ახალი ამბები
SUMMER GUESS GIRLS
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!




დაგეგმილ შვებულებამდე თუ არდადეგებამდე დღეები რჩება, დედაქალაქში მიმობნეულ კორპორაციულ თუ სამეგობრო აუზებამდე, კაფეებამდე და იქ გასატარებელ საღამოებამდე _ საათები, ამ სტატიის ჩაკითხვიდან კი, უკვე წუთები.
ერთმა "ჯიმში" დღე-ღამის გასწორების პირობა დაარღვია, მეორემ _ დიეტით თავის მოკვლის, მესამემ პირობა, რომ "აი, ამ ზაფხულისთვის მაინც ზუსტად შევარჩევ "ლუქებს" და ასე, დაუსრულებლად. არადა, ზაფხული მთელი ფერებით უკვე გუგუნებს და ამ გუგუნში თამის, ნუცას და თაკოსნაირი Summer Guess Girls ამაყად და "გესურად" უკვე მიაბიჯებენ ზემოთ ნახსენებ ადგილებში.






თქვა ის, რომ Guessს-ის ახალი კოლექცია ლამაზი და მრავალფეროვანია, ნიშნავს არაფერი თქვა. კოლექცია, რომელიც სავაჭრო ცენტრ "გალერიას" Guess-ში გელოდებათ, ჩემი აზრით, საუკეთესო, ოპტიმალური და ყველაზე სექსუალურია, ანუ "გესური".
მკვეთრი და ტანის სილუეტს აყოლილი საცურაო კოსტიუმები, ფერთა ულამაზესი პალიტრითა და გამოკვეთილი ლოგოტიპით. ეს მათთვის, ვისაც აუზზე არ უყვარს შეუმჩნევლად ყოფნა. წყალში თქვენი ერთი ჩასვლა-ამოსვლა დღის მთავარი თემა იქნება. მნიშვნელოვანი დეტალი კი ის არის, რომ საცურაო კოსტიუმის სტრუქტურა და ფაქტურა ისეთია, განსაკუთრებულ "ფორმაში ყოფნას" რომ არ ითხოვს. Guess-ს უყვარს, ამჟამად ტრენდული, ერთიანი საცურაო კოსტიუმები და ჩვენ კი ის ამისთვის გვიყვარს განსაკუთრებით.  საცურაო კოსტიუმებს მოჰყვება შესაბამისი ატრიბუტიკა; ფერადი, ძალიან ხარისხიანი პირსახოცები, ჩანთები, `ფლიპ-ფლოპები~, ფარფატა საზაფხულო ქუდები აუცილებელი, "გესური" მინიშნებებით, აქსესუარების, ფერების არევით ისე, როგორც ამას თამი შედანია აკეთებს. წყლისა და მზის ფონზე, ნამდვილი Guess Girl იბადება.



თამი ყვება, რომ Guess მის ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია არსებობს. ამბობს, რომ წლებია დიზაინთან და ტექსტილთან ახლო შეხება აქვს და ტანსაცმელს, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის მიხედვით არჩევს. "რას ნიშნავს ხარისხი? ფაქტურას და სწორ თარგს, სწორ სილუეტს, რომელიც ჩაცმისას ისე ზის, როგორც საჭიროა. Guess -ს სწორედ ეს გამოარჩევს; ოპტიმალურად ზის ტანზე და ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ხუთი კილოგრამით მეტი ხარ, თუ ნაკლები" _ ამბობს თამი.


მისი "გესი" ამ კოლექციაში, საცურაო კოსტიუმების გარდა, თხელი და ჰაერზე მოშრიალე კაბებია, მაღალწელიანი, თხელი ჯინსის შარვლები, ულამაზესი ბლუზები, ტანზე მომდგარი მაღალწელიანი ჯინსები, ჯინსის კომბინეზონი, რომელიც თითქოს თამისთვის შეიკერა, შორტები, სპორტული სტილის მაისურებითა და თხელი ქურთუკებით. ღამის კლუბში, თამი კვლავ მთავარი Summer Guess Girl იქნება!







სპორტული და კლასიკური სტილის შერწყმისთვის უყვარს ბრენდი კიდევ ერთ Summer Guess Girl -ს, ნუცა ხიდირბეგიშვილს. მისი მთავარი სისუსტე ამ კოლექციაში ფეხსაცმელებია. ნუცამ `გესის~ მაღალქუსლიანი, თვლებით გაწყობილი ღია ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა, აღარც გაუხდია გადაღების დასრულებამდე. "Guess ყოველთვის იყო ჩემს გარდერობში, მაგრამ ის, რაც ამ კოლექციაში ვნახე, ფანტასტიკურია. მომწონს ჭრელი კოკტეილის კაბები, მომწონს ბრჭყვიალა კლუბური მოდელები, მაგრამ ის, რაც განსაკუთრებით ჩემია, მაინც კლასიკური ხაზია" _ ამბობს 11 სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი ჟღალი ნუცა. სექსუალური კლასისკის მოყვარულებმა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ახალი კოლექციის შავ-თეთრ გამას. აქ მოდელების, თარგის, ფაქტურის უსაზღვროდ დიდი არჩევანია, ასე რომ უხდება ნუცას და დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგიხდებათ.




კარდინალურად განსხვავებული სტილი აქვს თაკო ჩორგოლაშვილს, რომელიც არათუ გადაღებისთვის, მგონი, ქუჩაშიც არ გაივლის, თუ მოდელი მისი სტილის არ არის. თაკო უფრო დაფარული სექსუალურობის Guess გოგოა. შავი, გვერდებზე ჩაჭრილი კომბინეზონით რას აკეთებს, ხედავთ ამ ნომრის ფურცლებზე. "ეს კომბინეზონი რომ ჩავიცვი, მივხვდი, რომ ჩემია. თან, თითქოს სადა, მუქი ფერის, მაგრამ განსაკუთრებული ნიუანსების გამო, საოცრად ლამაზია. იმ დღეს სავაჭრო ცენტრ "გალერიაში" რომ მივედი და Guess-ის ეს კოლექცია ვნახე, სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა, ზუსტად რომ მივმხდარიყავი რომელი იყო ჩემი Guess-ი _ ამბობს თაკო. თუმცა, წითელი მაქმანური საღამოს კაბა, მოკლე შორტი, ყვითელი, ტანზე მომდგარი ლოგოტიპიანი მაისური, ასევე თაკოსია.



საიუბილეო "სითის" მთავარი ამოცანა შესრულებულია _ ჩვენ ნამდვილი Summer Guess Girls ვიპოვეთ. სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ "გესური" გოგოები. თუმცა, ძებნას განვაგრძობთ. ფიქრობთ, რომ თქვენც Guess Girl ხართ? მაშინ, სასწრაფოდ შეარჩიეთ თქვენი მოდელები, გადაიღეთ ფოტო, მონიშნეთ #summerguessgirl  @dressupgroup. ყველაზე საინტერესო კადრის ავტორს, `სითი~ და Guess-ი განსაკუთრებულ სიურპრიზს გიმზადებთ!





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა