ახალი ამბები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
ყველაზე მთავარი რა არის, იცით? _ საღამოსთვის შეარჩიოთ კარგი და სასიამოვნო ადგილი. კითხვა, თუ სად უნდა შევხვედროდი ჩემს საქმიან და ყოველთვის მოუცლელ სტუმრებს, არც გამჩენია. "ტაბლა" უნივერსალურია, უნივერსალური შუა კვირისთვის, მძიმე ორშაბათისთვის, უქმეებისა და კვირა დილის ნაბახუსევისთვისაც კი.







სამუშაო დღის მიუხედავად, საღამოს რვა საათზე აქაურობას ბევრი სტუმარი ჰყავდა. მაგიდის წინასწარ დაჯავშნა აქ დაუწერელი კანონია. სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ მოხვდებით. გვერდით, დიდ დარბაზს მსოფლიო სომელიეთა ასოციაციის დელეგაცია სტუმრობდა. ამდენი ერთად შეკრებილი სომელიე აქამდე არასდროს მენახა. მასპინძლები მიყვებოდნენ, რომ ეს განსაკუთრებული სტუმრები, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ კერძებს მიირთმევენ, "ტაბლათი" აღფრთოვანებული დარჩენილან.
ჩემი სტუმრებისთვის ევროპულ-ქართული სამზარეულოს სინთეზი შევარჩიეთ, სალათებით, ინდაურის უგემრიელესი კერძით, ყველის ტაბლებით, სხვადასხვა სახის ხაჭაპურითა და რასაკვირველია, საფირმო ხინკლუკებით.







სპეციალურად "ტაბლასთვის" ჩამოსხმული "ღვინერეას" საფერავი შეგვირჩია "ტაბლას" სომელიემ. თან ისიც გვითხრა, რომ აქ ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ფართო და მდიდარი კოლექციაა წარმოდგენილი "ღვინერეას" სახით, რომელიც 240-ზე მეტი სახეობის ღვინოს აერთიანებს. ღვინის ასეთი ნაირსახეობა შთამბეჭდავია, ხოლო მათზე მოყოლილი ისტორიები და რჩევები, საინტერესო და გასათვალისწინებელი.  "ტაბლა" აქაური გარემოს გამო უყვართ. კიდევ იმიტომ, რომ ზუსტად იცი რა დაგხვდება და არასდროს ინერვიულებ დაგვიანებული ან უგემურად გაკეთებული კერძის მიზეზით. "ტაბლა" იდეალურია, თუ მოგწონს ძველი ქართული სამზარეულოს ახლებური ვარიაციები და წყნარი გარემო, სადაც მშვიდად შეგიძლია გაატარო საღამო და ესაუბრო სტუმარს.









ჩემი საიუბილეო "სითის" სტუმრებსაც გაგაცნობთ: რუსლან აბაშიძე და თაკო ჩხეიძე, ლევან გოგსაძე და ნათია გამცემლიძე, თემურ მიქელაძე და გვანცა არველაძე, გაგა კახიანი და ტატა აბაშიძე, ნოდარ ადეიშვილი და მანანიკო უგულავა, გიორგი ჩოგოვაძე და ანა ნინუა. მათი უმრავლესობა ჩვენი ჟურნალის ხშირი სტუმარია, ზოგიც პირველად მოხვდება ამ ნომერში.  მაგრამ, უკლებლივ ყველა, "ტაბლას" დიდი ხნის მეგობარია და ერთობლივ ფოტოსესიაზე მათ დათანხმებაში, "სითისთან" ერთად, ცხადია, `ტაბლაც~ დამეხმარა!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018
25 წლის ალექსანდრე მელაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს.
მისთვის წარმატების მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა, თუმცა შრომამ
შედეგი გამოიღო და ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერის, მეგი გაბუნიას
სამოსიც ასპარეზზე გამოიტანა. ალექსანდრე
25 წლის ალექსანდრე მელაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მისთვის წარმატების მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა, თუმცა შრომამ შედეგი გამოიღო და ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერის, მეგი გაბუნიას სამოსიც ასპარეზზე გამოიტანა. ალექსანდრე"სითის"  ამერიკულ ცხოვრებაზე  უყვება:
09:46 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა