ახალი ამბები
გაიცანით, ლიკა ხარებაშვილი - გოგონა ეკრანს მიღმა სამყაროდან
ის, რაც კადრს მიღმა რჩება, ყოველთვის ყველაზე საინტერესოა და ასე, მხოლოდ ფილმების შემთხვევაში არ არის. გოგოს, რომელზეც დღეს მოგიყვებით, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ამ დროის განმავლობაში, მას იმ პროექტების მაჯისცემაზე უდევს ხელი, რომლის დაწყებასაც საღამოობით ყველა ოჯახი ელოდება. "ვის უნდა 20 000", "იქს ფაქტორი", "ნიჭიერი", "იღბლიანი ბორბალი" "ექიმები"... საერთაშორისო პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მას უმუშავია. ყველა საკითხის ერთდროულად კონტროლი, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების სხარტად მიღება და მუდმივი სწრაფვა სიახლისა და თვითგანვითარებისკენ - ესაა თვისებები, რომელიც კარგ პროდიუსერს სჭირდება. ამ თვისებებისა და შრომისმოყვარეობის გამოა ის ასეთი წარმატებული. შედეგი კი, ტელესივრცეში ყველაზე მაღალრეიტინგული და დასამახსოვრებელი შოუებია. გაიცანით, ლიკა ხარებაშვილი - გოგონა ეკრანსმიღმა სამყაროდან.




გზა რეპორტიორობიდან პროდიუსერობამდე.... ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაცშემთხვევით გავიგე, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ში ახალი პროექტისთვის ჟურნალისტებს ეძებდნენ.ქასთინგზე მივედი. იმ პერიოდში, ,,რუსთავი 2" ყველაზე პოპულარული არხი იყო და იქ მოხვედრაზე ყველა ჟურნალისტი ოცნებობდა. შესარჩევი ტურიდან რომ გამოვედი, მივხვდი ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს მღელვარება დიდხანს არ გაგრძელებულა. იმ დღესვე დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან მოვეწონე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა ყველაზე პოპულარულ ტელევიზიაში. ჩემი თავი უფრო ახალი ამბების რეპორტიორად წარმომედგინა, მაგრამ საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში აღმოვჩნდი.ნამდვილად გამიმართლა.ისეთი მენტორები მყავდა, მანამდე ეკრანზერომ ვუყურებდი და ძალიან მომწონდნენ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. სეზონის დამთავრების შემდეგ კი, აირჩიეს 4 ჟურნალისტი, ვისაც თვლიდნენ, რომ პროდიუსერობა კარგად გამოუვიდოდათ. მათ შორის ერთი მეც ვიყავი. შემდეგ გვქონდა ინტენსიური ტრენინგები, სხვადასხვა დავალება... როგორც მითხრეს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად გავართვი თავი და ასე გავხდი პროდიუსერი.



პირველი პროექტი... პირველი პროექტი იყო ,,ჯეობარი" - ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ საქართველოში. ამ პროექტში შედგა ჩემი, როგორც ჟურნალისტის და როგორც პროდიუსერის, დებიუტი.



საერთაშორისო პროექტები, რომლებზეც ვიმუშავე...
"ჯეობარი" - პოპულარული შვედური შოუს The Bar  -ის ქართული ანალოგი. ,,ბარი" 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საქართველოშიც, შოუს პოპულარობიდან გამომდინარე, ,,ჯეობარის" ოთხი სეზონი შედგა. მე პროექტს მეორე სეზონიდან შევუერთდი.
"ყველაზე ჭკვიანი" - ბრიტანული შოუს The Britain’s Brainiest Kid-ის ანალოგია. ეს შოუც 25-მდე ქვეყანაში იყო ძალიან პოპულარული. საქართველოში ,,ყველაზე ჭკვიანის" 10-ზე მეტი სეზონი გავიდა ეთერში, რაც შოუს დიდ წარმატებაზე მიუთითებს.
"ვის უნდა 20 000" ეს პროექტი მსოფლიოში Who wants to be a millionaire  -ის სახელით არის ცნობილი. საქართველოში ამ პროექტს მაშინ შევუერთდი, როდესაც ცნობილი ადამიანები სხვების დასახმარებლად თამაშობდნენ.
"ჯეოსტარი" - პოპულარული ბრიტანული მუსიკალური კონკურსის Pოპ Iდოლ -ის ანალოგი. ამ შოუს დახმარებით, მაყურებელმა ძალიან ბევრი მომღერალი აღმოაჩინა. დღეს ,,ჯეოსტარის" კონკურსანტები უკვე ვარსკვლავები არიან და არაერთ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში იღებენ მონაწილეობას.
"იღბლიანი ბორბალი" -ამერიკული შოუს Wheel of Fortune-ის ქართული ანალოგის სახელია. შოუ აშშ -ში ტელევიზიით 30 წელზე მეტია გადის და ფორტუნის ბორბალს 42-ზე მეტ ქვეყანაში ატრიალებენ. შოუ ყველაზე მაღალრეიტინგულ და გრძელვადიან პროექტად არის მიჩნეული სატელევიზიო ვიქტორინებს შორის. ეს პროექტი საქართველოშიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მე პროდიუსერი ორი წლის განმავლობაში ვიყავი.
"ნიჭიერი" - ბრიტანული სატელევიზიო ფორმატის Got Talent-ის ქართული ანალოგი. ეს ფორმატი საიმონ კოუველის კომპანია SYCO -მ შეიმუშავა და მას 60-ზე მეტ ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე რვა წელია, მეგა შოუ ,,ნიჭიერი" ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუა საქართველოში. მიხარია, რომ ამ მასშტაბის შოუზე მუშაობის საშუალება მქონდა.
"იქს ფაქტორი" - იქს ფაქტორიც მუსიკალური კონკურსების თანამედროვე ვარიანტია, რომელიც ასევე საიმონ კოუელის კომპანია SYCO -ს ეკუთვნის. "იქს ფაქტორიც" ისეთივე პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, როგორც Got Talent. ქართული ნომრები ხშირად ხვდება X Factor Global-ზე, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ამ პროექტზე მუშაობა ძალიან მეამაყება.
"ექიმები" - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ამერიკული სამედიცინო შოუს The Doctors  -ის ანალოგია. ამ შოუს რომ ვიწყებდით, ემის მფლობელ CBS-ის პროდიუსერთან ერთად ვიმუშავე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. უკვე მეოთხე წელია რაც ,,ექიმები" ეთერშია და ისევ ისეთი პოპულარულია, როგორც დასაწყისში.





ტელევიზია ჩემთვის არის... უკვე ჩემი სახლია. მგონი იმაზე მეტი დრო მაქვს იქ გატარებული, ვიდრე ჩემს საკუთარ სახლში. ალბათ ბევრჯერ გაგიგონიათ, რომ თუ ტელევიზიაში მუშაობ, შემდეგ ვეღარ ივიწყებ მას. ნამდვილად ასეა. მგონია, რომ ამაზე მაგარი ადგილი, სადაც შეიძლება იმუშაო, უბრალოდ, არ არსებობს.



მთავარი მოტივაცია სამსახურში არის... შედეგი. სულ ისეთ პროექტებზე მიწევს მუშაობა, რომლებიც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, მაღალი რეიტინგი აქვს. რეიტინგი კი ნიშნავს იმას, რომ მაყურებელს მოსწონს ის პროდუქტი, რომელსაც ქმნი. ეს საუკეთესო მოტივაციაა.



პირველი წარმატება... ზარი ,,რუსთავი 2"- დან: ,,ძალიან მოგვეწონე, გილოცავთ" . ..



ყველაზე სასიამოვნო პროფესიული კომპლიმენტი - ,,როგორ მომწონს თქვენი გადაცემა".



პროდიუსერობის მთავარი ხიბლია... ის , რომ სულ შემოქმედებით პროცესში ხარ, სულ რაღაც ახალს სწავლობ და ქმნი პროდუქტს, რომელსაც შემდეგ ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს.



მუშაობისას ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როცა... კარგი იდეა მომდის დამეძლევა მისი განხორციელების საშუალება.



წარმატების რეცეპტი ლიკასგან...
ჩემს შემთხვევაში, წარმატება ყოველთვის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. შესაბამისად, ჩემი რეცეპტიც ეს არის - ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე. თუ ცდილობ ყოველთვის საკუთარ თავს შეეჯიბრო, ისწავლო უფრო მეტი და გამოიყენო შენი შესაძლებლობები, წარმატება აუცილებლად მოვა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა