ახალი ამბები
გოგოები ფრანგული აქცენტით
...
როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
თაკო ბაბუხადია: ჩვენი ისტორია 12 წლის წინ იწყება, როცა გავხსენით პირველი საერთო რესტორანი "ლე მარე".
შემდეგ ისე მოხდა, რომ რესტორნის ქვედა სართულიც ვიქირავეთ. ქეთის ბებიის, დოდოს, ყველასთვის საყვარელი პონჩიკების რეცეპტი გაახსენდა და იდეაც მოვიდა. ასე გავაკეთეთ "ლე პონჩიკი", რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბაკურიანშიც წარმატებით მუშაობს. შემოგვემატა კიდე ერთი არაჩვეულებრივი პარტნიორი, მარიანა ჭყონია და მასთან ერთად გაჩნდა "ალუბალი", ქართული, ტრადიციული სამზარეულოთი, რესტორანი "მუხა" და სულ მალე ახალი სივრცე, "კლემენტინაც" შეგვემატება.
ქეთი სალაყაია: ჩვენი საქმე არის რესტორნების მართვა. ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოგვწონს. ვმუშაობთ და თან ვერთობით, გვსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება.
მონიკა მოსიძე: წლებია ვმეგობრობთ და საერთო საქმეს ვაკეთებთ, რომლის კეთებაც ყველას ძალიან გვიყვარს და გვსიამოვნებს.



როდის გაჩნდა კულინარია თქვენს ცხოვრებაში?
ქეთი სალაყაია: ბავშვობიდან, ჩემს ოჯახში ყოველთვის სტუმრიანობა იყო. სულ დიდი სუფრები იშლებოდა. ყველა ოთახში მაგიდა იყო გაშლილი. ითვლება, რომ ჩემი ოჯახის წევრები გემრიელად ამზადებენ. მე პირველი კერძი 17 წლისამ გავაკეთე, ლონდონში. ფლავი, რომელიც დავწვი და ძალიან ცუდი გამომივიდა. რაღაც ასაკამდე არაფერს ვამზადებდი, მერე "გამეხსნა", დავიწყე და დავიწყე...



რესტორნის სახელები...
მონიკა მოსიძე: _ "ლე მარე" არის უბანი პარიზში და ნიშნავს ჭაობსაც. მართლა ჭაობივითაა, ვინც ჩვენთან მოდის, ვეღარ მიდის ისე მოსწონს. "პონჩიკზე" ბევრი ვიფიქრეთ, ვერაფერი მოვიფიქრეთ და მერე ჩვენმა მეგობარმა, თაკო ჩხეიძემ გვირჩია, "ლე მარე" და ბარემ "ლე პონჩიკი" დაარქვითო. ჩვენც მოგვეწონა. ჩვენი ახალი სივრცის, "კლემენტინას" სახელი მცენარიდან წამოვიდა, რომელიც პატარა ფორთოხლებს ისხამს. "მუხა" და "ალუბალი" მარიანასთან ერთად მოვიფიქრეთ.





როგორაა ფუნქციები გადანაწილებული გუნდში?

ქეთი სალაყაია: მე და მარიანას, ძირითადად, კულინარიული იდეები გვაქვს. ზოგი კერძი ჩემი მოფიქრებულია, ზოგი მარიანასი. მაგალითად, "ლე მარეს" ცნობილი "სტეიკ სალათი" მარიანას მოფიქრებულია. ჩემი იდეა იყო ჩემებური კიევური კოტლეტები და თევზის კერძები. საერთო ჯამში, გამოდის, რომ ყველას კარგად გვაქვს ფუნქციები გადანაწილებული.
მონიკა მოსიძე: მე და თაკო ძირითადად ფინანსურ საკითხებში ვართ ჩართული. თუმცა, სხვადასხვა ფუნქციასაც ვითავსებთ. მაგალითად, ახალ რესტორანში, "კლემენტინა", რომელსაც ახლა ვაკეთებთ, კედლები მარიანამ საკუთარი ხელით მოხატა.



რატომ გახდა თქვენი ადგილები თბილისელებისთვის ამოჩემებული?

თაკო ბაბუხადია: პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ არ ექმნებათ პრობლემები და შეზღუდვები. ჩვენთან ყველაფერი მარტივად ხდება, მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის სურვილებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი, ძალიან ყურადღებიანი მიმტანები გვყვავს. ყველა სტუმარს იცნობენ, იციან ვის რა კერძი ან რა სასმელი უყვარს. ჩვენ ყველა სტუმარს ჩვენიანად აღვიქვამთ.
ქეთი სალაყაია: ყველა ჩვენს რესტორანში ხარისხიანი, ჯანსაღი კერძები გვაქვს, რა თქმა უნდა, გამორჩეული გემოებით. ამოჩემების მიზეზიც, ალბათ, ესაა.
მონიკა მოსიძე: ხშირად ჩამოგვყავს უცხოელი შეფმზარეულები, რომლებიც გვიდგენენ ახალ, საინტერესო მენიუს. ამიტომ, ჩვენთან ძველ, საყვარელ კერძებთან ერთად, ყოველთვის არის რაღაც ახალი.



დამიხასიათეთ თქვენი რესტორნები
ქეთი სალაყაია: "ლე მარე" მუდმივობის განცდაა. ეს არ არის რესტორანი, რომელიც გაიხსნა, კარგი იყო რაღაც პერიოდი და, შემდეგ, ხარისხი დააგდო. ვისურვებდი, რომ აი, როგორც ევროპის რესტორნებს აქვთ ხოლმე „since..."  რომელიღაც წლიდან, ისე იყოს "ლე მარეც" 50 წლის შემდეგ, ისევ ისეთი ხარისხით, სიტუაციით და გარემოთი. "ლე პონჩიკი" _ ძალიან გემრიელი! პონჩიკებიც და პელმენებიც ბებიაჩემის რეცეპტით, ჯანსაღი ინგრედიენტებით კეთდება. ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
თაკო ბაბუხადია: "ალუბალი" _ ქართული სამზარეულოს სწორი ვარიანტია. ადგილიც გამორჩეულია _ ქალაქშია, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ქალაქგარეთ ხარ დასასვენებლად. იქვე გიკეთებენ სოფლის სულგუნს, გებჟალიას, გრილზე გიწვავენ თევზს და ა.შ "კლემენტინა" სულ მალე გაიხსნება და გვინდა, რომ მორგებული იყოს თბილისური ცხოვრების რიტმს, სადაც იქნება ჯანსაღი საუზმე და ლანჩი. გვექნება უსაფუარო პურზე გაკეთებული ბრუსკეტების ნაირსახეობა და ბევრი ჯანსაღი, გემრიელი კერძი.
მონიკა მოსიძე: მთავარია, რომ ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ, ყველა რესტორანში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ კერძები იყოს ჯანსაღი და როცა ჩვენი სტუმრები მიირთმევენ, არ ინერვიულონ, რომ რამე არასანდოს მიირთმევენ, გასუქდებიან და ა.შ





სტუმრების ამოჩემებული კერძები "ლე მარეში"
მონიკა მოსიძე:
"სტეიკ სალათი" მუდმივად პირველ ადგილზეა. ქათმის სალათიც ძალიან პოპულარულია.
ქეთი სალაყაია: ზოგადად, ხალხს სიახლეების, ახალი კერძების ცოტა ეშინია. რაც იციან, იმას ირჩევენ. თამამად შემიძლია ვთქვა, ჩვენ რომ "სტეიკ ტარტარი" გვაქვს, ეგეთი არ არის არსად, პარიზშიც კი! რეცეპტი ფრანგმა შეფ- მზარეულმა შეადგინა, რომელიც კოკო შანელისთვის ამზადებდა. ჩვენი კრემბრულეც მისი რეცეპტით კეთდება. ხშირად ჩამოგვყავს ძალიან ნიჭიერი და საინტერესო შეფმზარეულები, რომლებიც მენიუს გვიმრავალფეროვნებენ.



და ბოლოს, ვინ ხართ თქვენ ოთხნი?
ქეთი სალაყაია: ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გემოვნება, კულინარიასა და დიზაინში და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის კეთების ხალისი.



საფირმო კერძი ჩვენს მკითხველს
ქეთი სალაყაია: უცხიმოდ გაკეთებული ხორცის ოჯახურ რეცეპტს გაგიმხელთ: თუჯის ტაფაში უნდა მოათავსოთ ხორცი, (შეიძლება ბატკანი, ხბო ან საქონელი) ნივრით, მარილით და პილპილით შეაზავეთ. ხორცი ყველა მხრიდან უნდა შებრაწოთ მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დაასხამთ ადუღებულ წყალს, თავზე დაახურავთ და აკონტროლებთ წყალი არ დაშრეს. ასე დამზადებული ხორცი მართლა დნება პირში. ექსპერიმენტის სახით, შეიძლება ღვინო დაასხათ, როზმარინი დაუმატოთ. ძალიან ჯანსაღია, ცხიმი საერთოდ არ აქვს. თუ ხბოს ხორცია, მაშინ კარაქის ჩამატებაც შეიძლება.



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1134
TRY
TRY
1
0.4883
USD
USD
1
2.7026
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა