ახალი ამბები
"შოკოლატერია არტიზანი"-შეგრძნებების იუველირი
როგორ გგონიათ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკოსს, სატელევიზიო წამყვანს, ყველაზე "კითხვადი" სტატუსების ავტორ-ბლოგერს, პედიატრს, პოპულარული სერიალის კასტინგის ხელმძღვანელს, ნიჭიერ ფოტოხელოვანს ან, მაგალითისთვის, პირველკლასელ პატარა გოგონას?
რადგან ამ სტატიას კითხულობთ, სწორი პასუხიც გეცოდინებათ და მეტყვით შოკოლადიო, მაგრამ, თქვენის ნებართვით, შეგისწორებთ _ "შოკოლატერია არტიზანი". იმას, რა ემოციით, სახით, სიტყვებით, თუ გნებავთ, სიყვარულით ყვებიან ეს ადამიანები ამ ადგილის შესახებ, ვერცერთი რეკლამით ვერ იყიდი. ეს არის ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული. აი, დაახლოებით ისეთი, ცხოვრებაში რომ ერთხელ მოდის (ან ორჯერ, თქვენ ხვდებით, რომელსაც ვგულისხმობ).  ნინა ბიწკინაშვილი, "შოკოლატერია არტიზანის" შემქმნელი და დამფუძნებელი მიყვება, რომ იდეა თბილისში პატარა ფრანგული გარემოს შექმნის სურვილით მოვიდა. მოვიდა კულინარიის სფეროში დაგროვებული უზარმაზარი გამოცდილებით და მოვიდა 12 წლის წინ, საგურამოში გაშენებული ერთ-ერთი ულამაზესი ბაღიდან, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ ის შოკოლადთან ყოფილიყო დაკავშირებული. დაუკავშირდა კიდეც, როგორც `შოკოლატერია არტიზანში~ წარმოდგენილი შოკოლადებისა თუ დესერტების შიგთავსით, ისე აბაშიძის ქუჩაზე ამოსული პატარა, ულამაზესი მცენარეებით, ორიგინალურ სკამებს შორის რომ გხვდებათ.





ზემოხსენებული პოლიტიკოსი საქმიანი ლანჩით იწყებს და შავი შოკოლადით ასრულებს. სატელევიზიო წამყვანი პირველია, ვინც შოკოლადს ყველაზე ტკბილი და ძვირფასი საჩუქრის სტატუსს უბრუნებს, ხოლო ბლოგერი, კალათით მიღებულ გასაგიჟებელ დესერტს "ასტატუსებს", მერე აგემოვნებს და მერე ისევ "ასტატუსებს" გაშოკოლადგაბედნიერებული!  ჩემი ამბავი კიდევ უფრო რთულადაა; ხუთნი ვართ ოჯახში, "შოკოლატერია არტიზანს" ლამის დღეში ორჯერ ვსტუმრობთ. დილით მე, საღამოს მეუღლე. მე რძიანი შოკოლადები მიყვარს, ნუშებით და ქიშმიშებით, მეუღლეს უფრო ალუბლის შიგთავსით და დიეტური რომ ჰქვია, ისეთი. უფროს ბიჭს რძიანი შოკოლადის დათუნიები, უმცროსს _ შავი შოკოლადი და ტრიუფელები. ყველაზე უფროს გოგოს კი, კარამელები. მეგონა, ჩვენ ვიყავით მხოლოდ ასეთები, უცნაურები და ცოტა მერიდებოდა კიდეც აქ ყოველდღიური სტუმრობა. აღმოჩნდა, რომ არა. ჩემი მეგობრები, თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი რეჟისორი და მისი მეუღლეც ასე ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან უჩუმრად დადიან. ყველას თავისი წილი შოკოლადი უნდა ამ ცხოვრებისგან, ანუ "შოკოლატერია არტიზანისგან".






პირველად იყო შოკოლადი. მოდიოდნენ ნელ-ნელა. ხვდებოდათ მწკრივად ჩაწყობილი ბონბონები, შოკოლადის შადრევანი, შოკოლადის ჭერი, "ბიბლიოთეკური" გარემო და ხავერდგადაკრული რბილი სავარძლები. ნელ-ნელა ოქროსფერ-მოყავისფრო ყუთები დაიძრნენ სხვადასხვა ქუჩისკენ. საახალწლო საჩუქრების სახით მიდიოდნენ შვილებისკენ, დედებისკენ, მამებისკენ, მეგობრებისკენ. მერე სასაჩუქრე ყუთები იქვე, გვერდზე მაგიდასთან დადეს და ჯერ ცხელი შოკოლადი დააგემოვნეს, მერე ყავა, მერე შოკოლადის კრუასანები და წავიდა ახალი სურვილები…  ასე გაჩნდა უკვე "შოკოლატერია არტიზანის" საუზმე, უგემრიელესი შვრიის ფაფებით, ორცხობილებით, ბრიოშებით, ტოსტებით, რამდენიმე სახეობის ომლეტით... საუზმემ ლანჩი მოითხოვა, საავტორო სალათებითა და კრემ-სუფებით.  დამკვიდრდა ისეთი ტრადიციებიც, რაც თითქოს ნაკლებად ახასიათებს ამ ქალაქს. მაგალითად, მშობლებთან ერთად კაფეში სტუმრობა: ერთმა დედა მოიყვანა, მეორემ ბებია, დგახარ, შენი შეკვეთის შეფუთვას ელოდები, ცალი თვალი დედა-შვილის მაგიდისკენ გაგირბის და გაღიმებული ჩამორბიხარ კიბეზე.  ამასწინათ კიდევ ერთ ამბავს შევესწარი: სკოლადამთავრებულები შეკრებილიყვნენ, მე სტუმრობის ბოლო ეტაპი ვნახე, ბონბონებდაგემოვნებულები ბუმერანგებს რომ იღებდნენ "არტიზანის" ეზოში. ჰო, პირველკლასელებიც შემხვდნენ.





"შოკოლატერია არტიზანის" გუნდმა მასტერკლასი ჩაუტარა და ამათი ბედნიერება და "დაშოკოლადებული" სახეები ხომ წარმოგიდგენიათ! მომერიდა გადაღება, თორემ ბევრს გაცინებდით.  სულ მგონია, რომ ბედნიერებას ნიჭიერი და კეთილი ადამიანები ქმნიან, შრომისმოყვარეებიც, რასაკვირველია. ადამიანები, რომლებიც იგონებენ ისეთ ადგილებს, სადაც შედიხარ და მაღალ ხარისხთან, საყვარელ გემოებთან, გარემოსთან და მომსახურებასთან ერთად, განსაკუთრებულ შეგრძნებებს გჩუქნიან.
"სითის" ეს გამოცემა, რომელიც სწორედ ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ეძღვნება, არ იქნებოდა ისეთი ტკბილი, მასში ამ ქალაქის მთავარი "შეგრძნებების იუველირი" _ "შოკოლატერია არტიზანი" რომ არ მოხვედრილიყო.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა