ახალი ამბები
ქართველი მოდელის ამერიკული წარმატება
25 წლის ალექსანდრე მელაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მისთვის წარმატების მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა, თუმცა შრომამ შედეგი გამოიღო და ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერის, მეგი გაბუნიას სამოსიც ასპარეზზე გამოიტანა. ალექსანდრე"სითის"  ამერიკულ ცხოვრებაზე  უყვება:




მოგვიყევით თქვენს შესახებ...


ალექსანდრე მელაძე ნიუ-იორკში ვცხოვრობ 6 წელია. ვარ ამ სააგენტოში Red Model Management, კონტრაქტი მიმთავრდება და სააგენტოს გამოვიცვლი. მივიღე მონაწილეობა რამდენიმე ჩვენებაში და კასტინგებში სხვადასხვა დიზაინერებთან. 2Xist არის საცვლების ბრენდი, მათთან კონტაქტი, ქასთინგებზეც კი, დიდი გამოცდილებაა, იქ მსოფლიო დონის მოდელებს შევხვდი. შემდეგ იყო კლიპის გადაღება მანჰეტენზე და ერთი მოდელი უნდა დაემტკიცებინათ , კონკურენცია  დიდი იყო და მე დამამტკიცეს.




როდის და რატომ გადაწყვიტეთ თქვენი პროფესია?

სანამ ამერიკაში მოხვდებოდი, ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული ლატვიაში.






გვითხარით განსხვავება ქართულ და ამერიკულ მოდას შორის

საქართველოში არ მაქვს გამოცდილება მოდის სფეროში, მაგრამ აქ დიდი კონკურენციაა , ძალიან რთულია, კასტინგზე უამრავი მოდელია და არჩევენ მხოლოდ ერთეულებს, მაგალითად, გუჩის ჩვენებაზე ძალიან გამხდარი უნდა იყო რომ აგიყვანონ, ყველა ბრენდს სხვა ტიპის მოდელი სჭირდება. ამიტომ ჩარჩოები არ აქვს იმას, თუ როგორი უნდა იყო, უბრალოდ რთულია კასტინგის წარმატებით გავლა.



რატომ მაინცდამაინც ამერიკა?


ამერიკაში დიდი პერსპექტივაა, რა თქმა უნდა. გამიმართლა რომ აქ ვარ და ყველა ახლობელი ადამიანი თითქმის აქ მყავს.






თუ აპირებთ საქართველოში რამე დიდ პროექტებს?

საქართველოში უახლოეს მომავალში ვაპირებ რაღაც პერიოდით დაბრუნებას,  შემოთავაზება მაქვს რეჟისორისგან-ფილმში და სერიალში გადასაღებად.



რომელ ცნობილ მოდელებთან გაქვთ კავშირი?

არანაკლებ ცნობილი ბრუკლინიდან და ერთეულები ევროპიდან






ქართველ დიზაინერ მეგი გაბუნიასა და თქვენს შორის საქმიან კავშირზე რომ გვიამბოთ...

მეგის კოლექცია  შემთხვევით ვნახე ნიუ-იორკში iVANZi-ის შოურუმში.  ძალიან მომეწონა, ვეკონტაქტეთ ერთმანეთს და მითხრა რომ მის კოლექციას ზუსტად მოვერგებოდი ,  შემიკერა ტანსაცმელი და გამომიგზავნა. შემდეგ უკვე მისი ტანსაცმლის ფოტოსესია აქ გავაკეთე და ორივეს მოგვეწონა. ის საუკეთესო ქართველი დიზაინერია.


თქვენი სამომავლო გეგმები...


ამ ეტაპზე ვერ ვისაურებ გეგმებზე, მაგრამ ბევრი კარგი პროექტი იქნება
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა