ახალი ამბები
მოინიშნეთ-"ფუდ ლაბი"
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.

სტატუსზე "ვინ მყავხართ მეგობრებში არც თუ ისე ძლიერი კულინარიულ საქმეში", მომენტალურად ასზე მეტმა მეგობარმა მომწერა. აღმოჩნდა, რომ ჩემს მსგავსად, ამ საქმეში დილეტანტები ყოფილან ცნობილი მსახიობები, გამოცდილი და სამაგალითო დედები, ახლადგათხოვილი პატარძლები და საქმიანი ბებიებიც კი. იდეას, "ფუდ ლაბში" კულინარიულ მასტერკლასზე გოგოები წაგვეყვანა, ყველაზე დიდი ენთუზიაზმით მათი ოჯახის წევრები შეხვდნენ. გაჩნდა იმედის მცირე ნაპერწკალი, რომ ოდესმე სახლში სუფრას ეკა ჩხეიძე, მარიამ ვაშაძე, ნუცა შამილაძე, მარიამ ოშხნელი, ხატია მოისწრაფიშვილი და თვით ამ რუბრიკის ავტორი, ეკა ხოფერიაც გაშლიან. ICR ჯგუფის ახალი ვარსკვლავი, სახელად Food Lab-ი, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს. სწორედ იქ, სადაც წლებია ბინა დაიდო "ლაბორატორია ჩემმა სახლმა".







სიმპათიური და გემოვნებით გაწყობილი სივრცე ოპტიმალურია კულინარიული მწვერვალების დასაპყრობად და პრივატული ვახშმის მოსაწყობად. თქვენი მასპინძელი, არც მეტი არც ნაკლები, ICR ჯგუფის გასტრონომიული მიმართულების რესტორატორი და ქეითერინგის დირექტორი, ლიკა კარტოზია იქნება.  ამბავი ასე უნდა დაგეგმოთ: იკრიბებით ათამდე მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი ან თქვენ და თქვენი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები. რეკავთ "ფუდ ლაბში" და უზიარებთ თქვენს სურვილებს _ რომელი სამზარეულოს კერძების მომზადება გსურთ, გინდათ იყოთ ჩართული მომზადების პროცესში თუ მხოლოდ ივახშმებთ, გსურთ თქვენს ვახშამს ესწრებოდეს სომელიე, რომელიც ღვინის შერჩევის საქმეში თქვენს ცოდნას გაამყარებს, თუ ამაში თქვენს ინტუიციას და ცოდნას მიენდობით. მას შემდეგ რაც მენიუს შეარჩევთ, მიუთითეთ მხოლოდ დრო და მიბრძანდით. "ფუდ ლაბში" ყველაფერი გამზადებულ-ჩაწიკწიკებული დაგხვდებათ და წინ სიამოვნების სამი საათი გელოდებათ.
ჩვენს შემთხვევაში კერძები ლიკამ შეარჩია:






"დღეს შევარჩიეთ "ბრუსკეტა". ჩვენს სტუმრებს ვასწავლით როგორი პროპორციებია საჭირო კლასიკური იტალიური "ბრუსკეტას" მოსამზადებლად. ასევე, მოამზადებენ "პომოდორისიმოს" ქსელში ყველაზე პოპულარულ სალათს "დელიციოზა" და "ვერონას" _ ქათამს ღვინისა და ნაღების სოუსში. დესერტად კი, ჩვენი საავტორო კაკლუჭები, "ნიგოზი იზომალტში" გადავწყვიტეთ" _ ოპტიმისტურად გეგმავდა საღამოს მენიუს ლიკა კარტოზია.  შიშნარევი მზერით ისმენდნენ "განაჩენს" დამწყები კულინარები. კითხვები იმდენად სასაცილო და დილეტანტური იყო, რომ აქ არ დაიწერება. თუმცა, ძნელად თუ მოიფიქრებთ მეგობრებთან ერთად დროის გატარების იმაზე უფრო ხალისიან ადგილს, ვიდრე "ფუდ ლაბია".  არ ვიცი, ფოტოგადაღების ეშხით თუ უფრო შეფმზარეულების მასტერკლასის დახმარებით, კერძები არა თუ შესახედავად, გემოთიც არაჩვეულებრივი გამოდგა.







შუალედებში წითელი ღვინო, ლიკა კარტოზიასა და მისი გუნდის გამახნევებელი მოწოდებები, ეკა ჩხეიძის განუმეორებელი იუმორი, შეჯიბრი ტაფებით ოსტატურად ჟონგლიორობაში, სასაცილო და დაუვიწყარი კადრები, რომლებიც ჩვენმა ფოტოგრაფმა, კახა შარტავამ აღბეჭდა. საღამო მართლაც დაუვიწყარი და მხიარული გამოდგა!  ჩემი გულითადი რჩევა _ პრივატულ ვახშამზეც კი, ერთი-ორი დამწყები კულინარი წაიყვანეთ. მხიარულება და გართობა გარანტირებული გექნებათ!  ლიკა კარტოზია, ICR ჯგუფის გასტრონომიული მიმართულების რესტორატორი და Catering-ის დირექტორი.







Food Lab არის ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტებს და, ცხადია, არა მხოლოდ მათ, გაიღრმავონ ცოდნა კულინარიის მიმართულებით, გაიგონ ბევრი ახალი ამ სფეროდან.  ორი პოპულარული მიმართულება გვაქვს: ერთია გასტრონომიული ტური, მეორე _ პრივატული ვახშმის ორგანიზება.  გასტრონომიული ტურის დროს სტუმრებს მე და ჩვენი შეფმზარეულები ვუხსნით და ვასწავლით სხვადასხვა კერძის მომზადებას. სურვილის შემთხვევაში, ვიწვევთ სომელიეს, რომელიც სტუმრებს უყვება ამა თუ იმ ღვინის ისტორიას და, ცხადია, ურჩევს მათ რომლის დაგემოვნება ჯობია კონკრეტულ კერძთან. ეს ნამდვილი გასტრონომიული მოგზაურობაა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.






პრივატული ვახშამი უყვართ საქმიანი წრის წარმომადგენლებს. საუკეთესო საშუალებაა, ასევე, კორპორაციული გუნდის კიდევ უფრო დასაახლოებლად. პრივატული ვახშამი ორი მიმართულებით შეიძლება წავიყვანოთ: პირველი, როდესაც წინასწარ შეთანხმებული მენიუს მიხედვით, ჩვენ ვუმზადებთ და ვახვედრებთ ყველაფერს და მეორე, როდესაც სტუმარს თავადაც სურს იყოს ჩართული კერძების მომზადების პროცესში. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ოჯახური თავყრილობებიც. FOOD LAB-ში მოდიან მშობლები შვილებთან და მეგობრებთან ერთად, სწავლობენ კერძების მომზადებას, ერთმანეთს ამხნევებენ, იგებენ ახალს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ და დასასრულს, ერთად ვახშმობენ. მოდით შევთანხმდეთ, დროის ერთად და ხალისიანად გატარება, საქმიანი პარტნიორების გარდა, დღეს ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ.









Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა