ახალი ამბები
მერიკო გუბელაძე
....
მე და კულინარია..
ჩვენ არ ვმეგობრობდით. 23 წლის ვიყავი, როდესაც ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად. კულინარიის მიმართ ინტერესი და გატაცება სწორედ მაშინ გამიჩნდა. თან, პარალელურად, ამ სფეროში ვმუშაობდი. ჩვენი დამეგობრებაც სწორედ აქედან დაიწყო.



შეფმზარეულობა ჩემთვის არის...
პროფესია, რომლითაც ვცხოვრობ.



პირველი კერძი, რომელიც მოვამზადე...

ერთხელ, დედა ქალაქგარეთ წავიდა და კულინარობა მე გადმომაბარა. ჩემი ძმისთვის და მამისთვის იმ დროისათვის პოპულარული და დეპრესიული კერძი, სოუსი, მოვამზადე. კარგად მახსოვს, მამამ დედას დაურეკა და უთხრა: "ეს ისე კარგად ამზადებს, შეგიძლია არც ჩამოხვიდეო".



რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?

ჩემი გემოვნება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იცვლებოდა. ძალიან მომეწონა ინდური სამზარეულო, როდესაც პირველად აღმოვაჩინე და დავაგემოვნე. შემდეგ იყო აზიური სამზარეულო, მექსიკური, იტალიური... თუმცა, ამ მომენტისთვის, სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებით მომწონს, არ მაქვს.



ჩემი საყვარელი კერძია...
საყვარელი კერძი არ მაქვს. როდესაც ახალ კერძს ვაგემოვნებ, მასში სიახლეს ვეძებ. მომწონს კერძები, რომლებიც ჩემში გაკვირვებას და გაოცებას იწვევენ.


ჩემს სამზარეულოში მთავარია...
პროდუქტი, რომლითაც ვმუშაობ.



მერიკო, თანამშრომლები და მართვის სტილი...
ჩემი რესტორნები ოჯახური ტიპის არის. შესაბამისად, ადამიანები, რომლებთან ერთადაც მე ამ საქმეს ვაკეთებ, ჩემი ოჯახის წევრები არიან და არა ხელქვეითები. ვმუშაობთ გუნდურად და ნებისმიერ ემოციას _ გაბრაზებას, სიხარულს თუ წარმატებას, ერთმანეთს ვუზიარებთ.



შეფი, რომელიც მომწონს...
მე მომწონს დედაჩემი, როგორც შეფი და როგორც სამზარეულოს მენეჯერი. შეფობა, გარდა კულინარიისა, მენეჯმენტის ცოდნასაც მოითხოვს.



ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რომელიც პროფესიასთან დაკავშირებით მიგიღიათ...

გემრიელი გოგო.



კულინარიული განათლების მნიშვნელობა...
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი უპირატესობაა, როცა შესაძლებლობა გაქვს ეს საქმე პროფესიულად შეისწავლო. თუმცა, კულინარია ზუსტი მეცნიერება არ არის და შეიძლება საკუთარ სამზარეულოშივე დაიწყო სწავლა, რისთვისაც დრო და ბევრი ექსპერიმენტია საჭირო.





მუშაობისას ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა...
გამომდის ის, რასაც ვაკეთებ და ვხედავ შედეგს.



რა არის ტრენდული თანამედროვე სამზარეულოს ინდუსტრიაში?
მინიმალიზმი, პატივისცემა პროდუქტისა, რომლითაც კერძს ამზადებ და დღეს უკვე ქიმია, როგორც მეცნიერება, აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში.



კულინარიული მოთხოვნა, რომელიც მომწონს...
პროდუქტის პატივისცემა.



ადამიანი, რომლისთვისაც სიამოვნებით მოამზადებდით ვახშამს...
ყველა სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოდის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა მათგანმა კმაყოფილებით და დადებითი ემოციით დატოვოს რესტორანი.



ჩემი საყვარელი ინგრედიენტია...
ღვინო, ციტრუსი და ჯინჯერი.



როგორ ირჩევთ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ ინგრედიენტების ხარისხს?

კარგი პროდუქტი თვითონ გეუბნება ამის შესახებ.



ჩემი პროფესიული მიზანია...
გავიზარდო როგორც პროფესიონალი და არ შევწყვიტო პროფესიული ზრდა.



მომიყევით "შავი ლომის" შესახებ
"შავი ლომი" შვიდი წელია რაც არსებობს. ინტერიერის დიზაინერი და რესტორნის ერთ-ერთი პარტნიორი გუგა კოტეტიშვილია. სახელი "შავი ლომი" გუგას იდეა იყო. ჩვენ გვსურდა გაგვეკეთებინა რესტორანი ცოტა შეცვლილი და არატრადიციული ქართული სამზარეულოთი, სადაც ძირითადი ქართული გემო შენარჩუნებული იქნებოდა და მხოლოდ დეტალები შეიცვლებოდა. მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის კეთება დავიწყეთ, თბილისში მსგავსი რესტორნები არ იყო. ყველგან იდენტურ მენიუს, კერძებს და გემოებს შეხვდებოდით. ჩვენ გვინდოდა ჩვენთან მოსულ სტუმრებში მენიუს ხელში აღებისთანავე გამოგვეწვია ემოცია.



საზაფხულო მენიუ მერიკოსგან...
ეს ის დრო და სეზონია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ვიტამინების შესავსებად. სეზონური ხილი, გრილი და ცოცხალი საკვები, ხორცის სოუსები, მარწყვის და ალუბლის წვნიანები. მრავალფეროვნება საკვებში და ბევრი ექსპერიმენტი.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
- მოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
TRY
TRY
1
0.5055
USD
USD
1
2.9701
ამინდი
ბორჯომი 7 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა