ახალი ამბები
ვერის უბანი ფრანგული აქცენტით-Caffe-Restaurant Lautrec
მაისის თბილ და მზიან დილას, ვერის უბნის ძველ და ნაცნობ ქუჩებს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვთ _ თითქოს ქალაქის ცენტრია, ირგვლივ დუღს ცხოვრება და მანქანებიც სწრაფად მიექანებიან იქვე, მელიქიშვილის გამზირზე, მაგრამ პატარა ქუჩებს ძველი სიმყუდროვე მაინც აქვთ შემორჩენილი.

ეს სიმყუდროვე, არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც მანქანებით მაინც იგრძნობა თარხნიშვილის ქუჩაზე. დიახ, იგრძნობა, მიუხედავად თანამედროვე ნაგებობებისა და საქმიანი რიტმისა. ქუჩის დასაწყისში, აქაურობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პარიზული სივრცეა განლაგებული, სახელად "ლოტრეკი". თუ აქვე ხართ და მელიქიშვილიდან თარხნიშვილზე შემოუხვიეთ, მარცხნივ გაიხედეთ, მერე აუყევით "ვერე ბიზნესცენტრის" კიბეს და აქ ხართ, "ლოტრეკში". იქ, მყუდრო ტერასაზე დილით თუ "სტარბაქსის" ყავას მიირთმევთ და ცალი თვალით თარხნიშვილის ქუჩის ცხოვრებას ეცნობით, აუცილებლად დაინახავთ ძალიან ლამაზ ქალბატონს, ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს. მისი დილა ყოველთვის აქ იწყება. მაია ტაბაღუა, "ვერე ბიზნესცენტრისა" და "ლოტრეკის" დირექტორია, სრულიად არადირექტორული გარეგნობითა და ყველაზე ხელგაშლილი მასპინძლის ღიმილით. "ლოტრეკის" იდეა ბიზნესცენტრის აშენებისთანავე გაჩნდა იქ, სადაც გავლენიანმა და ცნობილმა საერთაშორისო თუ ქართულმა ბიზნესკომპანიებმა დაიდეს ბინა. ყველაზე ხშირად, თარხნიშვილის ორში თქვენ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ უცხოელებსა და მათ პარტნიორებს შეხვდებით. სწორედ მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დაკორექტირდა `ლოტრეკის" ევროპული მენიუ და ევროპულ კერძებთან ერთად, კაფე _ რესტორანში ქართული ფიუჟენიც გაჩნდა.





_ სახელის იდეა ვისი იყო? _ ვეკითხებით მაია ტაბაღუას

"ლოტრეკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ ტყეშელაშვილის. სამი დამფუძნებელი ჰყავს აქაურობას _ მერაბ ტყეშელაშვილი, თამაზ ბალაძე და მე. ჩემს შემთხვევაში გადაწყდა, რომ `ლოტრეკის" ხელმძღვანელობასაც ჩავიბარებდი და იმის მიუხედავად, რომ დღის მანძილზე უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ბევრ პროექტში ვარ ჩართული, დილა ყოველთვის აქ იწყება.



იწყება, როგორც მოვყევით, ყავით და განსაკუთრებული დესერტით. მენიუში მას ასე მოძებნით _ "მსხალი წითელ ღვინოში". მაია ტაბაღუა ამბობს, რომ ამ დესერტის ჩანაცვლება მის ცხოვრებაში, პრაქტიკულად, გამორიცხულია.


_ რთულია შექმნა სივრცე, რომელიც სტუმრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ადგილი იქნება?
რთულია ზოგადად ყველაფერი კარგის და ხარისხიანის შექმნა. თუმცა, არა შეუძლებელი. ასეთი ადგილი ჩვენ ბათუმშიც შევქმენით, კვლავ იმპრესიონისტული ხასიათით. მას `კლოდ მონე" ჰქვია. ჩემთვის ნებისმიერი სირთულის საქმე მაინც ადამიანებთან ურთიერთობით იწყება. ასე მგონია, ეს თუ გამოგივიდა, გამოვა სხვა ყველაფერი. აქაც ასეა და ბათუმშიც. როდესაც ბევრი სტუმარია, ჩემი თანამშრომლების გვერდით ვდგავარ, ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც ისინი იმიტომ, რომ მე მათსავით მინდა მოსულ სტუმარს საუკეთესო გარემო და მომსახურება შევთავაზო და ამისთვის ჭურჭლის დარეცხვა იქნება საჭირო, თუ, სიტყვაზე, სამზარეულოში დახმარება, აუცილებლად გავაკეთებ.




საქმიანი რიტმი, პროფესიით ფსიქოლოგის ცხოვრებაში, 2007 წლიდან სამშენებლო ბიზნესით დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. მას სარესტორნე ბიზნესი დაემატა და სულ ახლახანს, სულხან ცინცაძის ქუჩაზე ახლადგახსნილი იტალიური ქიმწმენდა "ჩაო-ჩაოც"


რამ განაპირობა სფეროს ასეთი კარდინალური შეცვლა?
ბანალურად რომ გითხრათ, დრომ მოიტანა. რეალურად კი, ძალიან საინტერესო და აზარტულია. თანაც, მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე და საკუთარი თავის იმედი აქვს, ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში.
ფეხზე მყარად დგომა და ბიზნესში ყოფნა არანორმირებულ სამუშაო დღესა და ტემპს მოითხოვს. _ მოითხოვს, მაგრამ ამ ყველაფრის კეთება მშვიდადაც შეიძლება. ჩემი დღე იგეგმება დილით. ყველაზე მეტად ცხოვრებაში დღის ეს მონაკვეთი მიყვარს, მომენტი, როცა დღე თენდება. ცხადია, მნიშვნელოვანი შეხვედრები ან გაუთვალისწინებელი პრობლემები სულ ხდება, მაგრამ დაგეგმვა მაინც დღის ამ მონაკვეთში მიყვარს.





დაგეგმილის პირველი პუნქტი "ლოტრეკია", სადაც გუნდთან ერთად განიხილება დღის ლანჩ-მენიუ, კორპორატიული საღამოები, დაბადების დღეები და ქორწილებიც კი. მსჯელობენ და ანახლებენ მუსიკალურ პროგრამას და აუცილებლად აგემოვნებენ შეფმზარეულის მიერ შემოთავაზებულ ახალ კერძს "ლოტრეკისა".  ზაფხულის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული დატვირთვა კაფე-რესტორნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილზე, ღია ტერასაზე გადავა. ის აპრილის ბოლო დღეებიდან იხსნება და გვიან შემოდგომამდე მუშაობს _ სანამ შეგიძლია ლამაზად განათებულ თარხნიშვილის ქუჩას ტერასიდან პლედშემოხვეულმა უყურო და საყვარელი წითელი ღვინო წრუპო.  "ლოტრეკის" მთელი ხიბლი სწორედ ამ გარემოსა და დეტალებშია. როდესაც შენს მაგიდაზე ახლადდაკრეფილი მინდვრის ყვავილები ან იასამნები გხვდება, როცა მიმტანი შენს საყვარელ კენკრის ჩაის მოგართმევს და როდესაც აქაურობის დიასახლისმა ზუსტად იცის, რომ თარხნიშვილის ორში მოსული უკლებლივ ყველა სტუმარი განსაკუთრებულია.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3
შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად
ცხოვრობს.
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე
ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო
კერძებიც.
ალბათ, კულინარიულ ბლოგს ისეთი ადამიანები წერენ, ვინც რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო იცის, საიდუმლო რეცეპტებიც აქვს და _ საფირმო კერძებიც.
10:09 / 31.05.2018
"ვერსაჩეს" სურნელოვან სამყაროს კიდევ ერთი ახალი არომატი შეემატა.Dylan Blue ამჯერად ქალებისთვის შეიქმნა. არომატი, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო, ამჯერად ქალების მოხიბვლას იწყებს.
09:52 / 31.05.2018
"სითის" საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთ, ძლიერ, წარმატებულ და საინტერესო CITY WOMEN-ს გაგაცნობთ.
09:26 / 31.05.2018
უახლესი ტექნოლოგიების დანადგარები, უამღელსი ხარისხის
ბეჭდვა და მოხმარებლისთვის შექმნილი მაქსიმალური კომფორტი _ ეს არის
სტამბა
უახლესი ტექნოლოგიების დანადგარები, უამღელსი ხარისხის ბეჭდვა და მოხმარებლისთვის შექმნილი მაქსიმალური კომფორტი _ ეს არის სტამბა "ორიენტი"
09:01 / 30.05.2018

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8521
TRY
TRY
1
0.5186
USD
USD
1
2.4602
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
გამოწერა