ახალი ამბები
მე ვიცი, სადაც უნდა წაგიყვანოთ!
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
ეს პატივცემული ადამიანები, ფეისბუქ და ინსტაგრამ ეკრანებიდან, ყოველდღიურად უყვებიან საკუთარ გამომწერებს ამ სფეროებში არსებული სიახლეების შესახებ.
რას ვაგროვებ და რას ვაკეთებ მე? რის შესახებ ვუყვები ჩემს აუდიტორიას? _ დავფქირდი ჩემთვის.



პასუხი ძალიან მალე მოვიდა: ადამიანებს! პატარ-პატარა მარგალიტებივით ვაგროვებ საინტერესო ადამიანებს, მათ ისტორიებს და არაფერი დედამიწის ზურგზე არ მანიჭებს იმაზე დიდ სიამოვნებას, როგორც მათი შეკრება, ერთმანეთისთვის გაცნობა და... გამასპინძლება. ტყუილად კი არ მყავდა სახელოვანი წინაპარი, გამოჩენილი დიასახლისი და კულინარი ნინო ხოფერია, რომლისგანაც, კულინარიულ ნიჭზე მეტად, ზემოხსენებული სტუმარმასპინძლობა მერგო მემკვიდრეობად.  შესაბამისად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახში, კომპანიაში, გამომცემლობასა თუ სადმე სხვაგან გაჩენილ კითხვაზე, თუ სად წავიყვანოთ ქვეყანაში ჩამოსული სტუმარი _ პასუხს ყოველთვის ვცემ მე.  მაგრამ, ამ სტუმარმასპინძლობასაც თავისი ნაირსახეობები აქვს. ერთია უცხოელი სტუმარი და მეორე, "შენიანი". აი, ამ "შენიანის" გულის მოსაგები ადგილის შერჩევა, ერთობ რთული ამოცანაა.
_ არა?
_ კი, აბა დავფიქრდეთ!





შეთავაზებული ადგილი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს გემრიელი კერძები, არსებობდეს მათი ნაირსახეობა, სასურველია ქართულიც და ევროპულიც, ნოყიერიც და დიეტურიც, ღვინის დიდი არჩევანი. გარემო მშვენიერი, სერვისი უმაღლესი, სერვირება ორიგინალური. გვერდითა მაგიდებთან კარგი ნაცნობ-მეგობრები. მუსიკა ისეთი, რომ საუბარი შეძლო და, რაც მთავარია, ყოველ ჯერზე სიურპრიზი, სასიამოვნო, რა თქმა უნდა.  აი, ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩვენს დედაქალაქში რამდენიმე სივრცეს შეუძლია. ჩემი ამოცანა ასმაგად საპასუხისმგებლო იყო, ვინაიდან დაპატიჟებული სტუმრები საიუბილეო "სითის" გმირები უნდა ყოფილიყვნენ, დედამიწის ზურგზე ყველაფრის მნახველები და დამგემოვნებლები.  სტუმრები სამ დღეზე გადავანაწილე და სამი დღე მათი მასპინძლები, ჩემთან ერთად, "აი სი არის" ვარსკვლავები _ "ფუდ ლაბი", "პომოდორისიმო" და "ტაბლა" იყვნენ.  წამოდით, განახებთ რა გამოვიდა!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა