ალბათ, ყველა კულინარმა იცის. მე ჩემს განსაკუთრებულ რეცეპტს სხვა დროს გაგაცნობთ. ახლა კი, ჩემს გურმანობაზე მოგიყვებით, რომელმაც ჯერ ბევრი კილო მომამატებინა, შემდეგ კი სწორი კვების გზა მაპოვნინა.




ამბავი ქართული სამზარეულოს სიყვარულით იწყება, "ნიკორაც" ხომ ქართულია. შემდეგ გზადაგზა არაქართულის სიყვარულიც დაემატა. ქართული სამზარეულოს მარგალიტების გარდა, მიყვარს პიცა. საერთოდ, ახალი კერძების, ახალი გემოების აღმოჩენაც მიყვარს თუმცა, ვერასდროს შევჭამ, მაგალითად, რვაფეხას. მიყვარს ტრადიციული კერძების შეცვლილი ვერსიები. მაგალითად ჩაქაფულის, რომელსაც მოლეკულარული სამზარეულო მშრალი ვერსიით გვთავაზობს. ყველა კერძი, ახლებური ვერსიით დამზადებული, ძალიან საინტერესოა და აუცილებლად დასაგემოვნებელი. თუმცა, არის ისეთი რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს იმ სახით, როგორც ჩვენამდე მოვიდა _ მაგალითად, საცივი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ახალ წელს, სადაც მივდივარ სტუმრად, ყველგან ვსინჯავ. თუმცა, ისეთ საცივს, როგორსაც ჩემი მეუღლე აკეთებს, ვერავინ ამზადებს. ეს რეცეპტი თიკამ დედაჩემისგან იცის, დედაჩემმა თავის დედამთილისგან და ასე გადადის ჩვენს ოჯახში საცივის საგვარეულო რეცეპტი თაობიდან თაობაზე.







ქართული სამზარეულოს ძალიან ბევრ კერძზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და თან, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ბლოგი მივუძღვნათ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ე.წ. "რამდენიმესართულიანი" სუფრა, საჭირო არ არის. კერძების სიუხვე კი უნდა იყოს, მაგრამ არა ამ დოზით. რამდენიმე სართული ბოლო დროს, თითქოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს ერთგვარი ხიბლია ჩვენი სამზარეულოსი. ხშირად მყოლია ევროპიდან სტუმრები, რომლებიც ჩვენს სუფრას ფოტოებს უღებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სიუხვე უნდა იყოს, თუმცა არა ისე გადაჭარბებული, რომ ქვემოთ, "პირველ სართულზე" დადებული კერძი დაგავიწყდეს. არადა, შეიძლება ძალიან გემრიელი იყოს. ოთხნაირი ცივი და ცხელი კერძი სავსებით საკმარისია _ ბადრიჯანი ნიგვზით, კიტრი პომიდვრის სალათა, რომელსაც განსაკუთრებულად ვამზადებთ, ყველი ორნაირი, შეიძლება ნადუღი, ამის მერე _ ხაჭაპური, ჩაქაფული, ჩაშუშული, მწვადი და კუპატი _ ეს სავსებით საკმარისია. შეიძლება ერთი თევზის კერძიც დაემატოს -_ან კალმახი ბროწეულის წვენში, ან ორაგული ქინძმარში.




ამ "რამდენიმესართულიანმა" სუფრებმა და 600 კაციანი ქორწილების თამადობამ, წლების წინ ბევრი კილოგრამი შემძინა. იყო დრო, როცა დღევანდელ წონასთან შედარებით 42 კილოთი მეტი ვიყავი. აი, აქედან იწყება ჩემი ბლოგის მეორე ნაწილი _ ჯანსაღი კვების რეჟიმი, შემცირებული რაციონი და დათვლილი კალორიები. როცა ჭარბმა წონამ ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვია, დავიწყე ცილების დიეტით. მერე, ვცდილობდი მეჭამა ერთსა და იმავე დროს. შერეულად არ ვჭამდი, მაგალითად, ხორცს კარტოფილს არ ვაყოლებდი. ან ბოსტნეულის დღე მქონდა, ან ცილების. ვარჯიში და სირბილი არ გამომდიოდა, ერთდაერთი, ცურვაზე დავდიოდი. ყოველდღე სასწორზე ვდეგებოდი. მერე, ყოველ კვირას ვიწონებოდი და ნელ-ნელა წონის დაკლებაც დაიწყო. ეს პროცესი ორი წელი გაგრძელდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში ყოველი დღე ასეთი მქონდა. დამილევია კიდევაც და არაჯანსაღი პროდუქტიც მიჭამია. ახლა, კვირაში ორი ან სამი დღე ვაკეთებ განტვირთვას. წონას ვიმატებ თუ არ ვიმატებ, შემიძლია მთელი დღე ვიყო უმარილო, უცხიმო წიწიბურაზე ან _ ერთი დღე მთლიანად ვიყო შავ შოკოლადზე. ან, ვჭრი კიტრს და სტაფილოს, ცოტა მარილს, ძმარს და ლიმონის წვენს ვამატებ და ვიღებ განტვირთვის სალათს, რომელიც, ამავდროულად, ძალიან მიყვარს. უშაქრო ყავა და ჩაი, ცხადია, მისაღებია. განტვირთვის ამ დღეების დამსახურებით, მე წონაში აღარ ვიმატებ.






განტვირთვის დღეები კი, როგორც წესი, მოჰყვება ისეთ საღამოებს, როცა ვახშამს მე ვამზადებ. სულ განტვირთვის დღეებზე და დიეტაზე ყოფნაც არ შეიძლება. ჩემი ვახშამი კი, მარტივად მოსამზადებელია სხვადასხვა ძეხვეულით, რომელიც "ნიკორას" პროდუქციაში მრავლადაა. ამიტომ, ჩემს ვახშამს "ნიკორას" სარდელით, შაშხით, მარტივად და გემრიელად ვამზადებ. თან "ვამატებ" ერთ კათხა ლუდს და ფეხბურთს, რომელიც ჩემს ვახშამს ყველაზე მეტად უხდება.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3
შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად
ცხოვრობს.
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ
ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია,
ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე,
მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც
აქვთ შემორჩენილი.
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია, ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე, მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც აქვთ შემორჩენილი.
08:08 / 04.06.2018
"ვერსაჩეს" სურნელოვან სამყაროს კიდევ ერთი ახალი არომატი შეემატა.Dylan Blue ამჯერად ქალებისთვის შეიქმნა. არომატი, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო, ამჯერად ქალების მოხიბვლას იწყებს.
09:52 / 31.05.2018
"სითის" საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთ, ძლიერ, წარმატებულ და საინტერესო CITY WOMEN-ს გაგაცნობთ.
09:26 / 31.05.2018
უახლესი ტექნოლოგიების დანადგარები, უამღელსი ხარისხის
ბეჭდვა და მოხმარებლისთვის შექმნილი მაქსიმალური კომფორტი _ ეს არის
სტამბა
უახლესი ტექნოლოგიების დანადგარები, უამღელსი ხარისხის ბეჭდვა და მოხმარებლისთვის შექმნილი მაქსიმალური კომფორტი _ ეს არის სტამბა "ორიენტი"
09:01 / 30.05.2018

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8521
TRY
TRY
1
0.5186
USD
USD
1
2.4602
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა