ახალი ამბები
მარილი გემოვნებით...ეკა ხოფერიას სარედაქტორო
ეგ როგორ? არა, გადამლაშებულსა და უმარილოს ერთმანეთისგან როგორ არ ვარჩევ. გემრიელი კერძების გემოც ვიცი. გურმანი ვარ _ მეგრული აჯიკაც მიყვარს და ფრანგული "კონფი დე კანარიც".

თეკუნაც ვიცი, მერიკოც, ქეთიც, ენზოც, გურამიც, კონსტანტინეც... "არტიზანის" შოკოლადს თვალახვეული ვიცნობ, "ტაბლას" ხინკლუკებსაც, "ანტრეს" კრუასანს და გოგოების "ლე პონჩიკებსაც".
მაგრამ… მაინც განსაკუთრებული სიტყვათწყობაა ჩემთვის ეს "მარილი-გემოვნებით" და მის უკან მდგომი, საუკუნეების მანძილზე შექმნილი და მუდმივად განახლებადი სამყარო, სახელად კულინარია. დღემდე მისტიკის ტოლფასია ის პროცესი, რასაც ეს ადამიანები ხელის მოძრაობებით, თვალის შევლებით, შეზავებით, გამოგონებებით სჩადიან. ისე შეაზავებენ პიკულის კუბიკებს თაფლთან, ბალზამიკოსთან, ნიორთან, ვაშლთან, ისეთ კომბინაციას ააწყობენ, ერთმანეთთან თითქოს კარდინალურად დაშორებული პროდუქტებისგან, რომ ფანტაზიითაც კი ვერ დაეწევი. მისტიკა და ფანტაზია იქით იყოს და, თქვენს მაგიდასთან მოტანილი თითოეული კერძის უკან უზარმაზარი შრომა, განათლება, გამოცდილება, პროფესიის მიმართ პირნათელი დამოკიდებულება და, ცხადია, სიყვარული დგას. თქვენ კი, უფრო სწორად, ჩვენ კი, ხან "რა ძვირიას" წამოვიძახებთ, ხან "ისე რას", ხან "ფლორენციაში ჯობიას".




ყველას და ყველაფერს არ ვგულისხმობ, ცხადია, მაგრამ ერთი პატარა გუნდი, მართლა უმაგრესი შეფმზარეულებისა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს. სწორედ მათი დამსახურებაა ჩამოსული სტუმარი სიამაყით რომ მიგვყავს ამოჩემებულ ადგილებში. მათი დამსახურებაა ჩვენს ძვირფას და ტრადიციულ სამზარეულოს ახალი სიცოცხლე რომ გაეხსნა. მათი დამსახურებაა ისიც, რომ ამრეზილად ნათქვამი _ "ჩემი შვილი პოვრობას აპირებს" ისეთივე მოვეტონია დღეს, როგორც ჩემს ბავშვობაში "რა გინდა ტელევიზიაში, იქ წესიერი გოგოები არ მუშაობენ", ან, ჩვენი მშობლების ბავშვობაში მსახიობობა არასერიოზულ პროფესიად რომ მიიჩნეოდა. მათი დამსახურებაა, ალბათ, ისიც, რომ ისეთი გავლენიანი ბრენდი, როგორიც Gault Millau-ია, ყდიდან ფრანგულად გვესალმება და საქართველოში შემოსვლას გვამცნობს.




ეს "სითის" პირველი ნომერია, სადაც თავისი პროფესიის ნამდვილი ვარსკვლავები შევკრიბეთ. ეს დასაწყისია და ერთგვარი ექსპერიმენტიც.  მსახიობების, მოდელების, ტელეწამყვანების, დიზაინერების, მომღერლების ან, უბრალოდ, პოპულარული პერსონების გარდა, "სითიში" იმ პროფესიის ადამიანებზეც მოვყვებით, ვინც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან და ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. ამ პროფესიების ჩამონათვალი დიდია და ჩვენც ნელ-ნელა მივუყვებით.  ჩაიკითხეთ ეს ნომერი ბოლომდე, მერე კი, გულწრფელად მითხარით, _ მარილი დავაკელი, ზედმეტი მომივიდა, თუ მაინც გემოვნების მიხედვით გამომივიდა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა