ახალი ამბები
ქართველი DJ GiiO (გიორგი ქადარია) Tomorrowland - ზე დაუკრავს!
უკვე 15-ე წელია ბელგია მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს - Tomorrowland -ს მასპინძლობს. ივლისის ბოლო კვირას პატარა ქალაქ Boom-ს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ფესტივალმა სტარტი 20 ივლისს აიღო. წელს Tomorrowland-ის ისტორიაში პირველად, მონაწილეობას ქართველი DJ გიორგი ქადარიაც მიიღებს. ამ სიახლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ გიორგი "სითისთან"  ექსკლუზიურად საუბრობს.





-გიორგი, გვიამბეთ როგორ აღმოჩნდით Tomorrowland -ზე?

-Tomorrowland  ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს შორის პირველია. ფესტივალზე მიწვევა იმ კეთილი და პროფესიონალი ადამიანების ხარჯზე მოხდა, ვინც ჩემ მიერ ამა წლის მარტში გაგზავნილი ჩანაწერების მოსმენას დრო დაუთმო, კომპეტენტურ პირებს გადაუგზავნა, რომლებმაც ასევე გულისყურით მოისმინეს, შეაფასეს და ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართვის შანსი მომცეს. ამისთვის მადლობას ვუხდი მათ და იმ სრულიად უცხო ადამიანებსაც, ვინც ჩემს კანდიდატურას ხმა მისცეს.



-რას ნიშნავს ეს მოვლენა თქვენთვის და როგორ ფიქრობთ, შეცვლის თუ არა თქვენს ცხოვრებას?
-ცხოვრება ჩემთვის პირადი სივრცის წრეა და არაფერს შეცვლის, თუმცა კარიერაში ეს დიდი ცვლილება იქნება და როგორც ზურგის ქარი ისე მიბიძგებს წარმატებისკენ! პირველი ქართველი DJ Tomorrowland - ზე? ძალიან სასიხარულო, ისტორიული და საპასუხისმგებლო საქმეა… ყველას გთხოვთ, ამ დღეს ჩემზე იფიქრეთ, გამომიგზავნეთ პოზიტივი, რომ საქართველო მსოფლიო ფესტივალზე სათანადოდ წარვადგინო!





-რამდენი DJ მიიღებს მონაწილეობას და რას სთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მაყურებელს?
-500-მდე DJ მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 27 სცენაზე გადანაწილდებიან. TML-მა 2017 წელს 360 000 ადამიანს უმასპინძლა. ბილეთები გაყიდვაში წელს 31 იანვარს ჩაეშვადა ღირებულების მიუხედავად რამდენიმე საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. აღმოჩნდა, რომ მაყურებელი წელს მსოფლიოს 75 ქვეყნიდან ჩამოვა. 35 000 ადამიანი კარვების ზონაში იცხოვრებს. რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება, Tomorrowland - ხვალინდელი მიწა - მოულოდნელად კარგი იქნება.



-ფესტივალზე ქართველი დიზაინერის, მეგი გაბუნიას სამოსით წარსდგებით. რატომ შეაჩერეთ ინტერესი ამ დიზაინერზე?
-სამყარო უცნაურადაა მოწყობილი... ღმერთის განგება შეუცნობელია, თუმცა ხანდახან აშკარაა, რომ საჩუქრებს გვიგზავნის. მეგი გაბუნიაც სწორედ ასეთი საჩუქარია. იბიცაზე ორი საათის ჩასული ვიყავი, როცა ყავის დასალევად კაფეში დავჯექი. მოდურად ჩაცმული, გემოვნებიანი და გამორჩეული გარეგნობის ქართველი გოგო შევნიშნე, რომელსაც გამოველაპარაკე, რომ მის ქართველობაში დავრწმუნებულიყავი. ასე დავმეგობრდით... როცა გაიგო, რომ Tomorrowland - ზე უნდა დავუკრა, სამოსი შემიკერა, რომ ათასობით მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვსდგე. ადვილი მისახვედრია ის, რომ მეგი ამით ახალი მეგობრის კი არა, საქართველოს იმიჯზეც ზრუნავს. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მას! ეს ადამიანი ჩემი დიდი სტიმულია!






-გვიამბეთ თქვენზე - როდის დაიწყეთ საყვარელი საქმიანობა. გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები...
-პირველი ნაბიჯები სკოლის ასაკსა და სტუდენტობას უკავშირდება, თუმცა ეს არ იყო პროფესიონალურ დონეზე. ასაკის მატებასთან ერთად საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი მიღვივდებოდა. კლუბში უბილეთოდ ვიპარებოდი, რომ DJ - ებისთვის მომესმინა და მენახა როგორ მუშაობდნენ. ესპანეთში წამოსვლა ადრეც მინდოდა, თუმცა ვიზა არ მომცეს. გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს მეუღლისგან დაბადების დღეზე უძვირფასესი საჩუქარი მივიღე. ეს იყო ახალი Pioneer   DJ მოწყობილობა და იმ დრიდანვე შევუდექი ამ პროფესიის საჭირო დონეზე დაუფლებას, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.რამდენიმე თვეში პირველი კონტრაქტი გავაფორმე, რასაც მოჰყვა მეორე, მესამე...2013 წელს გადავწყვიტე ლონდონში ბედი რამდენიმე თვით მაინც მეცადა. აქაც სასწაულები მოხდა! მრავალჯერ დავუკარი მსოფლიოს ისეთ ნომერ პირველ კლუბებში, როგორებიცაა: Pacha, Ministry of sound, The Egg London და სხვა... DJ -ს პროფესიასთან დაკავშირებული ოცნებების ახდენა ახლაც გრძელდება - ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და შედეგსაც მივიღებ! 15 აპრილიდან იბიცაზე დავბინავდი და მთელი სეზონი მუშაობა იქ მაქვს დაგეგმილი. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ხელშეკრულება კლუბის მენეჯერის თანამდებობაზეც მაქვს და რამდენიმე ლოკაციაზეც, სადაც ვუკრავ. მადლიერი ვარ უფლის, ოჯახის და მეგობრების, რომლებიც ჩემთვის თავს დებენ და გამუდმებით მენატრებიან. მინდა ყველა სიყვარულით და სითბოთი მოგიკითხოთ და მაპატიეთ, რომ გაგისხლტით ხელიდან...




-ოჯახზეც გვიამბეთ.
-2008 წელს დავოჯახდი.  ერთი ვაჟი 7 წლის მარლი-ილია ქადარია გვყავს. ის რომ იბადებოდა, იმ ღამეს ბელგიის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში ვუკრავდი. სამშობიაროში გვიან მივედი, თუმცა შვილისთვის ჭიპლარის გადაჭრა მოვასწარი!



-რას გეგმები გაქვთ?
-შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვან პროექტს ვგეგმავ. დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მინდა მომავალ წელს იბიცაზე სახელოვანი და დამკვიდრებული DJ ვიყო და რაც მთავარია, მაყურებლისა თუ მსმენელის წინაშე საკუთარი მუსიკით წარვსდგე. 2004 წლის შემდეგ ქართულ ფესტივალზე მონაწილეობა არასდროს მიმიღია და რომელიმე მათგანს სიამოვნებით შევუერთდებოდი.





-გარდა იმისა, რომ DJ ხართ სხვა საქმიანობას თუ ეწევით?
-პროფესიით მსახიობი ვარ. რამდენიმე სერიალსა თუ ფილმშიც გადამიღეს. სპექტაკლებშიც მაქვს ნათამაშები. გარდა ამისა, ჰოლანდია-ბელგიის მასშტაბით სხვადასხვა რეკლამებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. კარგი გამოცდილება მივიღე ფილმის გადაღებისას როტერდამში. ეს გახლავთ რამაზ მელაშვილის ნაშრომი - Roof walkers. პარიზი-მილანი-ლონდონი-ბრიუსელის მასშტაბით მაღალი მოდის ყიდვა-გაყიდვებშიც მაქვს გამოცდილება. თითქმის 5 წელი ვიმუშავე Georgio Armani  - ის კომპანიაში გაყიდვების, შესყიდვებისა და ივენთ მენეჯერის თანამდებობაზე. 29 მარტს ორგანიზება გავუკეთე ჩემს ბოლო ღონისძიებას Martin Garix  - ის მონაწილეობით.



-ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და რა გაძლევთ ცხოვრებისეულ სტიმულს?

-ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია. რომ არა მეუღლე ვანესა ლაზილ-ქადარია, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ! უფლი არ მტოვებს, ვუყვარვარ და ბევრს მასწავლის...



-თქვენ მიმართ ინტერესს საქართველოდან რამდენად გრძნობთ?
-ქართველი საზოგადოება ამ სასიხარულო სიახლეს თქვენგან გაიგებს!
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"როცა აყვავდა ნუში"...
როგორ შეიძლება რამე კარგი თქვა მოვლენაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეწირება?
12:03 / 01.05.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა